Print

რას ვაკეთებ თავისუფალ დროს

ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

თავისუფალი დრო,ალბათ,დღეს ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ და მიმზიდველ სიტყვადაა მიჩნეული,განსაკუთრებით ჩვენი თაობის ხალხისთვის,ახალგაზრდებისთვის.იმდენად დაკვირვებით არც ვუღრმავდებით ამ საკითხს,შესაძლოა,თუმცა ნამდვილად ღირს ამაზე დაფიქრება და პოზიტიურიც იქნება,რამეთუ ჩვენთვის საჭირო და აუცილებელ კითხვებზე შეიძლება გაგვცეს პასუხი და დაგვაფიქროს მართლა ღირსეულად და მომგებიანად ვიყენებთ დროს,თუ ჩვენი საქმიანობა არაფრით განსხვავდება ისეთი ლიტერატურული პერსონაჟებისგან,როგორებიც არიან:ბოზბაშსია და ჩიხირთმის უპირატესობაზე მოსაუბრე ლუარსაბ თათქარიძე,ან წიგნის ჭია თეიმურაზი,რომელიც ზედმეტმა უაზრო კითხვამ და დროის არასწორად გამოყენებამ დაღუპა,ჯაყოს ხიზნად აქცია თავისივე მამულში.

 

სიმართლე რომ გითხრათ,სანამ ამ დავალების დაწერას დავიწყებდი,ასეთ რამეზე კარგად არ დავფიქრებულვარ და სკოლაშიც,თუნდაც,ან საახლობლო,საოჯახო წრეში არ მქონია ამასთან დაკავშირებით საუბარი,ახლა პირველად ვმსჯელობ ამის შესახებ.არ მომერიდება იმის თქმა რომ გითხრათ,რამდენად პროდუქტიულად ვიყენებ ამ თავისუფალ დროს,ყოველ მხრივ გულწრფელი ვიქნები.ადრე ბავშვობაში,უფრო ისე ვიყავი,რომ სკოლიდან მოსულს მალევე მემეცადინა,ასე ვთქვათ,მომეშორებინა დავალებები და შემდეგ,ამ ,,ტვირთით მოხსნილს“,ან ტელევიზორისთვის მეყურებინა,ვიდეოთამაში მეთამაშა,ან რაც ყველაზე მეტად მახარებდა ეზოში ფეხბურთი მეთამაშა.მეტწილად ზაფხულში,არდადეგებზე,თავისუფალ დროს სწორედ ფეხბურთის თამაშში ვატარებდი,არ გვქონია იმდენად დამოკიდებულება კომპიუტერზე,გაჯეტებზე და ვთვლი,რომ ეს ბავშვობის წლებიც განსაკუთრებული იყო,დღემდე ხშირად ვამბობ,რომ დედაჩემის ხმა,რომელიც მე-10 სართულიდან მეძახდა,რომ სახლში ავსულიყავი და საჭმელი მეჭამა იმიტომ ,რომ დიდი ხანი ვიყავი ეზოში,ტკბილად ჩამესმის.

შორს რომ არ წავიდე და თემასაც არ გადავუხვიო,ახლანდელ მდგომარეობაზე შევუდგები საუბარს.გინდ დაიჯერეთ გინდ არა,თავისუფალი დროით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი.უნივერსიტეტის გარდა,დაკავებული ვარ სპორტით,კერძოდ,კალათბურთით,ფიზიკური მომზადებაც შედის ამაში,რა თქმა უნდა,გარდა ამისა,უნივერსიტეტი რომ ავიღოთ,პირადად მე,ძალიან დიდი დრო მეხარჯება სწავლაზე,ისე მარტივად ვეღარ ვსწავლობ მასალას,ვთქვათ,როგორც ადრე, და შესაბამისად დიდ ხანს ვუნდები,რომლითაც ასევე უკმაყოფილო ვარ ,რადგან სულ მგონია,რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ,როგორც საჭიროა,ვაკლებ ძალისხმევას და იმდენად არ ვშრომობ,როგორც უნდა ვირჯებოდე.არ მინდოდა,ამაზე ყურადღების გამახვილება და აღნიშვნა,რადგან მაინც ცოტა არ იყოს ისეთი საკითხია,ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი,შაბათ-კვირას,საღამოს და შემდგომ დილას,დავდივარ ტაძარში.თავისუფალ დროს ვცდილობ,რომ სახარება და საეკლესიო-სასულიერო ლიტერატურა წავიკითხო და არამარტო,რა თქმა უნდა,ასე მაქვს დათქმული,რომ მხატვრული ლიტერატურიდან რასაც ვკითხულობ,იმ წიგნის 7 გვერდი მაინც უნდა წავიკითხო დღეში(სამწუხაროდ ამ ტრადიციას ხშირად ვარღვევ).ზემოხსენებული ძილის ფაქტორზე ძალიან მოქმედებს და დედაჩემი ამიტომ ხშირად მეუბნება,რომ ამის კითხვას სჯობს ადრე დავიძინო შედარებით,რადგან ამდენ სწავლასთან ერთად,ძილიც არ მყოფნის იმდენად და ამან გამოფიტვა არ გამოიწვიოს.

ბუნებრივია,გაგიჩნდებათ კითხვა,მეგობრები და ოჯახის წევრები რომ არ ვახსენე.მიუხედავად ზემოთქმულისა,მათთან ვახერხებ ჩვეულებრივ ურთიერთობას(მითუმეტეს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ),რაც შეეხება მეგობრებს,შესაძლოა,მათ ასე ყოველდღიურად ვერ ვხვდები,მაგრამ,ნუ მათაც თავისი საქმე აქვთ მეც ჩემი და ვცდილობთ შევხვდეთ ერთმანეთს,პარკში გავიდეთ კალათბურთის სათამაშოდ,რამე ფილმის საყურებლად კინოთეატრში.სიმართლე რომ გითხრათ,ვთვლი,რომ ძალიან ვიკლებ ამ სიამოვნებას,ალბათ,სჯობს მაინც ოქროს შუალედის დაცვა,რომ არც მთლად რობოტივით იყო და სულ საქმიანობდე და მარტო შენს თავზე ფიქრობდე და არც მხოლოდ გართობასა და დასვენებაზე იყო ორიენტირებული.

უნდა აღვნიშნო ისიც,რომ თავისუფალ დროს ძალიან მომწონს სპორტის ყურება,განსაკუთრებით ჩვენი,ქართველი სპორტსმენების მოღვაწეობის თვალყურის დევნება.მამასთან და ჩემს ძმასთან ერთად ამის კეთება განსკუთრებით სახალისოა და ძალიან მსიამოვნებს,როდესაც ერთად ვუყურებთ,ვთქვათ ნაპოლის თამაშს,ხვიჩა კვარაცხელიას გამო და არამარტო მამარდაშვილსაც,თორნიკე შენგელიას.განსაკუთრებით მაინც ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება მომწონს(ფეხბურთი,კალათბურთი,რაგბი) თავისუფალ დროს,თითქოს სხვა გრძნობაა საერთოდ და შენც თანამემამულეებთან ერთად ჩართული ხარ თამაშში,თუ სტადიონზე ხარ მისული ხომ საერთოდ.შეიძლება,ამ თემის წაკითხვისას იფიქროთ,რომ ძალიან დეტალებში შევდივარ და ისე ვასრულებ დავალებას,თუმცა ვთვლი,რომ დეტალებსა და წვრილმანებშიც არის ბევრი ისეთი რამ,რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ,ასე რომ არ მოვქცეულიყავი ამდენ რაღაცას ვერ დავწერდი იმის შესახებ,თუ თავისუფალ დროს როგორ ვატარებ.არის ხოლმე ვთქვათ,ისეთი მომენტებიც,როდესაც გარკვეული მიზეზების გამო,თავისუფალ დროს ფუჭად ხარჯავ,არადა როგორც ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა:,,დრო ფულია“.ასეთ დროს შენს თავს უნდა შემოუძახო,რომ უაზროდ არ გაფლანგო იგი და ეს შენ არ მოგიბრუნდეს უარესად,სანანებელი არ გაგიხდეს.

საბოლოოდ,ძალიან რომ არ გამიგრძელდეს თემა ვიტყვი იმასაც,რომ ვისურვებდი ოქროს შუალედი დამეცვა თავისუფალი დროის გამოყენების თვალსაზრისით.როგორც მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა:..ზომიერება ნამდვილი ღმერთია და ვინც მას ამქვეყნად მიაგნო,ამქვეყნადვე ცხონებულა“.კარგი იქნებოდა თუ თავისუფალ დროს პროდუქტიულად გამოვიყენებდი და არც ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობას მოვიკლებდი,რადგან უკიდურესი გადახრა რომელიმე მხრისკენ კარგს არაფერს მოგვიტანს,ერთად კი პირიქით ისინი დააბალანსებენ ერთმანეთს.უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა,რომ,როდესაც მაგალითად წარმიდგენ,როგორ ცხოვრობდა ძველად შენი წინაპარი რამდენს იბრძოდა, შრომობდა,სისხლს ღვრიდა,თავს წირავდა,რომ შენ დღეს აქამდე მოგეღწია,ეროვნული იდენტობა,სარწმუნოება,ენა შეგენარჩუნებინა,ცალ ხელში ბარი ეკავა და მეორე ხელში ხმალი,გულზე კი ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული,ამას რომ უღრმავდები,შენც გიჩნდება ადამიანს შეგრძნება,სურვილი,რომ თავისუფალი დრო ფუჭად არ გაფლანგო და ის ისე გამოიყენო,რომ ამით ქვეყანას გამოადგე,რაიმე სარგებელი მისცე მას და პირნათელი წარდგე ღვთის წინაშე,საფიქრებელი არ გქონდეს,რომ რაღაც მომენტში თავისუფალი დრო ფუჭად გაფლანგე და სათანადოდ ვერ გამოიყენე.ამაზე ფიქრი  რაღაც მხრივ მოტივაციასაც გაძლევს,რომ მეტი იმუშაო შენს თავზე უფრო განვითარდე მენტალურად,სულიერად,რათა ადამიანებსაც დაეხმარო და მათთან ერთად უკეთეს ქვეყანაში იცხოვრო.მადლობელი ვარ ამ დავალების მოცემისთვის,მართლაც,საინტერესო იყო ამის დაწერა და უფრ⁸ო გამიჩნდა სურვილი,რომ თავისუფალ დროსთან დაკავშირებით მეტი ვიფიქრო,რომელიც,როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს:,, ყველაფრის მკურნალია“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროტოსოციალური თეორიები

ლექტორი: ამირან ბერძენიშვილი

სტუდენტი: ალექსანდრე მიქაბერიძე

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე