სალომე დოლიძე ნინო გიგლემიანის მოხსენებაზე გამოხმაურება.
სალომე დოლიძე ნინო გიგლემიანის მოხსენებაზე გამოხმაურება.
ბავშვები და კომპიუტერი
საერთოდ, კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ უარყოფითის თქმას. კრიტიკა შეფასებაა, დადებით და უარყოფით მხარეებზე ყურადღების გამახვილება და იგი არ გულისხმობს ავტორის არდათანხმებას და შეწინააღმდეგებას. მეც შევეცდები, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა ნინო გიგლემიანის მოხსენების შესახებ. თემა ეხება ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს - ბავშვები და კომპიუტერი. ნინომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ამ პრობლების არსი და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
დასაწყისში ნინო აღნიშნავს, რომ ტექნიკა გაიაფდა და ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ოჯახისათვის. ტექნიკა მართლაც გაიაფდა და ალბათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაცხოვრებელისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ამის საქარველოს მაგალითზე გადმოტანა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის რაიონებში არის სოფლები, სადაც ბავშვებს კომპიუტერი ნანახიც კი არ აქვთ. რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი ინტერნეტის ქსელში ჩართვასა და მისით სარგებლობაზე.
ავტორი შედარებას აკეთებს ჩვენი თაობის ბავშვობის ხანასა და ახლანდელი ბავშვების გასართობებთან. თუ ჩვენ თავს კლასაობანას, დაჭერობანას თამაშით ვირთობდით და ეზოში სათამაშოდ მივიჩქაროდით, ახლანდელი ბავშვები ძირითად დროს კომპიუტერთან ატარებენ და ეზოში ჩასვლა მათთვის სახვეწარი გახდა. ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. პირველ რიგში, ვფიქრობ ჩვენი თაობისა და თანამედროვე ბავშვების შედარება არ შეიძლება. დრო გადის, ყველაფერი იცვლება. შეუძლებელია შევადაროთ სხვადასხვა თაობის პერიოდები. დროის ცვლილებას ბევრი დადებით და უარყოფით შედეგი მოაქვს, მაგრამ უცვლელი არაფერი რჩება. ასევე, ჩემი ნათესავების, მეზობლების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ კომპიუტერს არ ჩაუნაცვლებია ეზოში თამაში. დღესაც თანამშობენ ბავშვები სახლობანას, ფეხბურთს და ამის ჩანაცვლება ალბათ შუაძლებელიც კია. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. არსებობს 9-10 წლის ბავშვები, რომლებიც თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს კომპიტერთან ატარებენ, მაგრამ ასეთ შემთხვევების განზოგადება არ იქნება მართალი. ეს არასწორი აღზრდისა და მშობლების უყურადღებობის ბრალია და გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ.
დღეს პატარებს უფრო ახლო შეხება აქვთ ტექნიკასთან. მაგალითად, ბევრ ბავშვს აქვს მობილური ტელეფონი. როგორც ნინო აღნიშნავს, „ჩვენ დროს“ არც არსებობდა მობილურები და არც გვქონია. მე ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ, თუ ბავშვს ტელეფონი ექნება. ეს აუცილებელიც კია. თანამედროვე ეპოქაში, სადაც დედაც და მამაც მუშაობს და ბავშვს მუდმივი მეთვალყურე არ ჰყავს, აუცილებელია ჰქონდეს მობილური. ეს კომუნიკაციისათვის საუკეთესო საშუალებაა. მშობლებიც ინფორმირებული არიან ბავშვის შესახებ. რაც შეეხება მობილურის უარყოფით მხარეებს, კვლევებმა დაადასტურეს, რომ მას უარყოფითი გამოსხივება არ გააჩნია. საერთოდაც, თანამედროვე ბავშვები ტექნიკის ეპოქაში დაიბადნენ, ამიტომ მათი ორგანიზმი უკვე ადაპტირებულია სხვადასხვა გამოსხივებასთან და იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. ამიტომაც ტექნიკის ნორმალური დოზით ხმარება, არა მგონია, საფრთხის შემცვლელი იყოს ბავშვებისათვის.
ნინო ყურადღებას ამახვილებს კომპიუტერულ თამაშებზეც. ეს მართლაც მტკივნეული თემაა. ჩემი აზრიც ემთხვევა ავტორის მოსაზრებას და მთლიანად ვეთანხმები მას. თუმცა ისევე როგორც ყველა მოვლენას, კომპიუტერულ თამაშებსაც აქვს დადებითი მხარე. პირად მაგალითზე ვიტყვი, რომ ინგლისური ენის სასწავლად უმრავი დრო, ფული და ენერგია მაქვს დახარჯული. ჩემი სალაპარაკო ინგლისური დღესაც არ არის კარგი. ჩემი ახლობელი კი, რომელიც თავისი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერულ თამაშებზე ხარჯავს, გამოყენებით ინგლისურს ბევრად კარგად ფლობს, ვიდრე მე. ეს ამ თამაშების დამსახურებაა. ასეთი თამაშები ბევრ ინფორმაციას აწვდის ადამიანს. ჩემი ძმა ხუმრობს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი, რადგან მის კომპიუტერულ გმირს ყველგან აქვს დავალება შესრულებული.
საინტერსო თემაა ნეთბუქები. მე არ ვიცი სკოლებში რა სიხშირით იყენებენ ბუქებს, ყველა გაკვეთილზე გამოიყენებენ თუ არა. ვფიქრობ, აუცილებელია ბავშვი თავიდანვე იყოს ადაპტირებული ტექნიკასთან. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ბავშვობიდანვე მისი გამომუშავება სამომავლოდ კარგ შედეგს მოიტანს. მსოფლიო განვითარებას ფეხი უნდა ავუწყოთ.
როგორც აღვნიშნე, თემა ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვან საკითხს ეხება. თუმცა ყურადღება კომპიუტერის მხოლოდ უარყოფით ასპექტებზეა გამახვილებული. ავტორი მხოლოდ უარყოფით დეტალებზე საუბრობს და არაფერს გვეუბნება ტექნიკის დადებით მხარეებზე.
საბოლოოდ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავტორს ამ თემით დაინტერესებისათვის და ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი მოსხენებისთვის.