Print

რა არის პაციფიზმი?

ავტორი: ეკატერინე ბალანჩივაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

პაციფიზმი არის ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ის არის მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. "პაციფიზმი" - წინააღმდეგია ყოველგვარი, მათ შორის, სამართლიანი ომებისაც. ამით იგი იწვევს რევოლუციური ბრძოლის დეზორგანიზაციას. ასე განმარტავს "პაციფიზმის" ცნებას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გამოცემული 1984 წელს, იმხანად, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარისკაცები თავიანთ ეგრეთ წოდებულ "ინტერნაციონალურ ვალს" იხდიდნენ. "პაციფიზმის" ამგვარი განმარტება აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს ლეონიდ ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების საერთაშორისო პოლიტიკას: "არსებობს სამართლიანი და უსამართლო ომები. სამართლიანია ომი, რომელიც რევოლუციურ ბრძოლას იწვევს". თუმცა ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

ტერმინ „პაციფიზმის“ შემოღება დაკავშირებულია Emile Arnaud-თან (1864-1921). პაციფისტები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ რა სამართლიანი განმანთავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას. მათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთის სწამთ.

პაციფიზმი შეიძლება დამყარებული იყოს ადამიანის მორალურ პრინციპებზე; პრაგმატიზმზე - როცა ადამიანი თვლის, რომ ომი ძალიან დიდ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ უნდა გამონახულ იქნას პრობლემის გადაჭრის სხვა გზები. ზოგიერთი პაციფისტი თვლის, არაძალადობრივი ქმედება, მორალურად ყოვევლთვის უმჯობესია ან პრაგმატულად, ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი, თვლის რომ ძალადობა საკუთარი თავის ან სხვის დასაცავადაც არ უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო, ზოგიერთები მხარს უჭერენ ფიზიკურ ძალადობას საკუთარი თავის დაცვის მიზნით. პაციფისტები, რომლებიც უარყოფენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობის გამოყენებას, მოქმედებენ არაძალადობრივი პრინციპით; ხოლო ისინი, ვინც მხარს უჭერენ ფიზიკური ძალადობით საკუთარი თავის დაცვას, მოქმედებენ არა-აგრესიის პრინციპით, ანუ ესენი არ ემხრობიან ძალადობის ინიცირებას, დაწყებას. პაციფისტები, როგორც უარყოფენ ომს, ისე უარს ამბობენ ომში მონაწილეობაზე და ჯარში გაწვევაზე; ასევე, ბევრი პაციფისტი, არ ემხრობა გადასახადების სამხედრო სფეროში დახარჯვას. ანარქო-პაციფიზმის მიხედვით, რადგან სახელმწიფო თავისთავად ძალადობრივი სტრუქტურას წარმოადგენს, ყველა პაციფისტი, სახელმწიფო წინააღმდეგი უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აინტერესებთ სახელმწიფოს ბედი ომის შემთხვევაში. პაციფიზმის არსი ისაა, რომ ადამიანი არის მშვიდობის მომხრე და არავითარი მიზნის გამო იარაღს არ დაიკავებს ხელში, არ მოკლავს ადამიანს. ეს არის ინდივიდუალური შეხედულება და საკუთარ თავში არ მოიაზრებს არც მოწინააღმდეგის შეხედულებებს, არც დანარჩენი მოსახლეობისა, რადგან თავად პაციფისტი საფრთხეს არავის უქმნის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განდიზმის პოლიტიკაა პაციფიზმის ნიმუში, ხოლო ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების პოლიტიკა კი ნაწილობრივ იზიარებს მას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე კულტუროლოგიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს "ფონისა" და "ფიგურის" ცნება, რომლის თანახმად, ფიგურაზე, თუკი ის არ ტყუის, თუკი ძლიერია და ჰარმონიული, ფონი არ მოქმედებს. ე.ი., თუ ადამიანი ჰუმანისტია თავისი არსით, ყველა მის ქმედებას ჰუმანიზმი განსაზღვრავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მაჰათმა განდია, მას ვერანაირი ფონი, ვერანაირი ისტორიული ვითარება ვერ შეცვლის. მაგრამ არ შეიძლება ფონის მიხედვით მოქმედებდე - დღეს განდი იყო, ხვალ კი - სისხლისმსმელი პატარა დიქტატორი. საბედნიეროდ, დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან "ფიგურები" და მათ მსოფლმხედველობაზე "ფონი" არ მოქმედებს. პაციფისტები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არიან: ლევ ტოლსტოი, ჯონ ბერნარდ შოუ, მაჰათმა განდი, ალბერტ აინშტაინი, ოსკარ ვაილდი, ანა პოლიტკოვსკაია, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, ჯონ ლენონი, ბობ დილანი და სხვები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიამფრქვევის გამომგონებელი გატლინგი პაციფისტი იყო, ალბერტ აინშტაინმა კი ჩაუყარა საფუძველი ატომური იარაღის შექმნას. ასევე აღსანიშნავია XX საუკუნის 60-70 წლებში დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობაი „ჰიპები“, რომლებიც ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით MAKE LOVE NOT WAR (დაკავდი სიყვარულით და არა ომით). ისინი გამოხატავდნენ პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე