გლოკალიზაციის არსი და ფენომენის გამომწვევი მიზეზები
გლოკალიზაცია ახალი ტერმინია, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო ათწლელულის განმავლობაში შეიძინა. მისი გაგება მჭიდროდ უკავშირდება გლობალიზაციის მოვლენას, იმისათვის რომ გავიგოთ თუ რას წარმოადგენს გლოკალიზაცია, ჩავწვდეთ მის მახასიათებლებს და ამ ფენომენის გამომწვევ მიზეზებს, აუცილებელია გლობალიზაციის ცნების მიმოხილვაც.
ტერმინი გლობალიზაცია(მას სხვაგვარად მონდიალიზაციასაც უწოდებენ) 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღნიშნავს სრულიად ახალ ფაზას პლანეტის სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და კულტურული განვითრების თვალსაზრისით. აღნიშნული ფენომენი არ არის სწორხაზოვანი და შეუქცევადი, რაც იმას გულისხმობს, რომ არ არსებობს გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი კონკრეტული პირობები, რომლებიც ყველა შემთხვევაში უნივერსალური იქნებოდა, მეტიც, გლობალიზაცია ფართო გაგებით უნივერსალრი მოდელია, რომლის განხორციელებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ის არის სოციალური კონსტრუქტი, ე.წ მოდელი იმისა თუ რა შეიძლება არსებობდეს იდეალური პირობების შემთხვევაში.
გლობალიზაცია, მსოფლიოს ქვეყნებს შორის რეალური საზღვრების გაქრობით, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის არანორმალური ტემპის წყალობით, მსოფლიოს ერთ დიდ გლობალურ სოფლად აქცევს, სადაც არ არსებობს მყარი საზღვრები. გლობალიზაცია თავის სტანდარტებს ამკვიდრებს ყველგან, მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია საერთო ბაზარი, სადაც მიმდინარეობს პროდუქციის თავისუფალი შეუზღუდავი გაცვლა. ის უკიდურესი ლიბერალიზმის მომხრეა. თანამედროვე გლობალიზაცია იდეოლოგიაა: ლიბერალიზმი, მონეტრაული პოლიტიკა-დოლარი, გამოყენება-კაპიტალი, პოლიტიკური სისტემა-დემოკრატია და ენა-ინგლისური. გლობალიზაცია, სამყაროს ერთიან წესებს, მოთხოვნებს უყენებს. მას სხვაგვარად მაკდონალდიზაციის პრინციპსაც ადარებენ, ეს უკანასკნელი კი გულისხმობს შემდეგს: მაკდონალდსის რესტორნების ქსელი მოდებულია მთელს მსოფლიოში, მას თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს თავისი წარმომადგენლობა, სადაც მომხმარებელს სთავაზობენ ზუსტად იმას რასც მიაწვდიდნენ ნებისმიერ სხვა ფილიალში. საქმე გვაქვს საერთო ნორმებთან, წესებთან, ღირებულებებთან, ფასებისა და მოსახურე პერსონალის ერთიანი სიტემით მართვასთანაც კი. სწორედ ამის მსგავსია გლობალიზაციაც, რომელიც ასევე ავრცელებს თავის მოთხოვნებს, მაგრამ როგორც აღნიშნავენ გლობალიზაცია ეს არის იდეალური ვარიანტი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ განხორციელებული ვერ იქნება, სწორედ აქ ჩნდება გლოკალიზაციის ცნება, რომელიც სწორედ აღნიშნულ პროცესს ეხმიანება და კარგად ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის გლობალიზაციის პრინციპების საყოველთაო, ეფექტური გავრცელება შეუძლებელი.
განვიხილოთ გლოკალიზაციის არსი-ეს არის გლობალურისა და ლოკალურის(ადგილობრი) კომბინაცია, რომელსაც აქვს გლობალური ტენდენციები ლოკალური პირობების გათვალისწინებით. შოტლანდიელი მკვლევრის რონალდ რობერტსონის მიხედვით, გლოკალიზაცია არის გლობალიზაცია, რომელსაც გააჩნია საზღვრები, რომელიც აუცილებლად უნდა ადაპტირდეს ლოკალურ რეალობასთან, არავითარ შემთხვევეაში არ უნდა დაუშვას მისი იგნორირება, მით უმეტეს არ უნდა გაანადგუროს ლოკალური რეალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაუპირისპირდება საკუთარ თავს, გამოიწვევს გლობალურ საპროტესტო მოძრაობას.
რამდენად ირონიულად ან პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, გლობალიზაცია ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას ლოკალურ რეალობებზე. მეორეს მხრივ კი იმისათვის, რომ განიხილონ ლოკალური საკითხები, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გლობალურზე.
გლობალიზაციაზე საუბრისას ამბობენ იმას, რომ ის ფაქტობრივად განსხვავებული სივრცეების გაქრობას იწვევს, აქცევს რა მსოფლიოს ერთ მთლიან სივრცედ, თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი მიდგომა, გლობალიზაციის წყალობით უფრო მეტი აქცენტი კეთდება ლოკალურ საკითხებზე და ლოკალური პრობლემებიც უფრო აქტუალურია.
ნებისმიერი ფენომენი რომელიც აღწევს ამათუ იმ ნიადაგში (ამ შემთხვევაში ნაციონალური სახელმწიფო, თავისი ლოკალური მახასიათებლებით) განიცდის დამხვედრი გარემოს ძლეირ გავლენას. შეუძლებელია ის მიღებულ იქნეს ყოველგავრი წინააღმდეგობის გარეშე, მეტიც ეს წარმოუდგენელია. ის განიცდის ტრანსფორმაციას და ადაპტირდება დამხვედრ მოთხოვნებთან და ნორმებთან, ამიტომაც ნებისმიერი ფენომენი სხვადასხვა გარემოში მოხვედრის შემდეგ აღარ არის ის რაც რეალურად იყო. ამ აზრით ის არც არსებულა და თეორიული სახის მოცემულობაა, რადგან ნიადაგის გარეშე, შემდგომი განვითარების გარეშე, ის მართლაც რჩება წმინდა სახის მოცემულობად.
სწორედ აღნიშნული სიტუაცია გვაქვს გლობალზაციის პირობებში, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, როგორც არ უნდა იყოს ის ჩართული მსოფლიო აღლუმში და როგორც არ უნდა იყოს დაკავშირებული სხვა სახლემწიფოებთან, მისი იდენტურობა არ ქრება, მას მაინც გააჩნია ისეთი უნიკალური მახასიათებლები რომელიც მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის არის მნიშვნელობს, იქნება ეს კულტურული თუ სოციალრი თავისებურებები, ადათები წესები, საზოგადოებრივი ნორმები და ა.შ.
გლობალიზაციისთვის, როგორც იდელაური პატერნისთვის, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა წინააღმდეგობას წარმოადგენს, რადგან ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ხორციელდება თავდაპირველი წმინდა სახით, თუმცა მას ამის შცვლა არ შეუძლია. თუ ის დაიწყებს ლოკალურ ელემენტებთან ბრძოლას მათი გაქრობის ან გადაგვარების მიზნით ეს გამოიწვევს ძალიან დიდ პროტესტს, რადგან სახელმწიფოებს ახლა, როგორც არასდროს, აქვთ დაუოკებელი სურვილი შეინარჩუნონ თვითმყოფადობა ან თვითმყოფადობის ის უკანასკნელი ’’ნამცეცები’’ მაინც რამაც გაუძლო თანამედროვე სამყაროს ტენდენციებს. გლობალიზაციას კი სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ შეეგუოს ამგვარ სიტუაციას და ამრიგად მოახერხოს თავის დამკვიდრება.
იფიქრე ლოკალურად-იმოქმედე გლობალურად-ეს არის თანამედროვეობის აქტუალური ფრაზა, რადგან ლოკალური გარემოს გაუთვალისწინებლად გლობალურ ტენდენციეზე გასვლა წარმოუდგენელია. ეს სიტუაცია ყველაზე უკეთ სამომხმარებლო ჩვევებზე, ეკონომიკურ და კულტურულ მოთხოვნილებებზე დაკვირვებით ჩანს.
ნებისმიერმა გლობალურმა კომერციულმა კომპანიამ ძალიან კარგად იცის, რომ მისი წარმატების გარანტი იქნება ის თუ როგორ ეფექტურად განხორციელდება ლოკალურ მოთხოვნილებებთან ადაპტირება, ამის გარეშე ვერც ერთი მათგანი ვერ მიაღწევს წარმატებას, რადგან პროდუქტი არ იქნება მიღებული საზოგადოების მიერ. ნებისმიერი პროდუქტი ან კამპანია დაგეგმილი და განხორციელებული სხადასხვა ქვეყანაში სრულიად სხვადასხვა ეფექტის მქოენა, ამის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია სპორტული სამოსის მწარმოებელი ფირმა ’’NIKE’’, რომელმაც თავისი უკიდურესად ამერიკულ კულტურასა და ჩვეულებებზე ორინეტირებული სლოგანი შეცვალა, იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში შეჰქონდა თავისი პროდუქცია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ასეთი კომპანიები თავგამოდებით ცდილობენ სპონსორობა გაუწიონ ნაციონალურ სპორტულ გუნდებს და მოიგონ მომხმარებლის გული ამ გზით. რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოკალური საკითხები და მათთვის ვიწრო ნაციონალურ ფაქტორებს მნიშვნელობა ჯერაც არ დაუკარგავს, მიუხედავად ყველა ცვლილებისა რომელიც მიმდინარეობს ქვეყნებს შორის საზღვრების გაქრობის კვალდაკვალ, მეტიც ქვეყნებს შორის მანძილის შემცირება (თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების, თუ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების წყალობით) შეიძლება ითარგმნოს კიდევ ერთ პარადოქსად, ამ შემთხვევაშიც ლოკალური სპეციფიკა გაძლიერებულია.
ორი ყველაზე გლობალური პროდუქტის განხილვით, რომლებიც ამავდროულად გლობალიზაციის ერთგვარ ხატს წარმოადგენენ კიდევ უფრო უკეთ გავიგებთ გლოკალიზაციის არსს და საჭიროებას, ეს პროდუქტებია მაკდონალდსი და კოკა-კოლა, აღნიშნული ორი ბრენდი მთელ მსოფლიოში უაღრესად ცნობილი და პოპულარულია, განსაკუთრებით იმის ხარჯზე, როგორ ეფექტურ პოლიტიკასაც გეგმავენ და ატარებენ თითოეული ქვეყნის ბაზარზე.
დავიწყოთ მაკდონალდსის განხილვით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ, საქართველოში ან იაპონიაში დამზადებული მაკდონალდსის პროდუქცია აბსოლუტურად იდენტური გემოვნური თვისებების მატარებელია, მან მაინც განახორციელა მარკეტინგულად მომგებიანი სვლა, როდესაც ქართულ ბაზარზე შემოიტანა ვეჯიბურგერი(სამარხვო მენიუ), იაპონურ ბაზარზე სუშის მსგავსი პროდუქტი, არაბულ ქვეყნებში, რამადანის პერიოდში, სპეციალური პროდუქცია, რამაც ერთის მხრივ ადგილობრივი მომხმარებლის კმაყოფილება და ამის კვალდაკვალ შემოსავლების ზრდა გამოიწვია და მეორეს მხრივ ამ გლობალური პროდუქტის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყო ხელი.
კოკა-კოლამ კი ძალიან სწორად დაგეგმა თავისი სარეკლამო კამპანია. ის მსოფლიოს რამდენიმე სამიზნე ერთეულად ჰყოფს და ყველა მათგანისთვის სპეციფიკურ და სპეციალურად მისთვის ადაპტირებულ სარეკლამო რგოლებს ამზადებს, ამ გზით პროდუქტის პოპულარობა იზრდება და იზრდება რეკლამის მაყურებელი მოსახლეობის ცნობადობა და ლოიალობა პრდუქტის მიმართ.
ყველაფერ ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალიზაცია ლოკალური სივრცის დახმარებით რეალიზდება, ადაპტირდება რა ლოკალურ რელობასთან, ლოკალურ კულტურასთან და ლოკალურ სოციო-პოლიტიკურ პრინციპებთან ის აღარ არის აგრესიუილობის ნიშანი საზოგადოებისთვის, არ ახდენს თავისი პრინციპების ძალდატანებით თავსმოხვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ განხორციელდებოდა, ერთადერთი გზა მისი რეალური რსებობისა არის ლოკალურ პროცესებზე აქცენტირება უფრო ზუსტად კი გლოკალიზაცია-როგორც გლობალურისა და ლოკალურის მჭიდრო კავშირი.