მე-სტუდენტი
 ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია ნეტავ სტუდენტი ვიყო-მეთქი. პირველად უნივერსიტეტში რომ მივედი, დიდი, შეშინებული, დაბნეული თვალებით ვიყურებოდი აქეთ-იქით. სრული ქაოსი მეგონა ყველაფერი. ალბათ პირველკურსელთა უმეტესობა ასეა. გამახსენდა სკოლის პირველი დღე, მაგრამ ერთი განსხვავებით, იქ დედა მახლდა, აქ კი მარტო ვიყავი. ყველაფერი გადაულახავ სივრცედ მეჩვენებოდა. ვიფიქრე ჰერაკლეს ძალა დამჭირდება აქ შესაგუებლად-მეთქი. შემდეგ მივხვდი რომ იქაც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.

მე ვარ სტუდენტი და საზოგადოების ახალ თაობას წარმოვადგენ. მინდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო. მიხარია, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი, რადგან ჩემი აზრით, პარტიულობა ბოჭავს და დოგმებში სვამს ადამიანის აზროვნებას. იმედი მაქვს,რომ გამოვალ „ვიღაც“, ვინც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გამოიყვანს ჯერ კიდევ ჩარჩენილი საბჭოური თუ ჩაკეტილი აზროვნებიდან.
სტუდენტი - ეს სიტყვა ჩემთვის პროგრესულ, თავისუფალ აზროვნებასა და ქმედებასთან ასოცირდება. სტუდენტობა არის ის ძალა, რომელსაც ერთად დგომის შემთხვევაში ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მოდით დავდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისათვის ,მისი წინსვლისა და განვითარებისთვის.

 მე ვარ ადამიანი. ბუნების ბატონ-პატრონი არსება, რომელსაც საკუთარი არსებობის აზრი არასწორად ესმის. ისიც კი აღარ მესმის, რომ ბუნების პატრონი ვარ და რომ მის მოვლაში უნდა გავატარო ჩემი ცხოვრება, რომ ჩემი სურვილების პარალელურად მის სურვილებს უნდა ვცე პატივი. დავკარგე რწმენა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, სიყვარულის უნარი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ხომ ადამიანი ვარ?! ჩემი გაგებაა ცხოვრება ფულისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის. რაში მაინტერესებს სხვას მე ჩემი სიამოვნებით რაიმეში ხელს შევუშლი თუ არა? მე ხომ მსიამოვნებს?! და ეს არის მთავარი. მიზნის მისაღწევად გავაკეთებ ყველაფერს. დავეცემი უმდაბლეს დონეზე, მაგრამ მერე რა? მე ხომ ჩემს სურვილებს დავიკმაყოფილებ.