Print

შოთა მალაშხიას სადისკუსიო კლუბში სტუმრობაზე

ავტორი: გიორგი გრიგოლაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

Socium.ge Logo

გიორგი გრიგოლაშვილი

თ.ს.უ. სოციალური და პოლიტიკური

მეცნიერებების პოლიტიკური მეცნიერების III კურსის სტუდენტი.

,,სტუდენტები უნდა იყვნენ უფრო აქტიურნი, ვიდრე დღეს არიან.... ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ პროცესებში ისე როგორც ეს 2003 წელს ხდებოდა“... ეს ფრაზა ნატოს გენერალურ მდივანს რასმუსენს ეკუთვნის, რომელიც ნოემბრის თვეში სტუმრობდა საქართველოს. ეს ფრაზა მან სტუდენტებთან შეხვედრის დროს წარმოთქვა.

Print

გადაწერის ხელოვნება

ავტორი: სოფო უთრუთაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

socium.ge logo

ბატონო ამირან, როგორც უკვე შემამჩნიეთ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მთელი ამ ხნის მანძილზე სოციოლოგიის ჯგუფზე დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თითოეული სტუდენტი საუკეთესოდ ფლობს გადაწერის „კულტურას“. თუმცა გადაწერის კონცეფციაში რამდენიმე კატეგორიას გამოვყოფ:

1. გადაწერა მხოლოდ კრედიტისთვის

2. „ზუბრიაჩკები“

3. შემოქმედი დევიანტები

Print

უნივერსიტეტელის დღე

ავტორი: თამუნა ნიკოლეიშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ავტორი: თამუნა ნიკოლეიშვილი

მაღვიძარამ დარეკა. გაეღვიძა. ჭერზე წვიმისგან დატოვებულ ლაქას მიაპყრო მზერა. ოთახი - პატარა "კომოდი", ერთი სკამი, მორყეული მაგიდა, სამზარეულოს უკარო და ფარდაჩამოკიდებული კარადა, ნიჟარა, წიგნების( უფრო სწორად, ქსერო-ასლების)  თარო, ერთმანეთზე ახოხოლავებული ყუთები, ზამბარებიანი საზოლი(რომელზეც ახლა წევს) და პატარა სარკმელი საწოლის თავზე_აი,მისი ავლა-დიდება. მისი რა, "ხაზეიკის". საკუთარ სიდუხჭირეზე ჩაფიქრებამ ათი წუთი დააკარგვინა. წამოხტა. სკამზე დადებული, საგულდაგულოდ დაკეცილი ტანსაცმელი ვაცხა-უცხით ამოიცვა.

Print

თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტების ძირითადი მახასიათებლები

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ლევან ლორთქიფანიძე

თანამედროვე გერმანული უნივერსიტეტები, უპირველესად, მიიჩნევიან მასწავლებელთა და სწავლის მიმღებთა საზოგადოებებად, სიტყვა “უნივერსიტეტის” ლათინური ეტიმოლოგიის მსგავსად. ისინი ფედერალური კანონით სარგებლობენ თვითმმართველობისა და აკადემიური თავისუფლების (დამოუკიდებლად, კანონის შესაბამისად აყალიბებენ კვლევისა თუ სასწავლო გეგმებს) პრივილეგიებით. ამასთანავე, აქვთ უფლება კერძო პირებს მიანიჭონ სახელმწიფოსაგან აღიარებული აკადემიური კონპეტენცია, ხარისხი.

Print

ISDI - მ და თსუ – ს საბავშვო უნივერსიტეტმა 3 მარტს სადისკუსიო სესიათა საგაზაფხულო სეზონი შორენა შავერდაშვილის მოწვევით გახსნეს

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ჩვენმა სადისკუსიო კლუბმა ახალი ძალით, ენერგიითა და შემართებით დაიწყო თავისი საგაზაფხულო შეხვედრათა ციკლი. ახალი სეზონის გახსნა 3 მარტს – დედის დღეს დაემთხვა. ჩვენი შეხვედრის თემა ქალთა ამ მშვენიერ დღესასწაულთან მხოლოდ იმით იყო დაკავშირებული, რომ მთავარ სტუმრად ქალბატონი გვყავდა მოწვეული. თსუ – ს ყველაზე მაღალი ინტელექტუალური დონის მრგვალი მაგიდის თავში ძალიან პოპულარული ჟურნალის – “ლიბერალის” წარმომადგენლები, რედაქტორ შორენა შავერდაშვილის მეთაურობით, ისხდნენ. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო, რადგან სტუმრებმაც და დისკუსიის მონაწილეთა ნაწილმაც, თავდაპირველად, პარალამენტის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქვიშხეთელი მამაკაცის, სოსო ქიმერიძის საკითხის გაპროტესტება გადაწყვიტა.  მიუხედავად შეფერხებისა, ყველაფერი რიგიანად წარიმართა.

Print

28 იანვარი, არაორდინალური გარემო ჩვენი კლუბისათვის

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

2011 წლის 28 იანვარი, გარეთ ძალიან ცუდი ამინდია, თბილისური თოვლი ტრადიციულად დნება, საშინელი ნესტია დედაქალაქის ქუჩებში. მიუხედავად ამისა, უამრავი მოსწავლე და სტუდენტი მაინც შეგროვდა პირველი ქართული უნივერსიტეტის პანთეონში. ბევრს მთავარი, ისტორიული კორპუსის ნახვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ მათ გარდა, “თეთრი ტაძრის” კარებთან ჩვენი კლუბის ბირთვი კვლავ შეგროვილიყო. შეხვედრის დაწყებამდე, რამდენიმე დღე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საიტი –  socium.ge – გვატყობინებდა, რომ ჩვენი აზრის მოსასმენად, ჩვენი პრობლემების მომავალში პროფესიონალურად აღსაწერად ახალგაზრდობით დაინტერესებული, სერიოზული მკვლევარი მოვიდოდა. არაერთი მოსწავლისა და სტუდენტის მოტივაცია  ამანაც გააორმაგა.

Print

ქეთი მურუსიძის სტატია ფაკულტეტის პრობლემებზე

ავტორი: ქეთი მურუსიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

 ავტორი: ქეთი მურუსიძე

უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბარი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. იწერება სტატიები, ტარდება აქციები, ამ პრობლემებზე საუბარს ეძღვნება გადაცემები, ყველა ცდილობს თავისებური გზა გამონახოს ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მისასალმებელია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმაც გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს და ხელს გვიშლის სასწავლო პროცესში. ამ მიზნით შევიკრიბეთ სტუდენტების მცირე ნაწილი, ჩამოვწერეთ პრობლემები და გადავწყვიტეთ მიგვემართა იმ ადმინისტრაციული სამსახურისათვის, რომელსაც უშუალოდ ეხება პრობლემის მოგვარება, რათა გაგვეგო თუ კონკრეტულად რა დაბრკოლებებს აწყდება ესა თუ ის სამსახური ამ პრობლემების მოსაგვარებლად და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით.

Print

თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემები

ავტორი: ანა გვალია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინფორმაციული საზოგადოება და მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი

ანა გვალია

ხშირად წაგვიკითხავს ან გვსმენია, რომ ახალგაზრდობა ესაა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, პერიოდი, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, აისრულოს ოცნებები,

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე