მე სტუდენტი?
არასდროს გამჩენია სურვილი რაღაც გამენადგურებინა, დამენგრია და მითუმეტეს, დამეწვა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში სულ უფრო მეტად მიპყრობს ამის სურვილი... არ შეგეშინდეთ, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.... მაგრამ ოცნება ხომ შემიძლია... დიდიხანია ბავშვობის ასაკიდან გამოვედი, ფსიქიკურადაც არამიშავს, ნორმალურად ვაზროვნება და ამ ცხოვრებამაც კარგად გამომცადა და შევიგრძენი მისი ავ–კარგიანობა (ნუ უფრო ავობა), მაგრამ ეს სურვილი, ეს სურვილი ისეთი „მადისაღმძვრელია“....გითხარით, არ შეგეშინდეთ კარგად ვარ–მეთქი. ვაი, რომ ჩემში ეს მორალური–ზნეობრივი პრინციპები ღრმადაა გამჯდარი და დევიანტური ქცევისკენ არ მექაჩებიან, თორემ ჩემი წამებისთვის გულს ხომ მაინც მოვიოხებდი....არა, ეს არც ირონიაა და არც შეშლის ბოდვა, ეს ტრაგედია, რომლის გმირები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,
ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და მისი აღმატებულება ლექტორები არიან...ხოო, მართალია ამას არ ვიზამ, მაგრამ ფიქრი, სურვილი ხო უკვე ნიშნავს წარუმატებლობას.... თსუს...ვიცი, რაც გაიფიქრეთ, მე ვარ უნიჭო, უპერსპექტივო, უვიცი და უნივერსიტეტთან ან ფაკულტეტთან რა მინდა ხოო?! ამ კორპუსში ხომ თავს ბევრი ბედნიერად გრძნობს და ბევრს დიდი წარმატება მოუტანა. მაგრამ მერწმუნეთ (ან თუ გინდათ არ დამიჯეროთ, თქვენ თვითონ დარწმუნდებით ოდესღაც, მაგრამ გვიანაა უკვე), რომ უმრავლესობა ჩემს დღეშია, ან უარესშია... მე არ დავიწყებ ჩემს პირად პრობლემებზე საუბარს, ეს, ალბათ, არ დაგაინტერესებთ, თან ძალიან დაგრთგუნავთ, მაგრამ პირველივე დღეს როდესაც იქ შევდგი ფეხი მინდოდა სადღაც გავქცეულიყავი, და დღესაც გავრბივარ, თქვენთან მოვრბივარ, მაგრამ ჯერ ვერ მოვედი, არავინ არ მეშველება, მარტო კი ძალიან ძნელი აღმოჩნდა....იმ იმედით მოვდივარ, რომ ცოტა შვებას მაინც ვიგრძნობ... გიყურებს ლექტორი და სახეზე აწერია, რომ სულ არ აინტერესებს ისწავლი თუ არა, მაგან ხომ ისწავლა და ლექტორი ქვია დღეს, შენ კი თავიც გიტეხია... ერთხელ ერთს წამოცდა, ამდენი რო იყოთ საჭიროა, მაგრამ დაბალ ქულებს იმიტომ წერენ, რომ როგორმე გაგცხრილოთო, ზოგმა ვერ გაუძლო ამ უპასუხისმგებლობას და ვინ იცის საით გაქანდა... მგონი, რომ ეს საკმარისია, რადგან თუ დეტალებში გადავედით ემოციაც უფრო მოიმატებს და .....
მე არ დავიწყებ ჩვეულებროივ სტუდენტურ პრობლემებზე საუბარს.. თსუს და ზოგადად სტუდენტის ქრონიკულ პრობლემებზე... საგნის არჩევა, როდესაც, ყოველჯერზე ერთი წლის სიცოცხლე მაკლდება, შიმშილი, როდასაც არ იცი რა ჭამო (ხო, ეხლა რაღაც მოწყობილობა დაგვიდგეს, თუ სასურველი შოკოლადის ფასს არ იკითხავთ, ჯერ მისი გამოტანაც ვერ ვისწვალეთ ამ უცნაური მოწყობილობიდან). სიცივე, ზოგან კი ძალიან გვცხელა (იცით რატომ ვიგუდებით პირველ კორპუში სიცხისგან? ვენტილაციია შეცდომით დამონტაჟებული თურმე), გამოცდები მაღლივში, საშინელი ცხრილი, და ა. შ. ა. შ.
მოდით, ეს შესავლად ჩავთავლოთ, მე აუცილებლად დავწერ დეტალურად, რათა ბევრი ჩემსავით არ შეცდეს, დავწერ ბევრს, იქნებ ვინმემ გაიგოს...ბოდიში გულის მოოხებისთის, მაგრამ თქვენში დავინახე ისეთი ადამიანი, ვისთვისაც ეს შეიძლებოდა მეთქვა და ამიტომ ცუდად არ გამიგოთ...