გენდერული უთანასწორობა სამუშაო ბაზარზე
სამუშაო ბაზარზე გენდერული უთანასწორობის პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა თავი განსაკუთრებული სიმძაფრით მსოფლიოში ინდუსტრიული ეპოქის დადგომასთან ერთად იჩინა. ამ დროიდან მოყოლებული ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრების კუთხით მრავალი რამ შეიცვალა, თუმცა მიღებული ზომების მიუხედავად პრობლემა არ გადაჭრილა. მსოფლიოს განვითარებად ნაწილში ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული ქალების რიცხვი ჯერ კიდევ ჩამორჩება მამაკაცებისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირთ არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება და სამუშაო ბაზარზე თავის დამკვიდრება.
გენდერულად დაბალასებული სამუშაო ბაზრის შექმნა განსაკუთრებით რთულია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ქვეყნებში, რომლის კულტურაც მასკულინური ხასიათისაა და რომელშიც მამაკაცები ქალებთან შედარებით გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ. მართალია, მდედრობითი სქესის წარმომადგენების ანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მნიშვნელობის შესახებ ქართული სოციუმის გარკეული ნაწილი საუბრობს, თუმცა მეორე ნაწილი ამ პრობლემის მიმართ ერთგვარ შეუვალობას ამჟღავნებს. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება იმისა, რომ უკეთ განიმარტოს სამუშაო ბაზარზე გენდერული დისბალანსის თანმდევი მოვლენები და აქცენტი გაკეთდეს ქალების დასაქმების აუცილებლობაზე.



მანუელ კასტელსი ესპანელი სოციოლოგია, რომლის კვლევები ძირითადად ინფორმაციულ საზოგადოებას, კომუნიკაციასა და გლობალიზაციას ეხება.1 მოცემული ესსეც სწორედ სოციოლოგიური თვალთახედვიდან ახალი ურბანული რეალობის მახასიათებლებს აღწერს. ავტორი ქალაქის შესახებ იმ თეორიული განაზრებებს გვთავაზობს, რომელიც 21–ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ტენდენციების გამოკვლევის შედეგად ჩამოაყალიბა.
ბუმერანგი ავსტრალიელი ტომების სატყორცნი იარაღია, ერთგვარი მოხრილი ჯოხი, რომელიც გატყორცნის შემდეგ უკან ბრუნდება...
