Print

დანაგვიანების პრობლემა საქართველოში

ავტორი: გიორგი ბაძგარაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ბუმერანგი ავსტრალიელი ტომების სატყორცნი იარაღია, ერთგვარი მოხრილი ჯოხი, რომელიც  გატყორცნის შემდეგ უკან ბრუნდება...

სოციოლოგიური თეორიების ჩასახვის  ზუსტი თარიღის დადგენა საკმაოდ ძნელია. უხსოვარი დრიოიდან ადამიანები აანალიზებდნენ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და აგებდნენ სოციალურ თეორიებს. მხოლოდ XVIII საუკუნიდან გამოჩნდნენ მოაზროვნეები, რომელთაც შეგვიძლია ვუწოდოთ ნამდვილი სოციოლოგები.  უნდა ითქვას, რომ სოციალური თეორიების წარმოშობა,  საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემებითაა განპირობებული. თავისთავად ის ფაქტი, რომ სოციოლოგია საზოგადოებისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შემსწავლელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა,   სოციუმში არსებული პრობლემების შედეგია. თუმცა, ერთი საინტერესო მოვლენის წინაშე ვდგებით:  სოციალური პრობლემები იყო სოციოლოგიის დაბადების მიზეზი და ამავდროულად, ამ პრობლემების გადაჭრის ეფექტურ საშუალებად სწორედ ეს მეცნიერება იქცა.

 

სამრეწველო რევოლუციამ  ურბანიზაციის პროცესი დააჩქარა, შედეგად, ადამიანი წყვეტს კავშირს სოფელთან და საცხოვრებლად ქალაქში იწყებს დასახლებას.  ურბანიზაცია  ქალაქების ზრდა განვითარების პროცესია, ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდაა ქვეყანაში. ადამიანები გადმოდიან ქალაქში საცხოვრებლად, რათა დასაქმდნენ და  საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ. მათ მიატოვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობა არჩიეს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა.  მოსახლეობის სწრაფი ტემპით ზრდამ, ქალაქის დაბინძურება  გამოიწვია და ეს მხოლოდ ერთ, ლოკალურ სივრცეში არ ხდებოდა. ურბანიზაციის პროცესი იმდენად დაჩქარდა, რომ გავრცელების არეალი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მალევე მოიცვა.  ამ კონტექსტში არც საქართველოა   გამონაკლისი.

გადავიდეთ თემის ძირითად საკითხზე, რომელიც არაპირდაპირ  შესავალში მიმოვიხილეთ. დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, ცვალებადობას, არეულობას იწვევს,  ფიზიკურ სისტემებს/გარემოს ზიანს აყენებს  და  ცოცხალ ორგანიზმებს  დისკომფორტს უქმნის.

მინდა ეს პრობლემა  ქართული რეალობის მაგალითზე განვიხილო, რომელიც იმდენად აქტუალურია, რამდენადაც ამ პრობლემის არსებობა სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული ,რადგან დაბინძრებული გარემო ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია.

დღეის მდგომარეობით, დანაგვიანების დონე საქართველოში, საკმაოდ მაღალია. პრობლემის ანალიზისას, არსებულ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი   პრობლემის გამოწვევი მიზეზის/მიზეზების გააზრება და აღმოფხვრაა. მინდა ვისაუბრო დანაგვიანებული ქუჩების   გამოწვევ მიზეზებზე, რომლებსაც პუნქტებად გამოვყოფ:

  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში  სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმები დაიწყო, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკური პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დააყენეს. ამ პრობლემებმა ადამიანი კულტურულ დეკადანსამდე მიიყვანა. ეს უკანასკნელი კი, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე,  ისე  ადამიანის თვითშეგნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე აისახა.
  • ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნების შეძენა და ნაგვის გადამამუშავებელი პუნქტების აშენება ვერ უზრუნველყო.
  • არ არსებობდა კანონი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქტის კვალიფიკაციას მიანიჭებდა ნაგვის ქუჩაში დაყრის შემთხვევას. არ არსებობდა კანონი, რომელიც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხს დაარეგულირებდა. არ ისჯებოდნენ საწარმოები, რომლებიც პროდუქციის წარმოების პარალელურად,  ფართო არეალს ანაგვიანებდნენ. 

 მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდა და  კვალიფიკაციის მიხედვით სხვადასხვა ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.  თუმცა, პრობლემის გადაჭრის გზა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გადის. ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს ის, რომ დანაგვიანება დიდი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს სახელმწიფოს, პირველ რიგში ეკოსისტემას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსია. მათ შორის განუწყვეტელი ურთიერთკავშირია, რომელშიც გამუდმებით ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთ,  უწყვეტ ჯაჭვში მცირე კომპონენტის კვდომაც კი, ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. მეორეს მხრივ,  საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, მოგვცა  საშუალება,  გადამამუშავებელი პუნქტებისა და ნაგვის ურნების შესაძენად სახელმწიფოს გამოეყო სახსრები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისად, ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს მიერ დაყრილი ნაგავი არ იქცეს ბუმერანგად, რომელიც გატყორცნის შემდეგ უკან დაგვიბრუნდება.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე