Print

დნესტრისპირეთის კონფლიქტი

ავტორი: ლაურა გოტიაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

კონფლიქტი  დნესტრისპირეთის  რეგიონში  წარმოადგენს „გაყინულ“ კონფლიქტს, რომელმაც  ძალალდობრივი  ხასიათი  მიიღო  1992  წელს, როდესაც ეთნიკურ  და  ენობრივ  ნიადაგზე  ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ  მოლდოვური  და  დნესტრისპირეთის შეიარაღებული  ძალები. 1993  წლიდან  იწყება  მედიაციის  პროცესი  ეუთოს(ევროპის  უსაფრთხოებისა  და  თანამეგობრობის  ორგანიზაცია), რუსეთისა და  უკრაინის  დახმარებით.  მოლაპარაკებების  პროცესი  აქტიურ  ფაზაში  შევიდა  2002  წელს, როდესაც  მედიატორებმა  დაპირისპირებულ  მხარეებს  შესთავაზეს  კიევის  დოკუმენტი,რასაც  არ  მოჰყოლია  საკითხის  საბოლოო გადაწყვეტა, რადგან  დაპირისპირებულ  მხარეებს  შორის  ვერ  მოხერხდა  შეთანხმება  კომპრომისულ  გადაწყვეტილებებზე  პოლიტიკური  სტატუსის  შესახებ. 2007  წლიდან  მედიაციის  პროცესში  აქტიურად  ჩაერთო  ევროკავშირი, როდესაც  რუმინეთი  გახდა  მისი  წევრი  და  დაუმეზობლდა  მოლდოვას.

 

 დღეისათვის,  დნესტრისპირეთი  არის  საპარლამენტო  რესპუბლიკა,რომელსაც   გააჩნია  საკუთარი კანონმდებლობა, პოლიტიკური  სტრუქტურები  და  ადმინისტრაცია, მაგრამ  იგი  მაინც   არ  არის  საერთაშორისოდ  აღიარებული,როგორც  სუვერენული  სახელმწიფო. 

კონფლიქტის  ისტორიული მიმოხილვა

 მე15  საუკუნეში  მოლდოვის  სამეფო  გადაჭიმული  იყო  კარპატის  მთებიდან  მდინარე  დნესტრამდე. 1812  წელს მდინარე  პრუტის   აღმოსავლეთი ანექსირებულ  იქნა  რუსეთის  მიერ  „ბესარაბიის  სახელით“.დასავლეთი  ნაწილი  კი  რუმინეთის  სამეფოს  ნაწილი  გახდა  1856  წელს. ბესარაბიამ  რუსეთისგან  დამოუკიდებლობა  1918  წელს  მიიღო  და  მოკლე  ხანში  შეუერთდა  რუმინეთს. იმისათვის, რომ რუსეთს  ხაზი  გაესვა  ბესარაბიაზე  პრეტენზიისათვის , 1924  წელს  შექმნა მოლდოვის  ავტონომიური  სოციალისტური  რესპუბლიკა(მასსრ) უკრაინაში,დნესტრის  აღმოსავლეთ  ნაპირზე.1940წ.   საბჭოთა  კავშირმა  დაიპყრო  ბესარაბია და ჩამოაყალიბა  მოლდოვის  საბჭოთა  სოციალისტური  რესპუბლიკა(მსსრ)  მასსრ-თან  შეერთებით.1940  წლამდე,დნესტრის  აღმოსავლეთით  მცხოვრებ მოლდოვურ მოსახლეობას  არ ჰქონია  საერთო  ადმინისტრაციული  სტრუქტურა   დნესტრის  დასავლეთით  მცხოვრებ  მოსახლეობასთან.1944  წელს  იწყება  რუსიფიკაციის  პერიოდი: აქ  ჩაასახლეს  300,000-ზე  მეტი  რუსულად  მოსაუბრე, 500,000  მოლდოველი  კი  დეპორტირებულ  იქნა  საბჭოთა  კავშირის  შორეულ  აღმოსავლეთში. 200,000 ადამიანი  დაიღუპა  „დიდი  შიმშილის“ პერიოდში  1946/47 წლებში,რაც  გამოწვეული  იყო  სასოფლო  მეურნეობის  იძულებითი  კოლექტივიზაციით. პარალელურად,დნესტრისპირეთი  ხდება  მსსრ-ს  ინდუსტრიული  ცენტრი, სადაც  ვითარდებოდა  მძიმე  მრეწველობა.დნესტრისპირეთი  ხდება  მსსრ-ს ეკონომიკური  გული,სადაც  ყალიბდება  მოლდოვური  ელიტა.

დნესტრისპირეთის  კონფლიქტის  გამომწვევი  მიზეზები

• რუსეთი  ცდილობს  დნესტრისპირეთის  რეგიონით  მანიპულირებას  და  ამ  გზით  მოლდოვაზე  გავლენის  შენარჩეუნებას, რისთვისაც  იგი  მოლდოვაში  აღვივებს  სეპარატისტულ  ტენდენციებს. რუსეთის  ფედერაციის  1995  წლის  17  ნოემბრის  რეზოლუციის  თანახმად , დნესტრისპირეთი  წარმოადგენს  „სტრატეგიული  ინტერესების  ზონას“

• რუსეთი  ცდილობს  მოლდოვის  მოსახლეობის  იზოლირებას  და  რუმინეთთან  ისტორიული  თუ  ეთნიკური  კავშირის  გაწყვეტას,კერძოდ:  საბჭოთა  ისტორიკოსები  ცდილობდნენ  დაემტკიცებინათ  რუმინული  და  მოლდოვური  ენების  განსხვავებულობა.რის  შედეგად,მოლდოვური  ენის  ლათინური  დამწერლობა  შეიცვალა  კირილიცათი  და  რუსული  ენა  გამოცხადდა  მოლდოვის   სსრ-ის  სახელმწიფო  ენად. რუმინული  მეორეხარისხოვან ენად  იქცა

• 1980იან  წლებში  მიხეილ  გორბაჩოვი იწყებს ცვლილებების  გატარებას  საბჭოთა  კავშირის  ეკონომიკურ  და  პოლიტიკურ  სისტემებში ,დემოკრატიზაციის,  გლასნოსტისა  და  პერესტროიკის  სახელით და  გზა  ეხსნება  პრო-რუმინულად  განწყობილ  ძალებს.შედეგად, 1989  წლის  31  აგვისტოს  მოლდოვის  სსრ-ის  უზენაესმა  საბჭომ  მოლდავური  სახელმწიფო  ენად(ლათინური დამწერლობით)   გამოაცხადა, ხოლო  საკომუნიკაციო  ენად დასაშვებია მოლდოვური  და  რუსული. რასაც  მოჰყვა  რუსულენოვანი  მოსახლეობის  მხრიდან  დისკრიმინაციის  მსხვერპლად  გადაქცევის  შიშით საპროტესტო  გამოსვლები  დნესტრისპირეთის  რეგიონისათვის  ავტონომიის  მინიჭების  მოთხოვნით.

• იწყება  დერუსიფიკაცია, მოლდოვიზაციის  ფონზე. 

• 1990  წელს  დნესტრისპირეთი  გამოეყო  მოლდოვას.

• 1991  წლისათვის  ეთნიკურად  მოლდოველები იკავებენ  მთავრობასა  და  სახელმწიფო  ადმინისტრაციაში  წამყვან  პოზიციებს.

• რუმინელ  ინტელექტუალთა  მომხრე  მოლდაველები  მხედრდებიან  რუსეთის  წინააღმდეგ  და  მოითხოვენ  რუმინეთთან  გაერთიანებას.

• 1991  წლის  „მოსკოვის  პუტჩის“  მარცხის  შემდეგ  მოლდოვამ  გამოაცხადა  დამოუკიდებლობა  და  ცდილობდა  დნესტრისპირეთზე  კონტროლის  დამყარებას.

დაპირისპირება  მოლდოვასა  და დნესტრისპირეთს  შორის 

 

• 1991-92 წლების  ზამთარში  დნესტრისპირეთის  შეიარაღებული  ძალები  თავს  დაესხნენ  მოლდოვის  საპოლიციო  უბნებს დნესტრისპირეთში,რათა  ჩამოეგდოთ  ადგილობრივი  ხელისუფლება.  მნიშვნელოვანი  იყო  საბჭოთა  მე14  არმიის  როლი, რომელიც  მხარს  უჭერდა  დნესტრისპირეთის ლიდერებს. 

• 1992  წლის 19 ივნისს  მოლდოვამ  იერიში  მიიტანა  ბენდერში  განლაგებულ  დნესტრისპირეთის  შეიარაღებულ  ძალებზე.

• 1992  წლის  21 ივლისს   მოხდა  შეთანხმება  რუსეთსა  და  მოლდოვას  შორის  ცეცხლის  შეწყვეტის  შესახებ.

• ქ. რიბნიტაში(ჩრდ. სექტორი), ქ. ბენდერსა (სამხრეთ  სექტორი) და  ქ. დუსაბარში(ცენტრალური სექტორი)   ერთობლივი  კონტროლის  კომისიის  წევრთა (მოლდოვა, დნესტრისპირეთი,რუსეთი)  შეიარაღებული  ძალები და ეუთოს  სადამკვირვებლო  მისია  განლაგდა უსაფრთხოების  ზონის  შესაქმნელად.

კონფლიქტის  შედეგები

• კონფლიქტის  შედეგად  დაიღუპა  1, 000  მეტი  ადამიანი. 100,000ზე  მეტმა  დაკარგა  საცხოვრებელი  ადგილი .

• ეთნიკური მდგომარეობა

-1989  წლის დნესტრისპირეთის მოსახლეობის  აღწერა:

მოლდოველები(რუმინელები)- 43%

უკრაინელები- 28%

რუსები-25%

-2004  წელი*:

მოლდოველები(რუმინელები)- 34%

უკრაინელები- 29%

რუსები-29%

დნესტრისპირეთი  დღეს

მოლდოვა  მიილტვის  ტერიტორიული  მთლიანობისკენ  და  თანახმაა  გარკვეულის  ხარისხის  ავტონომიის  მინიჭებაზე  დნესტრისპირეთის  რეგიონისთვის.

თავის  მხრივ, დნესტრიპირეთი  მოითხოვს  დამოუკიდებლობას,რასაც ამტკიცებს  2006  წლის  სექტემბერში  ჩატარებული   რეფერენდუმის  შედეგებიც. დღეისათვის  დნესტრისპირეთი  ცნობილია  როგორც  „ თვითგამოცხადებული  დნესტრისპირეთის  რესპუბლიკა“

დნესტრისპირეთი  ჩაფლულია  არალეგალურ  სამიანობაში, ვაჭრობს  კონტრაბანდული  საქონლით, ტრეფიკინგით,რის  გამოც  მას  ევროკავშირში  შავ  ხვრელად  მოიხსენიებენ  და   მოლდოვის  დასავლეთ  ევროპისგან  ჩამოცილებას  ცდილობენ.გარდა ამისა, მოლდოვის  დაბალი  განვითარების  გამო ევროინტეგრაცია რთულდება.

დღეისათვის  დნესტრისპირეთში  განლაგებულია  1500-მდე  შეიარაღებული  რუსული  ძალა, რაც  რუსეთს  აძლევს  საშუალებას  გაატაროს  საკუთარი  პოლიტიკა  კონფლიქტურ  რეგიონში  და  მოახდინოს  ზეგავლენა  გადაწყვეტილებების  მიღების  პროცესზე.

მოლაპარაკების  პროცესი  და  შეუთანხმებელი  საკითხები

მოლაპარაკებების  პროცესში  ჩართულნი  არიან: მოლდოვა, დნესტრისპირეთი,უკრაინა, რუსეთი და  ეუთო. შემდგომში, დამკვირვებლის  სტატუსით შეუერთდნენ  აშშ  დ ევროკავშირი,რასაც  ეწოდა  „5 + 2 ფორმატი“.

2002  წლის  2  ივლისს  დაიწყო  მოლაპარაკების  პროცესი  კიევის  დოკუმენტის  მოსამზადებლად. საბოლოო  შეთანხმების  შედეგად  :

1. მოლდოვასა  და  დნესტრისპირეთს  უნდა  ჩამოეყალიბებინათ  ხელშეკრულების  საფუძველზე  დემოკრატიული  ფედერაციული  სახელმწიფო

2. უნდა  შეესრულებინათ  ძველი  ხელსეკრულებები

3. კომპრომისულ  საკითხებზე  გაეგრძელებინათ  მოლაპარაკებები.

 

შეუთანხმებელი  საკითხები: 

მოლდოვას  არ  სურდა  სახელშეკრულებო  ბაზისზე  ქვეყნის  აშენება,რადგან  ის  ითვალისწინებდა  დნესტრისპირეთის,როგორც  საერთაშორისო  სამმართლით  არსებული  სუბიექტის  ცნობას.გარდა  ამისა, მოლდოვას  აქვს  შიში  რომ  რუსეთისა  და  დნესტრისპირეთის  მმართველები  გავლენას  მოახდენენ  გადაწყვეტილებების  მიღების  პროცესზე.რასაც  თან  ერთვის  მეორე  ავტონომიურ  რეგიონ- გაგაუზიასთან  შემდგომი  გართულებები  ფედერაციის  ჩამოყალიბების  შემთხვევაში.

კიევის  დოკუმენტის  საფუძველზე,ჩამოყალიბდა  მოსკოვის  პროტოკოლი, რასაც  მოჰყვა  ვორონინის  კონსტიტუციური  ინიციატივა. მრავალი  მცდელობის  მიუხედავად, მოლაპარაკების  პროცესი  ჩიხში  შევიდა. მოლდოვური  მხარე  ეწინააღმდეგება  დნესტრისპირეთის  შეთავაზებებს,როგორც  ფედერაციის , ასევე  ორი  თანაბარი  სუბიექტის  შექმნას.  

მოლდოვა-დნესტრისპირეთის  თანამედროვე  ურთიერთობები

 

ვლადიმერ   ვორონინის  პრეზიდენტობის  პერიოდში, მოლდოვა  მიისწრაფოდა  ევროინტეგრაციისაკენ და იმავდროეულად  ინარჩუნებდა  პარტნიორულ  კავშირს  რუსეთთან, რადგან დამოკიდებულია  რუსეთის  ენერგო  რესურსებზე  და  საკვების  ექსპორტზე. იგორ  სმირნოვი (დნესტრისპირეთის  მმართველი  1991-2011 წლებში)  გამოირჩეოდა  პრო-რუსული  პოლიტიკით,უკანონო  აქტებით  იღებდა  შემოსავალს,რისი  შენარჩუნების  მიზნითაც  ხელს  უშლიდა  მოლდოვის  საგარეო  პოლიტიკური  ასპარეზის  გაფართოების  მცდელობებს.

  2009  წლის  მაისსში  ვლადიმერ  ვორონინი  გახდა  პარლამენტის  სპიკერი(მესამე  საპრეზიდენტო  ვადის  უფლების  არქონის  გამო). ხოლო, მოლდოვის  პარლამენტის  უუნარობის  მო, აერჩია  პრეზიდენტი,  მოლდოვის  პრეზიდენტობის  მოვალეობის  შემსრულებელი  გახდა  ალიანსი - „ევროპული  ინტეგრაციისათვის“,ლიდერი  მარიან  ლუპუ,რომლის  მიზანსაც  წარმოადგენდა  მოლდოვის  დემოკრატიზაცია, ევროპულ  ინტეგრაცია, მეზობელ  ქვეყნებთან  კავშირის  დალაგება.

2009  წლის  25  სექტემბრიდან  მოლდოვის  პრემიერ-მინისტრის  პოსტს  იკავებს  ვლად  ფილატი.

2011  წლის  26  დეკემბერს  დნესტრისპირეთის  პრეზიდენტი  გახდა  ევგენი  შევჩუკი. შენარჩუნდა  პრო-რუსული  პოლიტიკა,მაგრამ მოლდოვასთან  ურთიერთობების  გაუმჯობესებასაც  ითვალისწინებდა.

2012  წლის  28  იანვარს  ევგენი  შევჩუკსა  და  ვლად  ფილატს  შორის  გაიმართა  შეხვედრა,რომლის  შედეგადაც  გადაწყდა  მოლდოვა-დნესტრისპირეთის  დიალოგის  განახლება,ეკონომიკური  პრობლემების  გადაჭრა  და  დამაკავშირებელი  სარკინიგზო  ხაზის  ფუნქციონირება. მათ  შორის  შეხვედრა  კვლავ  გაიმართა  იმავე  წლის  სექტემბერში,სადაც  გადაწყდა  სარკინიგზო  ხაზის  შესახებ  არსებული   შეთანხმების  ერთი  წლით  გახანგრძლივება.

დნესტრისპირეთის  კონფლიქტი  დღემდე  მოუგვარებელია  მონაწილე  მხარეების  შეუთანხმებლობის  გამო. რუსეთი  ცდილობს  დნესტრისპირეთის  მოსახლეობით  მანიპულირებას   და  ამ  გზით  მოლდოვაზე  გავლენის  შენარჩუნებას.

რაც  შეეხება  „გაყინული  კონფლიქტის“  მოგვარების  შესაძლებლობებს, აქ  დიდია  ევროკავშირის  როლი, რომელიც  დაინტერესებულია  მოლდოვის  ევროინტეგრაციის  პროცესში  მაქსიმალურად  ჩართვით. არსებული  სტატუს  ქვოდან  უკანონო  სარგებლის  მიღების  შესაძლებლობების  შემცირებით მოლდოვა  დნესტრისპირეთის  მაცხოვრებელთათვის  გახდება  მიმზიდველი,რაც  გაამარტივებს  მოლაპარაკების  პროცესში  საერთო  ინტერესების  გამონახვას.მოლდოვის  მთავრობა  მხარს  უჭერს  დიალოგს  და  ნდობის  აღდგენას  დაპირისპირებულ  მხარეებს  შორის, რასაც  ამტკიცებს მოლდოვისა  და  დნესტრისპირეთის  ლიდერებს  შორის  კონფლიქტის  მოგვარების  სურვილი.  ფილატისა  და  შევჩუკის  შეთანხმება  სარკინიგზო  ხაზის  მოქმედების  ვადის  გახანგრძლივებასთან  დაკავშირებით, იძლევა  იმედს, რომ  ნაბიჯ-ნაბიჯ  მოგვარდება  დნესტრისპირეთის  კონფლიქტი და  გაყინულ  ფაზაში  არ  დარჩება.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე