Print

კიბერსამყარო და თანამედროვე ადამიანები

ავტორი: ეკატერინე მგელაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

XXI საუკუნეში კიბერსამყარო თანამედროვე საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა.ინტერნეტ სივრცე , უდავოდ, მაცდურად გამოიყურება. ის ხომ ადამიანს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს,რაზეც საუბარი ნამდვილად შორს წაგვიყვანს... თუმცა, რამდენიმე ძირითადი გამოყენების სფეროს გახსენება ,ვფიქრობ ,ურიგო არ იქნება. ნებისმიერი სახის ინფორმაციის  მიღება, სასურველი ფილმებისა თუ თამაშების გადმოწერა ,სოციალურ ქსელებში გაწევრიანება და ონლაინ შოპინგი-ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმზიდველი ვირტუალური სამყაროს შემოთავაზებებისა, რომელზეც უარის თქმა ,დამეთანხმებით ,რომ ძალიან რთულია.  ყველასათვის ცხადია ,რომ  კიბერსივრცის გაჩენა-განვითარება  სრულიად ცვლის ჩვენს სამყაროს  და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას, რასაც გლობალური ხასიათი  აქვს. ამ პროცესზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის გააზრებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში კონფერენციის ჩატარება განაპირობა,რომელიც მიზნად ისახავდა  ინტერნეტ სამყაროს სწორ გამოყენებასა და მის განვითარებაზე საერთაშორისო

კონსესუსის მიღწევას. ალბათ, არავისთვისაა გასაკვირი ,რომ დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebookის მომხმარებელთა რაოდენობა 1,4 მილიარდსაც კი  აჭარბებს. ეს ფაქტი, ვფიქრობ ,ნათლად მეტყველებს იმაზე ,რომ თანამედროვეობა წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე .თუმცა , ინტერესს მოკლებული არ არის  ,გავიაზროთ კიბერსივრცის ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ საკითხთან მიმართებით ,საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობაა.ხალხის ის ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს კიბერსივრცის დადებით როლს ძირითადად კრიტიკის მიზეზებს ეძებს დიდი ინფორმაციის გასაჯაროებისა და  მრავალთათვის ხელმისაწვდომობის საფრთხეში.გასათვალისწინებელია, მათი არგუმენტები ,რომლებიც ეფუძნება ინტერნეტის ინტენსიურად გამოყენებისას  ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში გაპასიურებას.  ასევე საყურადღებოა, სოციალური ქსელების მხრიდან ნარცისიზმის წახალისების , შესაძლოა სავსებით უნებლიე ,მცდელობა, რაზეც ინტერნეტ სივრცეში ე.წ სელფების  პოპულარობა მეტყველებს . აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სელფებით გატაცებულები არა მარტო ახალგაზრდები არიან,არამედ   ხანშიშესულ მომხმარებლებსაც სურთ მოდას აუწყონ ფეხი.ამის შესანიშნავი მაგალითია 86 წლის   „ ცუდი ბებიის “ სახელით ცნობილი ბადი უინკლი , რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელს გაცნობის საიტებზე საკუთარი ფოტოებოების განსათავსებლად. მეცნიერები ირონიულად იმაზეც კი მსჯელობენ ,რომ ადამიანში  ნარცისიზმის ხარისხის საკვლევად საკუთარი თავისთვის ერთ საათში  გადაღებული ფოტოების რაოდენობაც კი საკმარისია. პირადად ჩემში ,უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს კიბერ სივრცის ილუზიურ სამყაროდ გარდაქმა , რომელშიც ხელოვნურობა   წახალისებულია. კარგად დამუშავებული ფოტოების წყალობით ადამიანები ჰოლივუდის ვარსკვლავებივით გამოიყურებიან. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირად ქსელში განთავსებული ფოტოებიდან  კარგად ნაცობი ადამიანის ამოცნობაც კი სირთულეს წარმოადგენს. ერთი სიტყვით, კიბერსამყარო ხშირად საკმაოდ შორდება რეალობას.  თუმცა, ვფიქრობ ,  ნეგატიურმა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს დავინახოთ ინტერნეტ სივრცის უმნიშვნელოვანესი  დადებითი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე , რაზეც ფსიქოლოგები აქტიურად მსჯელობენ უკანასნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.  პირველ რიგში , უნდა აღვნიშნოთ ,რომ რეალურ ცხოვრებაში  ადამიანთა ნაწილი საკმაოდ შეზღუდულია თვითგამოხატვაში,განმეორებადი ურთიერთობები ოჯახთან, მეგობრებთან , თანამშრომლებთან მისგან სოციალური კონტექსტით განსაზღვრულ ქცევას მოითხოვს, რომელიც შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს იმ პიროვნებას,რომელიც მას სურს რომ იყოს.ინტერნეტის ანონიმურობა  ადამიანს შესაძლებლობას აძლევს შიშის გარეშე გამოხატოს  ახალი ინტერესები,იდეები.  რადიკალური ცვლილებების გარეშე გამოცადოს  თავი სხვადასხვა ამპლუაში და იპოვოს ის სახე ,რომელიც უფრო უახლოვდება მის იდეალურ  მეს. სპეციალიზებული ჩეთის ოთახები მას შესანიშნავ გარემოს  უქმნის  თვითგამოხატვისა და სოციალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რაც ემოციურად გახსნას უკავშირდება,ეს კი ,უდავოდ, პოზიტიურად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა , მკვლევრებმა ფაქტობრივად დაადასტურეს ,რომ ადამიანის უნარს გამოხატოს საკუთარი თავის ფარული ასპექტები, შეუძლია თვითმიმღებლობის განცდის გაძლიერების  გამოწვევაც. საყურადღებოა, მოსაზრება იმის შესახებ ,რომ ინტერნეტი შესაძლოა ადამიანთა დიდი ნაწილის  სოციალურ და რომანტიკულ ცხოვრებაში  დადებით მამოძრავებელ ძალად ჩაითვალოს. კვლევები ადასტურებენ,რომ ინტერნეტის მომხმარებელთა  ყველაზე აქტიური საქმიანობა სოციალური ურთიერთობებია, რომელთა დიდი რაოდენობა კიბერსივრცის ფარგლებს სცდება და ფიზიკურ სივრცეში ინაცვლებს. აღსანიშნავია,რომ გეოგრაფიული დაშორებულობის მიუხედავად, ინტერნეტი ფსიქოლოგიური დაახლოების კარგი საშუალებაა. ის ქნის გარემოს , რომელშიც ადამიანები ნაკლებად ექცევიან გარეგნობის გავლენის ქვეშ.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანონიმურობა ამხნევებს ადამიანებს უფრო მეტად გაიხსნან ურთიერთობებში ,რაც თავის მხრივ მოწონებას აძლიერებს.(გერიგი, ზიმბარდო , 2002) 

ალბათ , გავა წლები და მომავალ თაობას სასაცილოდაც არ ეყოფა  კიბერსამყაროს შესაძლებლობებით გამოწვეული ჩვენი გულწრფელი აღფრთოვანება.( ტექნოლოგია ხომ მუდმივად ვითარდება...) მაგრამ ,პირადად მე თავს ბედნიერად ვგრძნობ , რომ ვცხოვრობ  XXI საუკუნეში , რომელშიც ინტერნეტი ერთგვარი „ჯადოსნური სარკის„ როლს ასრულებს. ვირტუალური სივრცე თითოეულ ჩვენგანს  შესაძლებლობათა ფართო ასპარეზს სთავაზობს და მისით სარგებლობისა და ზიანის პასუხისმგებლობას მთლიანად ჩვენ გვაკისრებს.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე