რატომ სოციოლოგია?!
კარგი კითხვაა...
თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ როცა მეკითხებიან რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობ, ფაკულტეტის დასახელება იმხელაა რომ აფრთხობს კითხვის ავტორს და იმის ნაცვლად დაფიქრდეს ზოგადად რა ფაკულტეტია, მეორე კითხვა გამზადებული აქვს: - და რა გამოხვალ? მეც მშვიდად ვპასუხობ : -სოციოლოგი და ვემზადები მესამე კითხვისთვის, რომელიც უკვე ვიცი რომ ასეთი იქნება: -რა უნდა გააკეთო? სად შეიძლება იმუშაო?
სასცილოა არაა? არადა ასეთი კითხები საკმაოდ განათლებული ადამიანებისგანაც მიმიღია... თუმცა რას ვიზამთ. ზოგადად სოციოლოგია ისედაც ახალი დარგია და საქართველოში ხომ სულ ახალთახალი შეიძლება ეწოდოს. (ჩემი პესიმისტური გათვლებით კი ზოგადად კვლევის, ინტერვიუერისა და რესპონდენტის ურთიერთობის კულტურა კარგა ხანს წინ ვერ წაიწევს)
სოციოლოგია უმრავლესობისთვის კვლევებთან ასოცირდება და ეს ასეც არის. თუმცა სოციოლოგია მარტო კვლევა არ არის.
ჩემთვის სოციოლოგია ყველასა და ყველაფერში იგრძნობა.
ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ და საზოგადოება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ არ შეიძლება არ დაავადდე სოციოლოგიით!
მე დავავადდი!
ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერს ვაკვირდები რაღაცნაირი სოციოლოგიური თვალით!
სადაც ვარ ყველგან ჩართულ გაუმჟღავნებელ დაკვირვებას ვაწარმოებ და შემდგომ რაღაც კანონზომიერებსაც აღმოვაჩენ ხოლმე ჩემთვის... ასე უფრო საინტერესოა რაიმე მოვლენაში მონაწილეობა, იმიტომ რომ უფრო მეტ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, იმასაც კი რასაც სხვა ვითარებაში უყურადღებოდ დავტოვებდი...
სოციოლოგია გვხმარება საზოგადოების უკეთესად შეცნობაში, იმის გაგებაში თუ რა არის საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი და რა შეიძლება იქცეს დისფუნქციად, ანუ განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად...
სოციოლოგია პირად ურთიერთობებშიც უკეთესად გარკვევის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენი ცხოვრება ხომ, როგორც გოფმანი იტყოდა, თეატრს ჰგავს, ჩვენ ადამიანები კი, როგორც მსახიობები სცენაზე, როლებს ვინაწილებთ...
არასდროს მიფიქრია ჩემს იდეალურ ტიპზე, ვიცოდი რა რომ იდეალურს ვერ ვიპოვიდი. ვებერმა კი დამარწმუნა, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, იდეალური ტიპი ხომ უტოპიაა, თეორიული კონცეპტი,რომელიც არ/ვერ რეალიზდება... თუმცა მიახლოებულ ვარიანტს მაინც ვეძებ...
მადლობა მინდა ვუთხრა ბეკერს, რომელმაც დაგვანახა თუ რამხელა ტვირთია სტიგმა, და რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ის თავიდან ავიცილოთ და ავაცილოთ სხვებსაც. თუმცა რეალობაში სამწუხაროდ ხშირად ხდება „იარლიყების მიკერება“ უმრავლესობისგან განსხვავებულთათვის. ჩვენს საზოგადოებაში ხომ განსხვავებულობა დევიაციად მიიჩნევა, განსხვავებულები კი მარგინალებად.
ჩემო იმანუელ ახლა გვჭირდება სწორედ განმანათლებლობა!!! ამდენი მოძველებულლი აზრები და სტერეოტიპები...მათი გაქრობის დროა!
აი მალთუსი ჩვენს საუკუნეში რომ ცხოვრობდეს სულ აღშფოთდებოდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ამგვარი ტემპებით...
კარლ მარქსი... ადამიანი რომელსაც პატივს ვცემ! ამ საშილა, როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად უთანასწორო საზოგადოებაში სოცილური თანასწორობის იდეის გაჟღერება ავადმყოფისთვის წამლის მიწოდების მსგავსია... სოციალური თანასწორობა everywhere !
და ბოლოს როგორც ფუნქციონალიზმი გვეტყოდა, საზოგადოება როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი ფუნქციონირებს სხვადასხვა ორგანოთა მეშვეობით, ამ ორგანოებად შეიძლება განვიხილოთ ეკონომიკური, სამედიცინო, რელიგიური თუ სამხედრო დაწესებულებები... თითოეული ეს ნაწილი თავის განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს და ჩვენ როგორც მის ნაწილებს ამ ორგანოების ფუნქციონირებაში მთავარი როლი გვაკისრია. სოციოლოგია გვეხმარება დავინახოთ კონტექსტი და ასევე ჩვენი ქცევის საზრისი. სოციოლოგია გვთავაზობს მოვლენებისა თუ ქმედებების სხვადასხვაგვარ ახსნას, ჩვენ კი როგორც მოაზროვნე Homosapience-ებმა უნდა გავაკეთოთ რაციონალური არჩევანი. ეს კი მიგვიყვანს მიზნამდე- შევცვალოთ საზოგადოება უკეთესობისაკენ, ჩვენი მოწოდბა ხომ ესაა- „საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისათვს“! თუმცა ამისთვის თავდაპირველად ჩვენ უნდა შევიცვალოთ!