მისტიკური სარკის ამბავი
გიორგი ლოლაშვილი სადისკუსიო კლუბის სემესტრის ბოლო შეხვედრის შესახებ
შაბათს, ტრადიციულად 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პეტრე მელიქიშვილის სახელობის 115-ე აუდიტორიის კარს ვაღებ. სადისკუსიო კლუბის შეხვედრა უკვე დაწყებული მხვდება. სტუმარი, ამჯერად, “თსუ”-ს რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილია, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
თსუ-ში არსებული სადისკუსიო კლუბი, ან ზედმეტსახელად socium.ge-ს კლუბი, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ამირან ბერძენიშვილმა და მისმა რამდენიმე სტუდენტმა 2011 წლის შემოდგომას დააარსეს. კლუბი ყოველ შაბათს იკრიბება და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე დისკუსიას მართავს.
მონიტორზე სლაიდშოუ გადის, სადაც სტუდენტების პასუხებია გამოტანილი შეკითხვაზე, „რას ვიზამდი, მე რომ რექტორი ვიყო“: „ყველაფერს შევცვლიდი, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი“, „უნივერსიტეტის ყველა კარს გავაღებდი“; „ შევეცდებოდი, სიტყვები „ბაზის ბრალია“, აღარავის ეთქვას“. თავად რექტორი მობილურში რაღაცას წერს. „მესიჯობს?“- ამბობს ერთი სტუდენტი. „არა, ალბათ, ინიშნავს.“ - პასუხობს მეორე.



შვედეთის ეკონომიკა ექსპორტზე ორიენტირებულია, რომელშიც თანამედროვე სისტემის შესანიშნავი შიგა და გარე კომუნიკაციები და მაღალკვალიფიციური მუშახელი ერთიანდება. ხე-ტყის მასალა, ჰიდროენერგია და რკინის მადანი წარმოადგენს ეკონომიკის სარესურსო ბაზას, რომელიც ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. შვედეთის საინჟინრო სექტორის 50% ითვლის პროდუქციასა და ექსპორტს. სატელეკომუნიკაციო და საავტომობილო ინდუსტრია და ფარმაცევტული მრეწველობა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში. დასაქმების ბაზისა და მშპ-ის 2% სოფლის მეურნეობას უჭირავს. შემოსავლები შედარებით მტკიცედ ნაწილდება. შვედეთს ყველაზე დაბალი Gini-ს კოეფიციენტი აქვს (0.23), რაც ნიშნავს , რომ თითქმის ყველას მსგავსი შემოსავლები აქვს.
ავთანდილ მამალაშვილი
