Print

პერსონალური ვირტუალური სივრცე და სოციუმი

ავტორი: ელენე თაბუაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

21–ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ თავის პიკს მიაღწია, მაგრამ ბევრი მეცნიერის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყსია...

ინფორმაციულ ერაში ის თანამედროვე მედიუმი, რომელსაც ინტერნეტი ჰქვია, გახდა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი; სოციალურმა ქსელებმა კი, საერთოდ, გადატრიალება მოახდინა ადამიანის ფსიქიკაში, რადგან მან ინდივიდებს საშუალება მისცა შეექმნათ თავისი ვირტუალური სამყარო და მოეწყოთ იგი ისე, როგორც სურთ. ინტერნეტი არის უსაზღვრო ინფორმაციის მატარებელი ქსელი, რომელიც დღესდღეობით მოიცავს ტელევიზიას, ელექტრონულ ჟურნალ–გაზეთებს, ვებ–საიტებს, ბლოგებს და ა.შ. 

 

ინტერნეტს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. პირობითად, ინტერნეტი შეგვიძლია დავყოთ, ერთი მხრივ, როგორც ინფორმაციის მიღებისა და შემეცნების მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, ანუ ადამიანი იფართოებს თავის საინფორმაციო დიაპაზონს, ინტერნეტში ეძებს მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამით იმდიდრებს შემეცნებას; მეორე მხრივ, ინტერნეტი ეს არის კონტაქტის საშუალება. კონტაქტები შეიძლება იყოს: პირადი და საქმიანი. ინტერნეტი ორივე მიმართულებით აადვილებს ურთიერთობებს და მისი ძალიან კონსტრუქციული მიმართულებით გამოყენების საშუალებას იძლევა, რადგან დღევანდელ დღეს კარგად ვიცით, რომ ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში სატელეფონო და პირისპირ კონტაქტი რეალურად შესაძლოა აღარც იყოს საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის. ინტერნეტის უარყოფით მზარეებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ პირისპირ კონრაქტის შემცირება. საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის დროს ძალიან ინფორმაციულია ადამიანთან უშუალო კონტაქტი, როდესაც უსმენ, უყურებ. ეს გეხმარება მისი გულწრფელობის შეფასებაში; ვირტუალურ სამყაროში ამის შესაძლებლობა არ არის. 

ზოგადად, ვირტუალურ სივრცეს კოსმოსს შევადარებდი...  იგი უსაზღვროა, კოსმოსის მსგავსად. ისევე როგორც რთული სტრუქტურის მქონე კოსმოსში ხდება კოსმოსური ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ვირტუალური სივრცე არის რთული აგებულების და იგი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთთან აკავშირებს მილიონობით ადამიანს, რომლებიც ცვლიან ინფორმაციას. მაგრამ ვირტუალურ სივრცესა და კოსმოსს შორის ერთი არსებითი განსხვავებაა: კოსმოსისგან განსხვავებით ადამიანებს შეუძლიათ ვირტუალური სივრცის კონტროლი, იმიტომ, რომ იგი ადამიანის მიერ არის შექმნილი და შესაბამისად შესაძლებელია მასზე ადამიანური კონტროლის განხორციელება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან ძნელი ხდება, რადგან ვირტუალური სივრცე იმდენად მრავალფეროვანი და „მშვენიერია“, რომ ინდივიდი გაუცნობიერებლად კარგავს კონტროლს ვირტუალურ სივრცეში საკუთარ არსებობაზე და მთლიანად ემორჩილება მას. ასე მივდივართ კონტროლის შედარებით ქვედა დონეზე, პირადი ვირტუალური სივრცის უკონტროლობამდე, რომელიც თავის თავში მოიცავს ინტერნეტში გადატანილ ისეთ რეალობაში არსებულ საგნებს, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, თამაშები, თვითშემოქმედება და ა.შ. 

ინტერნეტსივრცე იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა შექმნას პერსონალური ვირტუალური სივრცე, რომელშიც შექმნის მისთვის სასურველ „მეს“; ისეთს, როგორიც უნდა, რომ იყოს რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ არის და მისი მიზანი სულაც არ იყოს სხვების მოტყუება. ანუ ინტერნეტსივრცე არის საკუთარი არარეალიზებული ოცნებების დაკმაყოფილების საშუალება. პირად ვირტუალურ სივრცეში ინდივიდი უამრავ რამეს დებს, რაც მხოლოდ მისია და რაშიც ჩახედვის უფლება მხოლოდ მას აქვს; ეს მისი პირადი საკუთრებაა; მისი ნებაა თუ ვის გაუზიარებს მის საკუთრებაში მყოფ ინფორმაციას. ვირტუალური სივრცე ადამიანს ანიჭებს თავდაჯერებულობას და მისი არსებობის მნიშვნელოვანების გრძნობას, ზოგ ადამიანს კი აძლევს ე.წ. ცხოვრების საზრისს, რომ იგი არ არის მარტო და ვიღაცას სჭირდება. პირადი ვირტუალური სივრცის საშუალებით ადამიანები ამყარებენ პირად კონტაქტებს როგორც მათი მიმდებარე არეალის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამით ისინი პირველ რიგში ცვლიან მათთვის საჭირო ინფორმაციას და აგრეთვე იკმაყოფილებენ ურთიერთობის მოთხოვნილებას, რომლის დამყარების საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ გაჩნიათ. პირადი ვირტუალური სივრცე, როგორც წესი, ადამიანის სურვილებისამებრ არის მოწყობილი; იგი გამოხატავს მის გრძნობებს, ემოციებს, განწყობებს, მიზნებსა და მოლოდინებს და რაც მთავარია ხელს უწყობს ადამიანს გაბედულად გამოთქვას და დაიცვას საკუთარი აზრი. ამ მხრივ სოციალურ ქსელებს უნდა გავუსვათ ხაზი.

რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს თავისი რეალობა და იმასაც ვიტყოდი, რომ ადამიანები რამდენიმე რეალობაში ერთდროულად ცხოვრობენ, მაგრამ როცა საქმე გვაქვს მთლიანად სოციუმთან და ჯამში მის მიერ ვირტუალური სივრცის გამოყენებასთან ფართო მასშტაბებზე, მივდივართ იმ პრობლემასთან, რომელსაც არსებული რეალობის ვირტუალური რეალობით ჩანაცვლების საფრთხე შეიძლება ეწოდოს. ესეც საკამთო საკითხია, რადგან ზოგიერთი ადამიანი ამ საკითხს პრობლემატურად მიიჩნევს, ზოგი კი - არა. 

ფაქტი ისაა, რომ ინტერნეტს უდიდესი ზეგავლენა აქვს სოციუმზე. იგი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას, მათ ურთიერთობებსა და ატიტუდებს; იგი ადამიანებს ეხმარება მეტ-ნაკლებად საკუთარი თავის რეალიზაციაში; და რაც მთავარია იგი ცვლის ადამიანთა ხედვას რეალობის შესახებ. მაგრამ რამდენად დიდია ინტერნეტის ნეგატიური ზეგავლენა საზოგადოებაზე და როგორ რეაგირებს ამაზე თვით საზოგადოება? 

საზოგადოებამ სრულად შეითვისა ინტერნეტის დადებითი თვისებები და, ჩემი აზრით, უარყოფით თვისებებსაც დადებითად ხვდება. როგორც ზევით ავღნიშნე ნელნელა მივდივართ არსებული რეალობის ვირტუალური რეალობით ჩანაცვლების პრობლემასთან. ეს პრობლემად იმიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ თვითონ ვირტულაური სივრცე ამჟამად ჩვენ გარშემო არსებული რეალობითაა ნასაზრდოები და შეგვიძლია მის განშტოებადაც მივიჩნიოთ, რადგან იმ ფაქტს, რომ ვირტუალობა არსებობს, თავად ჩვენს რეალობაში აქვს ადგილი. ასე ვთქვათ, ინტერნეტი რეალობაში ქმნის რეალობას. 

ამრიგად, ვირტუალური სივრცე არ არის უბრალოდ გამოგონებული და სრულიად უცხო, ახალი საგნებით სავსე; მასში ყველაფერი მსგავსია იმისა, რაც ფიზიკურ რეალობაში არსებობს, ოღონდ ვირტუალობაშია გადატანილი. თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა კომპიუტერი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და სხვ. ჰგავს ადამიანის ფიზიკურ სხეულს. ისევე როგორც ადამიანისთვის მისი ფიზკური სხეულია სჭირო არსებულ რეალობასთან დასაკავშირებლად, ასევე მისთვის აუცილებელია რომელიმე ამ ტექნოლოგიური საშუალების გამოყენება ვირტუალურ სივრცესთან კავშირის დასამყარებლად.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე