Print

გადაწერის ხელოვნება

ავტორი: სოფო უთრუთაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

socium.ge logo

ბატონო ამირან, როგორც უკვე შემამჩნიეთ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მთელი ამ ხნის მანძილზე სოციოლოგიის ჯგუფზე დაკვირვებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თითოეული სტუდენტი საუკეთესოდ ფლობს გადაწერის „კულტურას“. თუმცა გადაწერის კონცეფციაში რამდენიმე კატეგორიას გამოვყოფ:

1. გადაწერა მხოლოდ კრედიტისთვის

2. „ზუბრიაჩკები“

3. შემოქმედი დევიანტები

დაკვირვებამ მაჩვენა, რომ თქვენს თვალში აღიარება შემოქმედმა დევიანტებმა მოიპოვეს. ის ფაქტი, რომ წინასწარ ყველამ იცოდა თვენი ლოიალურობის შესახებ და თქვენც ადეკვატურად ელოდით ტოტალურ გადაწერას, შემოქმედმა დევიანტებმა შესაბამისად გამოიყენეს. იმ სტუდენტების ქულები, რომლებიც მხოლოდ კრედიტისთვის იწერდნენ, ხშირად მსგავსი იყო „ზუბრიაჩკების“ ქულებისა. რაც შეეხება შემოქმედებით დევიანტებს, ეს ხალხი ჩემშიც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ისინი იწერენ საკითხის ძირითად, საკვანძო წინადადებებს და დანარჩენს იმპროვიზაციით, შემოქმედების მეშვეობით ახერხებენ (მაგალითად, „სიტყვა კულტურა ლათინური წარმოშობისაა და ნიადაგის დამუშავებას ნიშნავს, მაგრამ მეთვრამეტე – მეცხრამეტე საუკუნეებში ამ სიტყვის გამოყენება დაიწყეს ადამიანებთან მიმართებაში... ეს ტერმინი ძირითადად გამოიყენებოდა არისტოკრატებთან მიმართებაში, რათა გამოეყოთ ისინი არაკულტურული, უბრალო ადამიანებისგან.“ ამის შემდეგ ხდება არა მასალის სრული განხილვა და გააზრება, არამედ საკუთარი აზრების დემონსტრირება (რაც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო საკითხთან უშუალო კავშირში) ფურცლის შევსების მიზნით)... აღმოაჩინეს რა თქვენი კეთილგანწყობა და ის, რომ ფაქტობრივი მასალის დამახინჯებაშიც კი უმაღლეს შეფასებას იღებდნენ, შეიძლება მათ კონფლიქტის თეორიის ფუძემდებლობა სპენსერისთვის მიეწერათ... თქვენთან კი მოდიოდა მასალის გადაწერილი თუ ნასწავლი ასლები და მათ შორის შემოქმედებითი დევიანტების ნაშრომები, რომლებიც თქვენთვის საინტერესო და არაCOPYრებული იყო... მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების უმრავლესობა განებივრებული იყო მაღალი ქულებით, თქვენი შეფასება „ქვიზების“ შედეგებზე ზოგიერთ სტუდენტში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მის მიერ მიღებული ქულა დამსახურებული იყო და არა მომატებული. ამ დისკომფორტის აღმოსაფხვრელად, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა სტუდენტმა რეალურად მოინდომა სწავლა. ჩემი აზრით, თქვენი პრინციპი იყო, ჯორჯ ჰომანსის მსგავსად, წახალისებისა და დასჯის პრინციპი. წახალისება – მაღალი ქულები, დასჯა – „დაყვედრება“... თქვენმა პრინციპმა გაამართლა. სტუდენტთა უმრავლესობა, იმის მოლოდინში, რომ თქვენგან აღიარებას მოიპოვებდა, ბევრს შრომობდა. შედეგად, ბოლო რამოდენიმე „ქვიზზე“ უმეტესობა ცდილობდა წინ დამჯდარიყო, რათა შეგემჩნიათ, რომ ისინი არ იწერდნენ. ასევე მივესალმები თქვენს ახალ ტაქტიკას „ქვიზის“ დაწერის ფორმასთან დაკავშირებით – მეხუთე საკითხად საკუთარი აზრის დაფიქსირება მოცემულ თემაზე. ეს მეთოდი დაგვეხმარება შევაფასოთ როგორც სტუდენტის თავისუფალი აზროვნება, ასევე მისი ფაქტობრივი მასალის ცოდნა. ეს ყველაფერი მათემატიკურად რომ გამოისახოს =>> „ზუბრიაჩკების“ U (გაერთიანება) შემოქმედებით დევიანტებთან = საუკეთესო სტუდენტს. ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომელი მეთოდი სჯობს – იყო ლოიალური ლექტორი თუ იყო მკაცრი, რათა საუკეთესო შედეგი მიიღო სტუდენტებისგან... მინდა გითხრათ, რომ ლოიალურ ლექტორს უფრო მეტი დადებითი მხარე გააჩნია, ვიდრე მკაცრს ( ჩემი გამოცდილებიდან, მკაცრი ლექტორის გავლენა სტუდენტებზე ცუდად აისახა). აქვე მინდა დავამატო, რომ სრულფასოვანი განათლების მიღება უფრო მეტად სტუდენტებზეა დამოკიდებული, ვიდრე ლექტორზე,თუმცა, ლექტორიც დიდ როლს თამაშობს ამ საქმეში. დაკვირვებამ ისიც მაჩვენა, რომ თქვენ, ერთადერთი ლექტორი ხართ, რომელსაც სტუდენტების პრობლემები აწუხებს და ცდილობს შთაჰბეროს სტუდენტებს სწავლის ენთუზიაზმი. მარტო SOCIUM.GE-ის შექმნა რად ღირს ან თქვენი წვლილი სადისკუსიო კლუბის ფუნქციონირებაში. თქვენ სტუდენტებს მიეცით თავისუფლად მოქმედების არეალი და შეაძლებინეთ, გამოემჟღავნებინათ საკუთარი შემოქმედებითობის მაქსიმუმი.

ღვაწლმოსილი ლექტორი ბრძანდებით! ვისურვებდი, ბევრმა სტუდენტმა, ერთხელ მაინც, მოისმინოს თქვენი ლექცია. მე კი ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან გავიარე ეს სალექციო კურსი =)

გმადლობთ, რომ წაიკითხეთ!

ავტორი: სოფო უთრუთაშვილი

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე