“ხელოვნური ინტელექტი” - თანამოაზრე თუ კონკურენტი?
რატომ ხელოვნური? და რატომ ინტელექტი? იქ, სადაც სიტყვა ინტელექტი დომინირებს, რთულია, მას გვერდით დავუყენოთ ისეთი ტერმინი, როგორიცაა ხელოვნური... თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰელმუტ პლესნერი თვლიდა, რომ “ადამიანი საკუთარი ბუნებით ხელოვნურია” (“Der Mensch ist von Natur aus künstlich”). პლესნერის მესამე ანთროპოლოგიური კანონის თანახმად, ადამიანს აქვს/უჭირავს უტოპიური პოზიცია სამყაროში, რომლის მიხედვითაც ის მუდმივი ძიებისა და შექმნის პროცესითაა მოცული, თუმცა მას ამ შექმნილის განადგურებაც კი ძალუძს, ესე იგი რაღაც, რაც იქმნება, არ წარმოადგენს დასასრულს, ვინაიდან ის მომავალში უფრო მეტის შექმნას/გაკეთებას მოასწავებს. მუდმივად ტრანსფორმაციებით აღსავსე რეალობაში რთულია თვალის დახუჭვა ისეთ ცვალებად პროცესზე, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის შემოჭრა/დამკვიდრების სურვილი სოციალურ სივრცეში. და მაინც ისმის შეკითხვა: შეუძლია კი ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ინტელექტის „ჩანაცვლება"? ალბათ დამეთანხმებით, რომ არა ადამიანური ინტელექტის სიძლიერე, მსგავსი, თუმცა არა იდენტური, ხელოვნური ინტელექტის არსებობა შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კი იქნებოდა (2).



ლიბერალური ღირებულებები, რომლებსაც ვკითხულობთ სხვადასხვა თეორიაში და\თუ ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემებში, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ლიბერალიზმი დაფუძნებულია ადამიანის პირად თავისუფლებაზე. თანამედროვე სამყაროში კი ადამიანის თავისუფლება ყველაზე მიმზიდველად და საჭიროდ მიიჩნევა, თითოეული ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერალიზმი ქადაგებს თავისუფლების ე.წ ნეგატიურ გაგებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ ის ვინმეს თავისუფლებას შეეხება. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ვფიქრობ, მასში იმალება ბევრად ღრმა ინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტერმინის პრაქტიკული გამოყენება უნდა გულისხმობდეს. ჩემი აზრით, თავისუფლად მოქმედება პირადი ინტერესების მისაღწევად ნდა გულისხმობდეს თანაბარ პირობებს, რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას. ანუ, სოციუმი იმთავითვე უნდა იყოს თანასწორი, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მოქმედება ისე, რომ სხვასაც არ შეუშალონ ხელი თავისუფლად მოქმედებაში.
