socium.ge ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ამირან ბერძენიშვილმა სტუდენტებთან ერთად 2008 წელს დააფუძნა. თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ელექტრონული მასალის შექმნა და მიწოდება იყო, ასევე თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დისკუსია.

წლების მანძილზე socium.ge - ს სხვადასხვა პროექტებსა და აქტიურობებში სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. მუშაობის პრინციპი მთლიანად მოხალისეობრივია. ახალგაზრდები და საზოგადოების წევრები ცდილობენ საკუთარი ნიჭითა და შემოქმედებითი უნარით დაეხმარონ ერთმანეთს. ამგავრი შრომის შედეგია 10 - მდე სალექციო კურსის ელექტრონული მასალების შექმნა და ვებ გვერდზე განთავსება, თავად ვებ - გვერდიც მოხალისეობრივი შრომით არის შექმინლი.

ჩვენ მიგვაჩნია რომ მოხალისეობრივი აქტიურობით ვითარდება უნარები, პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს ცოდნა ბევრად იხვეწება, ამას ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების წევრების გარჯა, რომელთაც წლების მანძილზე გააუმჯობესეს თავიანთი უნარები.

ჩვენ ვართ არაფორმალური გაერთიანება და ჩვენთან შემოერთება ნებისმიერს შეუძლია ვინც იზიარებს იდეალს "საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის", ანუ ყოველგვარი მატერიალური ანაზღაურების გარეშე, იმის კეთებით რაც თავად მოგწონს, საზოგადოების სხვა წევრებისთსვი გაამარტივო ცხოვრება, შექმნა რაღაც ღირებული და ამი თავად ისიამოვნო.

socium.ge არის განსხვავებული ადამიანების ერთობა, რომელთა მთავარი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი საზოგადოების ფომირებაში, სადაც თითოეული წევრი იზრუნებს თავისი საზოგადოების სხვა წევრებზე.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე