„Summer Job“-ის პროგრამა
„Summer Job“-ის (საზაფხულო სტუდენტური დასაქმების) პროგრამა
და მისი შეფასება სტუდენტების მიერ
ფოკუს-ჯგუფების ანგარიში
2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job“-ი. დასაქმდა ავტორიზირებული უნივერსიტეტების 25 000-მდე ბაკალავრი 70-მდე სახის სახვადასხვა ვაკანსიაზე. პროგრამა გაგრძელდა 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე და თითოეულმა დასაქმებული სტუდენტის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარით. პროგრამაზე დარეგისტრირება ხდებოდა ინტერნეტით და ეს განხორციელდა ორ ეტაპად, ძირითადი 20 მარტიდან 20 აპრილამდე და დამატებით 4 ივნისს.