კიბერსამყარო და თანამედროვე ადამიანები
XXI საუკუნეში კიბერსამყარო თანამედროვე საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა.ინტერნეტ სივრცე , უდავოდ, მაცდურად გამოიყურება. ის ხომ ადამიანს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს,რაზეც საუბარი ნამდვილად შორს წაგვიყვანს... თუმცა, რამდენიმე ძირითადი გამოყენების სფეროს გახსენება ,ვფიქრობ ,ურიგო არ იქნება. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება, სასურველი ფილმებისა თუ თამაშების გადმოწერა ,სოციალურ ქსელებში გაწევრიანება და ონლაინ შოპინგი-ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმზიდველი ვირტუალური სამყაროს შემოთავაზებებისა, რომელზეც უარის თქმა ,დამეთანხმებით ,რომ ძალიან რთულია. ყველასათვის ცხადია ,რომ კიბერსივრცის გაჩენა-განვითარება სრულიად ცვლის ჩვენს სამყაროს და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას, რასაც გლობალური ხასიათი აქვს. ამ პროცესზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის გააზრებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში კონფერენციის ჩატარება განაპირობა,რომელიც მიზნად ისახავდა ინტერნეტ სამყაროს სწორ გამოყენებასა და მის განვითარებაზე საერთაშორისო



პაციფიზმი არის ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ის არის მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. "პაციფიზმი" - წინააღმდეგია ყოველგვარი, მათ შორის, სამართლიანი ომებისაც. ამით იგი იწვევს რევოლუციური ბრძოლის დეზორგანიზაციას. ასე განმარტავს "პაციფიზმის" ცნებას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გამოცემული 1984 წელს, იმხანად, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარისკაცები თავიანთ ეგრეთ წოდებულ "ინტერნაციონალურ ვალს" იხდიდნენ. "პაციფიზმის" ამგვარი განმარტება აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს ლეონიდ ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების საერთაშორისო პოლიტიკას: "არსებობს სამართლიანი და უსამართლო ომები. სამართლიანია ომი, რომელიც რევოლუციურ ბრძოლას იწვევს". თუმცა ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

