Print

დემოკრატია და რეალობა

ავტორი: ანნა ბაღბაია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ადამიანები დღესდრეობით კვლავ განაგრძობენ ბრძოლას სახელმწიფო ძალაუფლებისვთის. ამისათვის კი ისინი მიმართვენ კონკურენტიან თუ ერთპიროვნულ ბრძოლას ხელისუფლების გამოყენებისთვის, ანუ ძალაუფლებისთვის მოპოვებისათვის. იმისათვის რომ მმართველმა ან მმართველთა ჯგუფმა ძლაუფლება მოიპოვოს საჭიროა პირველ რიგში ლეგიტიმაციის მოპოვება, რომლელიც, თუ ცნობილი სოციოლოგის და ფილოსოფოსის, ვებერის კლასიფიკაციას მოვიშველიებთ 3 ტიპის მმართველზე განსხვავებული გზებით მიმდინარეობს. თუმცა ჩემი თემა ეხება დემოკრატიას, კონკრეტულად თანამედროვეობის ჭრილში ამ საკითხებზე საუბრისას აუცილებელია არა მხოლოდ ლეგალური არამედ ქარიზმატული და ტრადიციული ტიპების, უფრო სწორად კი სამივე მათგანის ნარევის გათვალისწინება. ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოები განვითარების დონით, პოლიტიკური კულტურითა თუ პოლიტიკური რეჟიმის ფორმით ხშირად ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით თითოეული მათგანი იღწვის, არის ან იბრალებს დემოკრატიულობას, აშკარაა ეს რეჟიმი ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს გარშემო. 

საერთოდ რა არის დემოკრატია და რატომაა ესეთი მიმზიდველი ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთოდ იცის კი მსოახლეობამ რას აღნიშნავს და რა ღირებულებებს მოიცავს ეს ტერმინი, თუ ის უბრალოდ პოპკულტურად ქცეული აბრივიატურაა, რომელიც ასე ეფექტურად ასრულებს მის მრავალფეროვან ფუნქციას. აქვე მინდა გავიხსენო ტოკვილის ერთ-ერთი ნაშრომი, სადაც დემოკრატიას ის უმრავლესობის ტირანიას უწოდებს. და მართლაც რა არის დემოკრატია? როგორც ვიცით ის უმრავლესობის მმართველობას ნიშნავს და მისი კლასიკური მოდელი ანტიკური ათენიდან მოდის. კლასიკური დემოკრატიის მოდელი ფუნქციონირებდა საზოგადოებაში, სადაც ნებისმიერ თავისუფალ კაცს ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა მნიშვნელოვანი საკითხების მიღებაში და მას ჰქონდა შესაძლებლობა ცხოვრებაში ორჯერ მაინც ყოფილიყო არჩეული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთ თავისუფალ ადამიანებს შორის ვერ ხვდებოდნენ ქალები და მონები.

ამჟამად მსურს ვისაუბრო დემოკრატიის იმ ფორმაზე რომელიც დღესდღობით არის გავრცელებული მთელს მშოფლიოში. მინდა აქვე ავღნიშნო, ეს მოდელი არის ზოგადი, რადგან თითოეულ ქვეყანაში ის თავისებურ სახეცვლლებას განიცდის, რომელიც მორგებულია კონკრეტული ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს. ასე რომ შესაძლოა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ დემოკრატიაზე არამედ დემოკრატიებზეც კი. თავად სიტყვა დემოკრატიის განამრტება, მასათა მმართელობა, თივითონვე მიუთითბს იმაზე რომ ინდივიდი და უმცირესობა აქ უკანა პლანზე იმყოფება, მხოლოდ ლიბერალიზმის შერწყმით დემორატიასთან მიიღება ის ღირებულებები რომელიც ასე პოპულარულია თითქმის ყველა ქვეყანაში. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალიზმზე აუცილებელია მისი მთავარი ღირებულებაა, ინდვიდუალიზმი ვახსენოთ, რომელიც დღესდღობით ადამიანის უმნიშვნელოვანეს ღირსებას წარმოადგენს. დემორატიისა და ლიბერალიზმის შერწყმით კი ვიღებთ ადამიანის სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების, სიცოცხლის , არჩვნებში მონაწილეობის, ორგანიზაციებში გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლების, ალტერნატიული ინფრომაციის მიღების და სხვა უმთვრეს უფლებებს რომელზეც აიგება მთელი პოლიტიკური ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სოციალური ზედნაშენი.

როგორც ზემოთ ავღნიშნე ქვეყნები განსხვავდებიან დემოკრატიის ხარისხით, უამრავი სახელმწიფო ამჟამად იმყოფება დემოკრატიზაციის გზაზე, მათ შორისაა პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყანა და საქართველოც. აუცილებელია ვისაუბროთ იმ ასპექტებზე რომელი ავტოკრატიული და ტოტალიტარული წარსულის სახელმწიფოებს ეხმარება დემოკრატიზაციისი კონსოლიდაციაში. როგროც ვხედავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ტრანზაციას სხვადასხვა პერიოდი დასჭირდა აქედან ბალტიის პირეთი, პოლონეთი და ჩეხეთი უკვე სარგებლობენ დემოკრატიის სახელით, დანარჩენები კი ჯერ კიდევ განაგრძობენ მისკენ სწრაფვას. და რატომ მოხდა რომ ერთმა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა სხავდასხვა სისწრაფით მოახდინეს დემოკრატიზაცია ? მე ვფიქორბ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები არის პოლიტიკური ელიტა, საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონე და გეოპოლიტიკური მდებარეობა. ყველა მათგანზე დაწვრილებით საუბარს დიდი დრო სჭირდება ამიტომ მოკლედ გადმოვცემ ჩემს სათქმელს. პოლიტიკური ცვლილებების პერიოდში, ჩემი აზრით ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ელიტის ფაქტორს. ის უნდა წარუძღვეს საზოაგდოებას ამ პოლიტიკური გარდატეხის პერიოდში სწორად განსაზღვროს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ძალაუფლების გადანაწილება და მისი დაკარგვის შესაძლებლობისადმი შეგუებაც ასევე მნიშვნელოვანია რადგან ელიტათა ცირულაციის განუწყვეტლივ უნდა მიმდინარეობდეს. საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, მისი ღირებულებები უნდა შეესაბამებოდეს და ისწრაფვოდეს დემოკრატიული ღირებულებებისადმი, რადგან მხოლოდ ელიტა ვერაფერს გახდება თუ საზოგადოების წიაღში არ მომწიფებულა დემოკრატიული ღირებულებები. როდესაც დემოკრატიაზე ლაპარაკობენ პირველ რიგში ახსენებენ თვისუფალ არჩევნებს როგორც ამ რეჯიმის ერთ-ერთ კრიტერიუმს. აქ მინდა ავღნიშნო რომ არჩევნები და თვითონ ფენომენი ერთი ხმა ერთი ადამიანი არა დემოკრატიის არამედ ლიბერალიზმის პირმშოა, ამ ორი უკანასკნელის შერწყმით კი მივიღეთ ხმის უფლებისა და არჩვენებიში ხმების უმრავლესობის გადამწყვეტელობის ფაქტორი. განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით კი ამერიკაში ძალიან აქტიურია ინტერეს ჯგუფები, სადაც ერთი საკითხის გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, მათი რიცხვი კი იმდენად დიდია რომ ხშირად სერიოზულ ძალას წარმოადგენენ არჩევნების დროს. ხშირად მათი ქმედება, მე ვფიქორბ იმდენად მძაფრ ინდივიდუალიზმზეა მორგებული. რომ საზოგადოების სხვა წევრების საჭიროებები,როგორი მნიშვნელოვანნიც არ უნდა იყონ ისინი უკანა პლანზე გადადის. ვფიქორბ დემოკრატიის ყველაზე კარგი ფორმა საზოგადოებაში გულგრილობასც იწვევს.

დასკვნაში მინდა ვთქვა რომ როგორც ვხედავთ არჩვნებში ერთდოულად ასახულია როგორც ინდივიდუალიზმის ასევე მასის მმართველობის იდეა. ლიბერალიზმის შერწყმა დემოკრატიასთან კი, ჩემი აზრით, იმიტომ მოხდა რომ თავიდან აგვეცილებინა უმრავლესობის ტირანია. ხშირად მმართველები დემოკრატიის ცნებას იყენებნ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე და ის რეჟიმი, რომელსაც ისინი ამგვარად მოიხსენიებენ ხანხადან არც კი უახლოვდება ამ ცნების მნიშვნელობას. იმისათვის რომ ამგვარი შემთხვევები აღიკვეთოს საჭიროა განვითარებული პოლიტიკური კულტურა, ინდივიდუალიზმის მაღლი დონე,განათლება და რა თქმა უნდა ძლიერი სამოქალქო საზოგადოების არსებობა, რომლის საფუძველს რა თქმა უნდა ძლიერი ინდივიდები წარმოადგენენ. და რაც მთავარია კონსტიტუცია უნდა უზუველყოფდეს უმრავლესობის მმართველობას და ამავედროს უმცირესობათა უფლებების დაცვას. არ არსებობს დემოკრატიის გარანტია, შესაძლოა სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად ქვეყანაში დემოკრატია მოისპოს, ამის მაგალითად კი შემიძლია ვაიმარის რესპუბლიკა მოვიყვანო. თუმცა დემოკრატია არ არის მმართველობის ყველაზე კარგი ფორმა , ის კაცობრიობის მანძილზე არსებულ ყველა ფორმას სჯობია და ადამიანი, რომელსაც უცხოვრია ავტოკრატიის ან ტოტალიტარიზმის პირობებეში აუცილებლად დააფასებს მას.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე