"ხელოვნური ინტელექტის საზოგადოება" - ბელა პოკოლი
მოცემული რეცენზია წარმოადგენს სამართლისა და სოციოლოგიის პროფესორის, უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ბელა პოკოლის, წიგნის “ხელოვნური ინტელექტის საზოგადოება” მიმოხილვას. წიგნი გამოცემულია 2019 წელს.
ბელა პოკოლის აღნიშნული წიგნი ეძღვნება ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას საზოგადოებისა და ინდივიდის სოციალურ საქმიანობაში. წიგნის სათაურიდანვე იკვეთება ის ფაქტი, რომ არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სოციალური რეალობა, რომელიც იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ, ერთი მხრივ, ის საშიშროებისა და რისკის შემცველია, ხოლო, მეორე მხრივ, ამარტივებს სოციალურ ურთიერთქმედებაში გარკვეულ პროცესებს.