ISDI - მ და თსუ – ს საბავშვო უნივერსიტეტმა 3 მარტს სადისკუსიო სესიათა საგაზაფხულო სეზონი შორენა შავერდაშვილის მოწვევით გახსნეს

ჩვენმა სადისკუსიო კლუბმა ახალი ძალით, ენერგიითა და შემართებით დაიწყო თავისი საგაზაფხულო შეხვედრათა ციკლი. ახალი სეზონის გახსნა 3 მარტს – დედის დღეს დაემთხვა. ჩვენი შეხვედრის თემა ქალთა ამ მშვენიერ დღესასწაულთან მხოლოდ იმით იყო დაკავშირებული, რომ მთავარ სტუმრად ქალბატონი გვყავდა მოწვეული. თსუ – ს ყველაზე მაღალი ინტელექტუალური დონის მრგვალი მაგიდის თავში ძალიან პოპულარული ჟურნალის – “ლიბერალის” წარმომადგენლები, რედაქტორ შორენა შავერდაშვილის მეთაურობით, ისხდნენ. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო, რადგან სტუმრებმაც და დისკუსიის მონაწილეთა ნაწილმაც, თავდაპირველად, პარალამენტის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქვიშხეთელი მამაკაცის, სოსო ქიმერიძის საკითხის გაპროტესტება გადაწყვიტა. მიუხედავად შეფერხებისა, ყველაფერი რიგიანად წარიმართა.




