სოციოლოგიური საკითხები ანტიკურ ხანაში
ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი და სოციოლოგიის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი შესწავლის ერთ-ერთი საგანი ანტიკური საბერძნეთის ისეთი დიდი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელის ნაშრომების შესწალა გახდებოდა, როგორიცაა პლატონი. რატომღაც არ მიფიქრია, თუ სოციოლოგიის საწყისების ძიება სწორედ აქედან მომიწევდა.
პლატონის ფილოსოფიურ დიალოგებში განხილულია მრავალი ისეთი პრობლემატური საკითხი, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას და განსჯის ობიექტები არიან. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სახელმწიფო. მიზეზი იმისა, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი დამეწერა ეს ესე, არის ისევ და ისევ ის მანკიერებები რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ახასიათებს და ერთ შეხედვით მათი დანახვა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
„სახელმწიფო“ მიეკუთვენება სოციალურის შესახებ პლატონის დაილოგთა რიცხვს. მის გარკვეულ მონაკვეთში ორი პრობლემა დგება. ერთი ეს არის ის, თუ რაშია ადამიანის ყოფიერების საზრისი (ანუ, რა აზრი აქვს ჩვენს ყოფიერებას, რისთვის ვართ ამ სამყაროში, გაგვაჩნია თუ არა რაიმე დანიშნულება და რაშია მისი არსი?!) და მეორე, არის თუ არა სხვადასხვა თაობის ადამინთა ღირებულებით ორიენტაციებში განსხვავება.
პლატონის შრომის ამ მონაკვეთის მონაკვეთის კვანძად მიიჩნევა სამართლიანობის იდეის განსაზღვრა და მსჯელობის შედეგად ნათელი ხდება, რომ ადამიანის ყოფიერების საზრისის განხორციელებაა სამართლიანობა. შემდეგ ნაწილში პლატონი განიხილავს იდეალური სახელმწიფოს მოდელს და აღნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფოს ის ფორმა, რომელშიც მიზანია არა რომელიმე ერთი კონკრეტული ინდივიდის, კლასის, ან სოციალური ფენის ბედნიერება, არამედ ყველასი. ხოლო თუ ადამიანის ყოფიერების საზრისის განხორციელება სამართლიანობით (და სხვა სიკეთეებითაც) არის შესაძლებელი, მაშასადამე, მისი ბედნიერება მიიღწევა არა ინდივიდის ან ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს ბედნიერებით. სწორედაც, მთელის უზრუნველყოფაა ინდივიდის და ჯგუფის უზრუნველყოფის წინაპირობა. ჩვენს სახელმწიფოში კი შესაძლოა კიდეც ვცდები, მაგრამ უპირველესი ისევ და ისევ პრივილეგიებული კლასების, ცალკეული ინდივიდების და ოჯახების კეთილდღეობაა.
იდეალურ სახელმწიფოში პლატონი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კანონებისადმი მორჩილების საკითხს და მიიჩნევს რომ სახელმწიფოს დაღუპვის უპირველესი მიზეზი კანონების რღვევაა. თუ ამ თვალსაზრისით გავავლებთ პარალელს ჩვენ ქვეყანასთან, აქ ჩემი აზრით, სახელმწიფოსათვის დამღუპველი უპირველეს ყოვლისა მაღალჩინოსანთაგან დარღვეული კანონები ხდება და უფრო უარესია ის, რომ სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან მათი გამართლების ტენდენცია მეტადაა გავრცელებული და ამ „შესანიშნავი ტრადიციის“ დასასრულს რატომღაც ბოლო არ უჩანს.
კლასიკური ხანის ამ უდიდესი ფილოსოფოსის მიხედვით იდეალურ სახელმწიფოს შემდეგი ოთხი სათნოება ახასიათებს. ესენია: სიბრძნე, სიმამაცე, გონივრულობა და სამართლიანობა. შევეცდები განვიხილო, თუ რაში მდგომარეობს თითოეული მათგანის არსი ავტორის მიხედვით და ვეცდები გადმოვცე როგორ მესმის მათი შინაარსი პირადად მე.
რას ნიშნავს სახელმწიფოს სიბრძნე?! ეს ცოდნაა, მაგრამ არა ყოველგვარი. სახელმწიფოს სიბრძნეს უზრუნველყოფს მცირერიცხოვან მმართველთა ის ცოდნა, რითიც მარაგდება სახელმწიფო ჯანსაღი აზრებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობების მართვისას. ამის უნარი საზოგადოებაში მხოლოდ მცირედს გააჩნია, სწორედ ამიტომ პლატონის აზრით, მმართველთა დიდი აპარატი არცაა საჭირო. მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყოს საუკეთესო ან ხელოსანი, ან მიწათმოქმედი, ან ბიზნემენი თუმცა სახელმწიფოს მართვის სფეროში არ გამოადგება არც ხელოსნის, არც მიწათმოქმედის და არც ბიზნესმენის ცოდნა. ანუ ეს არაა სახელმწიფოს სიბრძნე.
სახელმწიფოს მეორე ნიშანია სიმამაცე. რაც ნიშნავს, რომ ეს თვისება უნდა ახასიათებდეთ მათ, ვისაც ეკისრებათ სახელმწიფოს დაცვა. მათ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ თუ რა საშიშროება ემუქრება სახელმწიფოს და უნდა მოქმედებდნენ ამ ცნობიერების მიხედვით. „მუდმივი შენარჩუნება და შენახვა სწორი აზრისა იმაზე, რაა საშიში და რა არაა საშიში, მე მიმაჩნია სიმამაცედ“, ასკვნის პლატონი. ჩვენ კი რატომღაც გვიჭირს საფრთხეების შეფასება. იქ ვეძებთ ბრომლემას სადაც ეს რეალურად არაა, საფრთხისშემცველი კი მხედველობის მიღმა გვრჩება.
მესამე სათნოებად პლატონი გონივრულობას მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს უნარი თავი შეიკავოს სიამოვნებათა და აღტკინებათაგან, დაძლიოს ცუდი მხარეები და გამოავლინოს თავისი თავი კარგი მხრით. არამგონია აქ მხოლოდ კარგი ღვინის და ეროვნული სამზარეულოს მსოფლიოსათვის ჩვენებაზე საუბრობდეს პლატონი. გონივრულობას ავტორი ჰარმონიულობას ამსგავსებს და მიიჩენვს, რომ ის ერთნაირად უნდა ახასიათებდეს როგორც ქვეყნის მმართველებს, ასევე ქვეშევრდომებსაც.
ხოლო რაც შეეხება იდეალური სახელმწიფოს მეოთხე ნიშანს, ეს სამართლიანობაა. რასაც პლატონი შემდეგნაირ განმარტებას აძლევს. სამართლიანობაა ყველამ თავისი საქმე იცოდეს და მას ასრულებდეს, კლასები და ფენები არ ურევდნენ თავიანთ ფუნქციბს. ამ გზით განხორციელდება სამართლიანი სახელმწიფო. შესაბამისად უსამართლობა იქნება, როცა ხელოსანი ეცდება მეომრის ადგილი დაიკავოს, მეომარი მმართველის თანამდებობაზე მოისურვებს დაჯდომას. ანუ სახელმწიფოს სამართლიანს ხდის ყველა წოდების საკუთარი საქმისადმი ერთგულება. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მახსენდება კადრი ფილმიდან „300 სპარტელი“. როდესაც სპარტის მეფე ლონიდასი აქემენიდური სპარსეთის მმართველ ქსერქსეს არმიასთან შებრძოლებას 300 მეომრით აპირებს და ამ ფაქტით გაოცებულია მისი მოკავშირე, რომელიც ჯარის ძლიერებას რიცხოვნობაში ხედავს. მაშინ ლეონიდასი ეკითხება მოკავშირე ჯარის წევრებს, თუ რა პროფესიისანი არიან. მათი პასუხია: მჭედელი, დურგალი, მოქანდაკე და ა. შ. ხოლო როდესაც იგივე კითხვას სპარტის მეფე თავის მხლებლებს უსვამს, მათი ერთობლივი პასუხია - „მეომრები“ და გასაოცარია ლეონიდასის სიტყვები: „შენზე მეტი მეომარი მე მოვიყვანე“. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო ციტატა შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“: „რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს/მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს“; ხანდახან მეჩვენება, რომ ზედმეტად მუქ ფერებში ვხატავ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისითაც ურთულესი მდგომარეობაა გვაქვს, რატომღაც ყველას „ჩინოვნიკობა“ გვინდა...