Print

გადაწერა, როგორც დევიანტური ქცევა

ავტორი: თამარ ცაგარეიშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

გადაწერა? აჰა… ისევ…როგორც კი ფიქრი დავიწყე, პირველი სიტყვა რაც თავში მომივიდა სწორედ ეს იყო. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ჩვენს ლექციებზე. “დამწერები“ მოუთმენლად ელიან შემდეგ კოლოქვიუმს მაღლივში,რათა ერთხელ და სამუდამოდ იზეიმოს სამართლიანობამ...“გადამწერები“ სახეზე ღიმილითა და არხეინი გამომეტყველებით ცდილობენ დაფარონ და არ გამოააშკარაონ თავიანთი მღელვარება… მაგრამ, კურსელმა მითხრა, რომ მაღლივშიც ყოფილა გადაწერის შანსი, ზოგს იქაც მოუხერხებია თურმე…ახლა უცებ ეკონომიკის კოლოქვიუმი გამახსენდა. ვერ ვუდებ გულს ამ ეკონომიკას,ზოგჯერ კი მეინტერესება,მაგრამ რაღაც არაა საჩემო. ხოდა, მოკლედ კოლოქვიუმზეც საკუთარი თავის, წინა ლექციებზე მოსმენილი მუსიკებისა და გვერდზე მჯდომის იმედად მივედი, რამეს ვიზამ-თქო.

Print

ვნებს თუ არა მაყურებლის ინფორმირებულობას ჟურნალისტის მიკერძოება?

ავტორი: მარიამ ჭიჭინაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

კითხვაზე, რომელიც თემის სათაურად ავირჩიე, ალბათ, ადამიანთა უმრავლესობა ავტომატურად გასცემს პასუხს - კი. მეც იგივეს ვუპასუხებდი მანამდე, სანამ ამ თემის წერას დავიწყებდი, მაგრამ ახლა ვეცდები საპირისპირო დავამტკიცო. პასუხი - არა - გამიჩნდა მას შემდეგ, რაც მოვუსმინე უდაოდ მიკერძოებული (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა) ჟურნალისტის დავით პაიჭაძის დიალოგს საპირისპირო პოზიციაზე მყოფ არჩილ კბილაშვილთან და გადაცემის დასასრულს მივხვდი, რომ მიუხედავად სუბიექტურობისა, მე, როგორც მაყურებელი, სრულად ინფორმირებული დავრჩი.

Print

მე, თსუ, ბაზები და ილარიონი

ავტორი: ლადო მელქაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

დღეს 28 თებერვალს, როცა გაზაფხულის შემობიჯებამდე საათებიღა რჩება, თსუში არავის აქვს ხმაში ნარნარი და გულში სითბოს განცდა. დღეს გამორჩეული დღეა! როდესაც სტუდენტ ბაჭიებისა და მგლების როლ მოდელებს რაღაც უცნაურ მხეცად გარდასახვა უწევთ და ერთმანეთს არაფერში უდებენ ტოლს. დღეს ადმინისტრაციული რეგისტრაციაა, გადარჩება ის, ანუ კრედიტების სასურველ რაოდენობას აიღებს, ვინც ყველაზე მეტად გულადი, იღბლიანი და შეუპოვარია! უმრავლესობას არც წინა ღამეს ჩატარებული სპირიტუალური სეანსები შველის და არც დემონებისთვის ფრთოსნების მსხვერპლად შეწირვა. ვინც სასურველ ექვსვივე საგანს აიღებს თან ისე, რომ ცხრილში არ დაემთხვევა, ის მომავალში ლატარიას ხშირად თამაშობს და მოგების სხვებზე მეტი შანსი აქვს.

Print

სიცოცხლე ცვლაა

ავტორი: ზვიად ჩახნაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

დღე  აზრით  იწყება,  დილა - სიახლით.  ახალი  ფიქრითა  და  განცდით.  ახლის შეცნობით.   შემდეგ  დგები.  იცვამ.  იბან ხელ-პირს.   ეს  ხომ  უკვე  ტრადიციაა?!  (თუ  ვინმე  არ  იბანს  ხელ-პირს,  ან  რამეს  თავისებურად  აკეთებს,  ესეც  ტრადიციაა,  ინდივიდუალური.)  იმ   შორეული  კაცობრიობის  გამთენიისასაც,  პრეისტორიულ  ხანაში,   რასაც  საქმეში  ჩახედულმა  მკვლევარებმა  და  ისტორიკოსებმა  დასაბამი  უწოდეს  და  ჩვენც,  როცა  გვჭირდება,  ტრადიციულად  დასაბამს  ვუწოდებთ  ( თუ  რა  თქმა  უნდა  ვიცით ),   ყველაფერი  ახლის  შეცნობით  დაიწყო.  ინფორმაციის  დაგროვების  უმთავრესი  წყარო  დაკვირვებაა.  იმ  პირველთაგან  ერთ-ერთმა,  რომელიღაცამაც  დაკვირვებით  დაიწყო.  ჯერ  ალბათ  პირველ რიგში  საკუთარ  თავს  დააკვირდა.   როდესაც  ბევრი  იარა,  იარა,  იქ  ავიდა,  ის  გააკეთა  (პრინციპში  არც  აქვს  მნიშვნელობა  რა  გააკეთა ),  დაიღალა.  შემდეგ  დაჯდა.  დაწოლა  მოუნდა  და  ჩაეძინა.

Print

ინტერნეტისა და მედია საშუალებების როლი თანამედროვე ტერორიზმში

ავტორი: კონსტანტინე შუბითიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

შესავალიდღესდღეობით ტერმინებმა „ტერორისტი“ და „ტერორიზმი“ განსაკუთრებულად უარყოფითი ელფერი შეიძინა.  ცნობილი ხდება უფრო და უფრო მეტი ტერორისტული დაჯგუფება, რომელთაც აცხადებენ მსოფლიოს მტრებად, მშვიდობის დამრღვევებად და ა.შ. თუმცა, თავად ტერორისტები თვლიან, რომ ისინი იძულებულები არიან ამგვარი გზით იმოქმედონ და არსებული სისტემა თუ მდგომარეობა, რის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან, საჭიროებს შეცვლას, რასაც ისინი ტერორისტული აქტებით ახორციელებენ. ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ მათი საქციელი კანონიერი და მორალურად გამართლებულია. ტერორისტები, როგორც წესი, იბრძვიან გარკვეული იდეის ქვეშ, აქვთ მიწისქვეშა დაჯგუფებები და მათი მსხვერპლი შეიძლება უდანაშაულო ადამიანიც გახდეს.

Print

„ჩვენ“ და „სხვები“ - იდენტობის როლი კონფლიქტებში

ავტორი: თამარ ურუშაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომხდარ კონფლიქტებს შორის ეთნიკური დაპირისპირების სიჭარბემ და სიმწვავემ საერთაშორისო კონფლიქტების მკვლევრები ტრადიციული საკვლევი ობიექტის - სუპერ ძალების დაპირისპირების - შეცვლის საჭიროების წინაშე დააყენა. ეთნიკური კონფლიქტების სიხშირის ზრდასთან ერთად მატულობს ყურადღება ისეთი ფაქტორების მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის საერთო ჯგუფისადმი მიკუთვნილობის განცდის ფორმირებას, მის მიერ საერთო მიზნების აღქმა-გაცნობირების პროცესს და შედეგად უზრუნველყოფს მის მზაობას იბრძოლოს ამ ფასეულობების დასაცავად. ეთნო-ნაციონალური კონფლიქტების სიმწვავის გათვალისწინებით იზრდება დაინტერესება აგრეთვე იმ ხერხების მიმართ, რომელთა საშუალებითაც ყალიბდება, მტკიცდება და გადაეცემა იდენტობის მარკერები გარკვეული მნემონიკური ერთობის წევრებს. 

Print

თურქეთი, როგორც რეგიონული ძალა ახლო აღმოსავლეთში

ავტორი: გიორგი ჯანგიანი,ელისო კიკნაძე, გვანცა შიშინაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა ,,ტემპერტურამ“ აშშ-სა და ირანს შორის. მნიშვნელოვან საკითხად იქცა ის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა ანკარა. თურქეთი კი  სულაც არაა გულგრილი მეზობლების მიმართ,  მათ თითქოს მარჯვნივ გაიხედეს სხვადასხვა მიზეზების გამო: ევორკავშირის ამდენი უარის შემდგომ, ამერიკასთან დაპირისპირების ერაყში შეჭრის, ისრაელთან უთანხმოების გამო;  რასაც თან დაერთო  თურქულ პოლიტიკაში მოძალებული ისლამური სეკულარიზმი. ეს მიმართებები, რასაკვირველია, ახდენს  შესაბამის გავლენას თურქეთის ურთიერთობებზე აშშ-სთან და  ირანთან. თითქოს ერთგვარი გამოწვევაა აშშ-სათვის, რომელსაც თურქეთთან სტრატეგიული და სამხედრო კავშირი აქვს. თუმცა, გამოწვევაა იმდენად, რამდენადაც მათ გაურთულდათ ურთიერთობა ერაყის გამო.  თურქეთს ეშინოდა  ქურთების სეპარატიზმის, მიიჩნევდა , რომ მოუწევდა დროში გაწელილი ომის წარმოება PKK -ს მეამბოხეებთან, ის წინააღმდეგი წავიდა აშშ-ს ერაყში ინეტერვნეციაზე იმ გათვლით, რომ შეჭრა შექმნიდა დესტაბილიზაციას მის სამხრეთ მხარეებში. შედეგად, წინასწარი განლაგების დროს 2003 წელს თურქეთმა არ დართო ნება ამერიკულ ნაწილებს არც გადაზიდვის და არც ტერიტორიის გამოყენებისათვის.

Print

დნესტრისპირეთის კონფლიქტის მიმოხილვა

ავტორი: კონსტანტინე შუბითიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

მოლდავეთი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთით ესაზღვრება რუმინეთი, აღმოსავლეთით უკრაინა. ფართობი შეადგენს 33 700კმ2.-ს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანა იწვევს როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ინტერესს. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა მოლდავეთის ტეიტორიაზე მდებარეობს ორი ავტონომიური ერთეული: „გაგაუზია“ და „დნესტრისპირეთი“ (ე.წ. „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა“- დმრ, ფართობი 4 163 კმ2). ამ დროისათვის კონფლიქტური სიტუაცია შექმნილია ამ უკანსაკნელსა და მოლდავეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. კონფლიქტი, იმ სახით როგორითაც იგი დღესაა წარმოდეგნილი ოფიციალურად 1991 წელს დაიწყო და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, როგორც ქვეყნის შიდა აქტორების, ისე გარე ძალების მიერ, პრაქტიკული გადაწყვეტა ვერ ხერხდება და ინარჩუნებს ე.წ. „გაყინული კონფლიქტის“ სტასუსს. 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე