Print

რატომ სოციოლოგია?!

ავტორი: ნათია გოგიშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

კარგი კითხვაა...

თავდაპირველად დავიწყებ იმით,  რომ როცა მეკითხებიან რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობ, ფაკულტეტის დასახელება იმხელაა  რომ აფრთხობს კითხვის ავტორს და იმის ნაცვლად  დაფიქრდეს ზოგადად რა ფაკულტეტია, მეორე კითხვა გამზადებული აქვს: - და რა გამოხვალ? მეც მშვიდად ვპასუხობ : -სოციოლოგი და  ვემზადები მესამე კითხვისთვის, რომელიც უკვე ვიცი რომ ასეთი იქნება: -რა უნდა გააკეთო? სად შეიძლება იმუშაო? 

სასცილოა არაა? არადა ასეთი კითხები საკმაოდ განათლებული ადამიანებისგანაც მიმიღია... თუმცა რას ვიზამთ. ზოგადად სოციოლოგია ისედაც ახალი დარგია და საქართველოში ხომ სულ ახალთახალი შეიძლება ეწოდოს. (ჩემი პესიმისტური გათვლებით კი ზოგადად კვლევის, ინტერვიუერისა და რესპონდენტის ურთიერთობის კულტურა კარგა ხანს წინ ვერ წაიწევს)

Print

სექსიზმი და მისი შედეგები

ავტორი: ლიკა ლომიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ცნება გენდერი პირველად ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა შემოიტანა მეცნიერებაში და განსაზღვრა, როგორც, „შეთანხმებათა კომპლექსი, რომელიც როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის საგანი, არეგულირებს ბიოლოგიურ სქესს“. ტერმინი იხმარება ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად. გენდერი არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ დროსა და სივრცეში. გენდერული როლები განსხვავდება ერთმანეთისაგან რასების მიხედვით, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციისა და ასაკის მიხედვით. ყველა კულტურას თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს და ამა თუ იმ საზოგადოების წევრს მოეთხოვება შეასრულოს თავისი შესაბამისი გენდერული როლი. ქალებსა და კაცებს დაწესებული აქვთ თავიანთი სოცილაური ნორმები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფთ მათ საზოგადოებაში „კარგი სტატუსის” მოპოვებასა და დამკვიდრებას. 

Print

დედისა და ნაყოფის უფლებები

ავტორი: ლიკა ლომიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

აბორტი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია და მწვავე პრობლემების სიაში შედის. მისი აღმოფხვრა საკმაოდ რთულია და ისიც აღსანიშნავია, რომ იგი სხვა საკითხებთანაც ჯაჭვურადაა გადაბმული და რიგ პრობლემებს იწვევს.  მე შევეცდები განვმარტო თუ რას ნიშნავს აბორტი, რა სტატისტიკაა მსოფლიოში, რას იწვევს აბორტი, რა საფრთხეების მატარებელია, ასევე ვისაუბრებ დედისა და ბავშვის უფლებებზე, თუ რატომ უნდა იყოს, ან არ იყოს აკრძალული აბორტი. დავსახავ ჩემეულ ხედვას, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და რა ღონისძიებები დაგვეხმარება მის შემცირებასა და აღმოფხვრაში. 

Print

ზნეობა და (თუ) პოლიტიკა?!

ავტორი: სალომე დავითაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

დამთავრდა თსუს მომქანცველი გამოცდები და როგორც კი საშუალება მომეცა, მშობლიურ კახეთში წამოვედი. როგორც ხდება ხოლმე, მოვინახულე ახლობლები, მეზობლები. წესისამებრ, „რა ხდება ქალაქში?“ და „რას ამბობენ იქით?“, ყველაზე უფრო ხშირი კითხვებია და ბოლოს უმეტესად მთავრდება შემდეგი სიტყვებით: “პოლიტიკა ბინძური რამეა, ჩვენი საშველი მაგათგან მაინც არაფერია“-ო.

ასეთ დროს, ყოველთვის პირველ კურსზე ნასწავლი მაკიაველის შეხედულებები მაგონდება, თემაზე „ზნეობა და პოლიტიკა“. კარგად მახსოვს, რამხელა ინტერესი გამოიწვია ჩემში მისი მოსაზრებების გაცნობამ. უბრალო ადამინების აზრით, პოლიტიკაში მხოლოდ „სკამების“

Print

ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებული პრობლემები

ავტორი: ანა ყარალაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ვირტუალური სამყარო საშუალებას აძლევს ინტერნეტის მომხმარებლებს პერსონალური ვირტუალური სივრცის გავლით სასურველი ინფორმაცია სოციუმის მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაწოდონ. ეს ძირითადად ხორციელდება სპეციალური საიტების მეშვეობით, რომლებზეც მომხმარებელს სასურველი ინფორმაციის განთავსება შეუძლია ისე, რომ ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ხშირად ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, იყოს ხელმისაწვდომი. ასეთია, მაგალითად, ინტერნეტ–ჟურნალები, ბლოგები, ინტერნეტ–ტელეარხები, იუთუბი, ფეისბუქი, თამბლერი, ფორუმები და სხვა.  

Print

ერი-სახელმწიფო თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში

ავტორი: მაია ბლიაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

საერთაშორისო სისტემა რთული სისტემაა, რომელიც შედგება სხვადასხვა სუბიექტების,  მათ შორის სახელმწიფოების მიერ. სუბიექტებს შორის დამოკიდებულებისა და ურთიერთობათა ხარისხი , ასევე მათი თავისებურებანი განსაზღვრავენ კიდევაც მთელი სისტემის ხასიათს. როგორც ვიცით, სისტემას საფუძველი დაუდო 1648 წელს დადებულმა ვესტფალიის ზავმა. მანამდე კი ევროპული შუასაუკუნებრივი პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია დამყარებული იყო ბუნდოვნად განსაზღვრულ რელიგიურ იერარქიაზე. ვესტფალიის ზავმა დააფუძნა სუვერენიტეტის ცნება, რომელიც არსებითად ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფოს მმართველი არ აღიარებდა თავისზე მაღალ ან თავის სწორ ხელისუფალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, სისტემის მთავარი ელემენტი გახდა ერი-სახელმწიფო, თავისი სუვერენიტეტით და ძალით. მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფომ მიიღო ექსკლუზიური

Print

პერსონალური ვირტუალური სივრცე და სოციუმი

ავტორი: ელენე თაბუაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

21–ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ თავის პიკს მიაღწია, მაგრამ ბევრი მეცნიერის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყსია...

ინფორმაციულ ერაში ის თანამედროვე მედიუმი, რომელსაც ინტერნეტი ჰქვია, გახდა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი; სოციალურმა ქსელებმა კი, საერთოდ, გადატრიალება მოახდინა ადამიანის ფსიქიკაში, რადგან მან ინდივიდებს საშუალება მისცა შეექმნათ თავისი ვირტუალური სამყარო და მოეწყოთ იგი ისე, როგორც სურთ. ინტერნეტი არის უსაზღვრო ინფორმაციის მატარებელი ქსელი, რომელიც დღესდღეობით მოიცავს ტელევიზიას, ელექტრონულ ჟურნალ–გაზეთებს, ვებ–საიტებს, ბლოგებს და ა.შ. 

Print

სტრესი და დაძლევა

ავტორი: ნ.სუხაშვილი, მ.ხონელიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

სტრესი ადამიანთა  ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ამიტომ დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე. შესაბამისად ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, რომ დავძლიოთ სტრესი სხვადასხვა საშუალებებით, რათა წარმატებულად ვიფუნქციონიროთ. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიისთვის საინტერესო შესწავლის საგანია სტრესი და მისი დაძლევის სტრატეგიები. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს სტრესისა და დაძლევის ცნების განმარტებასა და მათი მექანიზმების აღწერას.

სტრესი არის სპეციფიკური და არასპეციფიკური რეაქციების პატერნი, განხორციელებული ორგანიზმის მიერ, მასტიმულირებელი ობიექტის მიმართ, რომელიც არღვევს მის წონასწორობას, გამოცდას უწყობს, ან აღემატება მისი დაძლევის უნარს (გერიგი და ზიმბარდო 2009) მასტიმულირებელი მოვლენები მოიცავს მრავალფეროვან შინაგან და გარეგან ვითარებებს, რომელთა კრებითი სახელწოდებაა სტრესორები. მარტივად, სტრესორი არის შინაგანი ან გარეგანი მოვლენა, რომელიც იწვევს სტრესს.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე