დნესტრისპირეთის კონფლიქტი
კონფლიქტი დნესტრისპირეთის რეგიონში წარმოადგენს „გაყინულ“ კონფლიქტს, რომელმაც ძალალდობრივი ხასიათი მიიღო 1992 წელს, როდესაც ეთნიკურ და ენობრივ ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოლდოვური და დნესტრისპირეთის შეიარაღებული ძალები. 1993 წლიდან იწყება მედიაციის პროცესი ეუთოს(ევროპის უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ორგანიზაცია), რუსეთისა და უკრაინის დახმარებით. მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა 2002 წელს, როდესაც მედიატორებმა დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზეს კიევის დოკუმენტი,რასაც არ მოჰყოლია საკითხის საბოლოო გადაწყვეტა, რადგან დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური სტატუსის შესახებ. 2007 წლიდან მედიაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო ევროკავშირი, როდესაც რუმინეთი გახდა მისი წევრი და დაუმეზობლდა მოლდოვას.