Print

ლამაზი თეორია და მახინჯი რეალობა

ავტორი: გიგა კარაპეტიანი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ლიბერალური ღირებულებები, რომლებსაც ვკითხულობთ სხვადასხვა თეორიაში და\თუ ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემებში, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ლიბერალიზმი დაფუძნებულია ადამიანის პირად თავისუფლებაზე. თანამედროვე სამყაროში კი ადამიანის თავისუფლება ყველაზე მიმზიდველად და საჭიროდ მიიჩნევა, თითოეული ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერალიზმი ქადაგებს თავისუფლების ე.წ ნეგატიურ გაგებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ ის ვინმეს თავისუფლებას შეეხება. ერთი შეხედვით, ამაში განსაკუთრებული არაფერია. თუმცა, ვფიქრობ, მასში იმალება ბევრად ღრმა ინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტერმინის პრაქტიკული გამოყენება უნდა გულისხმობდეს. ჩემი აზრით, თავისუფლად მოქმედება პირადი ინტერესების მისაღწევად ნდა გულისხმობდეს თანაბარ პირობებს, რომლებიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას. ანუ, სოციუმი იმთავითვე უნდა იყოს თანასწორი, რომ ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მოქმედება ისე, რომ სხვასაც არ შეუშალონ ხელი თავისუფლად მოქმედებაში.

დღესდღეობით ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობას ვიღებთ, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან მახინჯია და ყოვლად შეუსაბამო თავისუფლების დეფინიციასთან. ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყარო არ არის თანასწორი. სწორედ ეს უთანასწორობა ბადებს მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების მთავარ მიზანს ძალიან მცირე ფულის მოპოვებას, ძალიან მცირე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ვთქვათ და ვიძახოთ ის, რომ ადამიანები თავისუფლები არიან ან უნდა იყვნენ ასეთ პირობებში, ვფიქრობ, ძალიან პარადოქსულია. ვინაიდან შეუძლებელია ადამიანს ეძახო თავისუფალი და ის მიიჩნიო თავისუფლად მაშინ, როცა მას ბაზარი ისეთ სამუშაოსაც კი არ სთავაზობს, რომელიც მას დაეხმარება ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. ადამიანები ფიქრობენ, მოქმედებენ, არა თავისუფლად, არამედ ერთადერთი  - ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნის მისაღწევად.  შეუძლებელია მათ ასეთ ქმედებას ვუწოდოთ თავისუფალი, ვინაიდან ისინი თუ ამ მიზნის შესაბამისად არ იმოქმედებენ, ფაქტობრივად, ვერ გადარჩებიან. გამოდის, რომ ისინი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან და იწყებენ ბრძოლას ამ (ერთი!) ძირითადი მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე კი გამოდის, რომ ადამიანები თანამედროვე სამყაროში სულაც არ არიან თავისუფალნი მათი ქმედებების დაგეგმვაში, რადგან ადამიანებს არ აქვთ თანაბარი სასტარტო პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება პრივილეგირებული, მდიდარი და უზრუნველყოფილი ადამიანების განათლების, ჯანდაცვისა თუ დასაქმების უფლება. ჩვენ მუდმივად გვიხატავენ სამყაროს, სადაც შრომითა და გარჯით მილონებს ვიშოვით, რეალობა კი სულ სხვაა. რეალობა, სადაც იზრდება მშპ, მაგრამ მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი კიდევ უფრო ღარიბდებიან.
ლიბერალიზმის თეორიის მიხედვით, ბაზარი სახელმწიფო ჩარევებისგან თავისუფალი და თვითრეგულირებადი უნდა იყოს. ლიბერალიზმი ადამიანის დასაქმების პერსპექტივას რეალობისგან შეუსაბამოდ ძალიან ლამაზად ხატავს. ლიბერალური მოძღვრება თვლის, რომ თუ ბაზარია თავისუფალი, მაშინ თავისუფალია დასაქმებულიც, პრეკარიატიც. პრეკარიატის თავისუფლებაში  მისი  ძალადობისგან თავისუფლება იგულისხმება. ანუ თუ მასზე იძალადებს დამსაქმებელი, ადამიანი ვინც მის შრომას ქირაობს, მას შეუძლია სხვაგან წავიდეს. სხვაგან ანუ სხვა სამსახურში, მოძებნოს სხვა დამსაქმებელი. თეორიულად აქაც ყველაფერი ლამაზია და ნებისმიერი ადამიანი იხიბლება, რადგან ძალადობისგან დაცვა ერთ-ერთი უპირველესია თანამედროვე შრომის ბაზარზე. რეალობა კი ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად განსხვავებულია. სამუშაო ადგილების ძლიერი დეფიციტის პირობებში, პრეკარიატი ვერ მიდის სხვა სამსახურში და ხშირად უწევს ძალადობის ატანა დამსაქმებლისგან.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი თეორიის პრაქტიკული დამოწმება. ის, რაც მოგვწონს, რაც ლამაზად გვხვდება ყურში, რეალობასთან საერთოდ არ არის მიახლოებული, ადამიანებს კვლავ გვიწევს ექსპლუატაციაში ყოფნა და ძალადობის ატანა თავისუფალ ბაზარში. ვხედავთ, თუ როგორ იზრდება ქვეყნების ბიუჯეტი, მაგრამ პირდაპირპროპორციულად მატულობს უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტი.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე