ფილოსოფიური ძიებანი

გამოცემა ოცდამეათე

605
2026
30.pdf
ნანახია: 65
რეიტინგი: / 1
ცუდიძალიან კარგი 

მიმოხილვა

Written by Mariam Nakaidze

 

წინათქმა

კრებული ფილოსოფიური ძიებანი“ 30 წლისაა

21-ე საუკუნეში, როდესაც ხდება პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის ყველა სფეროში უკიდურესად წინააღმდეგობრივი ცვლილებები და ახალი პარადიგმების დამკვიდრება ხდება განსაკუთრებული როლი ენიჭება ფილოსოფიას. ამ სიტუაციაში ადამიანის მსოფლმხედველობითი ორიენტაციის პრობლემები, საკუთარი ადგილის და როლის გარკვევა საზოგადოებაში, პირად საქციელზე პასუხისმგებლობა პრიორიტ- ეტულ მნიშვნელობას იძენს.

ადამიანის მსოფლმხედველობითი კულტურის ფორმირებაში ფილოსოფია ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. შეუფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში. ფი- ლოსოფია წარმოადგენს კულტურის ფუნდამენტს. განსაკუთრებით დღეს არის აუცილებელი სისტემურ-ფილოსოფიური მიდგომა, როგორც მსოფლიოს გლობალურ პრობლემათა, ისე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის და ეკოლოგიის საჭირ- ბოროტო საკითხების გადასაჭრელად.


 

დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ამბობდა: „უბედურია ერი, რომელსაც საკუთარი ფილოსოფიური აზროვნება არ გააჩნია“. საბედნიეროდ, ქართული ფილოსოფიის არსებობა მსოფლიოში აღიარებული ფაქტია. ეს ჩვენი ერის ინტელექტუალური საგანძურია და მისი ხელყოფა ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ერის ინტელექტუალური განვითარება ფილოსოფიური აზროვნების ქონა არ ქონით იზომება. მსოფლიოში მრავალი ერი არსებობს, რომელსაც მსგავსი რამ არ გააჩნია. ჩვენ ასეთი რამ გვაქვს და ვანადგურებთ, ვსპობთ. ჩვენ მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და სპორტის გარდა სხვა რა რესურსებით უნდა წარვსდგეთ კაცობრიობის წინაშე. მოგეხესენებათ, მეცნიერებათა მეცნიერება კი ფილოსო- ფიაა, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება.

 

1995 წლის 30 ნოემბერს ქართველმა ფილოსოფოსებმა ცნობილი ფილოსოფოსის, ფილოსოფიის მეცნირებეათა დოქ- ტორის, მეცნირების დამსახურებული მოღვაწის, ეროვნული პრემიის ლაურეატის, პროფესორ სერგი ავალიანის ინიციატ- ივითა და თაოსნობით დააფუძნეს საქართველოს ფილოსოფი- ურ მეცნიერებათა აკადემია. აკადემიის, როგორც ფილოსოფი- ის დარგში სამეცნიერო ცენტრის, საქმიანობის ძირითად მი- ზანს წარმოადგენს „სისტემური ზრუნვა ეროვნული ფილოსო- ფიური მეცნიერების განვითარებისათვის“. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკად- ემია ერთადერთი სამეცნიერო ცენტრია, რომელიც ფილოსო- ფიის სფეროში ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც დიდი ტრა- დიციების მქონე სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, დაიხურა საქართველოს ფილო- სოფიურ მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობამ მეტი აქტუალ- ობა შეიძინა.

ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის თუ როგორ და- ანგრია სააკაშვილის ხელისუფლებამ მეცნიერება, როგორ და- ერივნენ ნაცები სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს და გააქ- რეს. მათ შორის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუ- ტებსაც. როდესაც ამ ინსტიტუტებიდან ხალხს თვითნებურად და დაუკითხავად ათავისუფლებდნენ დღევანდელ ევროპის მომხრე ინტელიგენციას და ტელევიზიებს ხმა არ ამოუღიათ. ერთ მაგალითს მოვიტან მხოლოდ. ფილოსოფიის ინსტიტუ- ტიდან გააგდეს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და მთარ- გმნელი ბაჩანა ბრეგვაძე (რომელიც ამჟამად მთაწმინდაზე გა- ნისვენებს), მაგრამ ამის შესახებ დღეს ახმაურებულ ინტელი- გენციას, იმ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, ექიმებს, ე.წ.  „კრიტიკულ მედიას“, არასამთავრობოებს და ა.შ. ხმა არ ამო- უღიათ. ამით, ხომ ყველაფერი გასაგები და ნათელი უნდა იყ- ოს, ვინ არის ევროპის მომხრე და ვინ არა. ევროპული კულტუ- რა და ცივილიზაცია ფილოსოფიით იწყება. ვიღაცეები იძახიან ევროპა გვინდაო და ამ დროს ფილოსოფიას და ფსიქოლოგი- ას, როგორც ინსტიტუტებს ებრძვიან, სპობენ და ანადგურებენ, ამით ხომ ნათელია სინამდვილეში ვინც არიან: განათლებული ბარბაროსები, ქვეყნის მტერები და მოძულენი. წლების გან- მავლობაში ამ ინსტიტუტის კედლებში მოღვაწეობდნენ ცნო- ბილი მეცნიერები: შალვა ნუცუბიძე, სავლე წერეთელი, სერგი დანელია, კოტე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი, ზურაბ კაკაბა- ძე, ნიკო ჭავჭავაძე, თამაზ ბუაჩიძე, ბაჩანა ბრეგვაძე და მრავა- ლი სხვა, მათ მიერ რუდუნებით ნაშენები სამეცნიერო დაწესე- ბულება დღეს იავარქმნილია. იგივე მდგომარეობაა ფსიქო- ლოგიის ინსტიტუტშიც. განწყობის ფსქიოლოგიის შემქმნე- ლის დიმიტრი უზნაძის, შოთა ნადირაშვილისა და არაერთი ცნობილი ფსიქოლოგის მიერ ნალოლიავები 100 წელს მიღწე- ული სამეცნირო-კვლევითი ინსტიტუტი ხელყოფილია. ამ და- ნაშაულის ჩამდენმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ! ისინი კი დღეს ქუჩაში მიტინგებს აწყობენ და ევროპელობით მოაქვთ თავი. ჩვენ კი მათ ვეტყვი: არა ბატონებო! თქვენ არ ხართ ევ- როპელები და ამის თქმის უფლებას თქვენ მიერ გაკეთებული საქმეები იძლევა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენში ფილოსოფიის სფე- როში რეგულარული ბეჭდური გამოცემა საქართველოს ფილო- სოფიურ მეცნიერებათა აკადემიის წელიწდეულ „ფილოსოფი- ური ძიებანის“ გარდა არ არსებობს. დღიდან აკადემიის დაარ- სებისა „ფილოსოფიური ძიებანის“ 30 ტომია გამოცემული. სა- სიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ „ფილოსოფიური ძიება- ნი“ რეგისტრირებულია ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, როგორიცაა ფილოსოფიური დოკუმენტაციის საერთაშორისო ცენტრი (აშშ). ცენტრის დირექტორი ბობ თომპსონი 2000 წელს აკადემიის სახელზე გამოგზავნილ წერილში წერდა: „ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ საქართველოს ფილოსოფიურ მეცნირებათა აკადემია და მისი ჟურნალი „ფილოსოფიური ძი- ებანი“ იმ სწავლულებთან ერთად, რომლებიც ამავე აკადემია- ში შედიან ფიგურირებენ „ფილოსოფიისა და ფილოსოფოსე- ბის საერთაშორისო ცნობარში“. აკადემია აღნიშნულ ცენ- ტრთან თანამშრომლობას დღემდე წარმატებით აგრძელებს. აკადემია აგრეთვე თანამშრომლობს ჩიკაგოს უნივერსიტეტ- თან არსებულ „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ასოციაციას- თან“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემია თავის სამეცნიე- რო საქმიანობას ენთუზიაზმის საფუძველზე აგრძელებს, რად- გან ქართველ ბიზნესმენთა შორის ვერ მოიძებნა სპონსორი, რომელიც „ფილოსოფიური ძიებანის“ თუნდაც ერთ მორიგ ტომს დააფინანსებდა, რომ არაფერი ვთქვათ აკადემიის წევრ- თა ჰონორარზე. დაარსების პირველ ხანებში აკადემიას შეძ- ლებისდაგვარად ეხმარებოდა მისი უცხოელი წევრი, მსოფლი- ოში ცნობილი ფილოსოფოსი ეშ გოუბარი. აკადემია დღემდე ნაყოფიერად თანამშრომლობს ბრიტანელ, კანადელ, იტალი- ელ, გერმანელ, ბულგარელ, ესპანელ, უკრაინელ, აზერბაიჯან- ელ და რუს ფილოსოფოსებთან.

საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემის წევრები იყვნენ სახელოვანი ქართველი ფილოსოფოსები: სერგი ავალიანი, თამაზ ბუაჩიძე, ბაჩანა ბრეგვაძე, თამარ კუკა- ვა, არჩილ ბეგიაშვილი, ანზორ ტყემალაძე, გიორგი ვეკუა, ბი- ძინა ლუტიძე, დავით გეგეშიძე, გური ასათიანი, ვახტანგ გაგო- იძე, გერონტი შუშანაშვილი, აკაკი ციმინტია, გიორგი ხუციშვი- ლი, ფიდო ნადიბაიძე, ანზორ ბერგაძე, რევაზ ბალანჩივაძე. აკადემიის წევრები იყვნენ: ცნობილი იურისტი, იურიდიულ მეცნირებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ნაჭყებია, ცნობი- ლი კომპოზიტორი, მუსიკის ფილოსოფიის სფეროს წარმომადგენელი ფელიქს ღლონტი, ცნობილი ფსიქოლოგი, ფსი- ქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ექიმი, პროფესორი ემანუელ დვალიშვილი.

ამჟამად აკადემიის პრეზიდენტია ფილოსოფიის მეცნი- ერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი კალანდია. ვიცე პრეზიდენტი − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პრო- ფესორი არსენ ბურჯალიანი, ხოლო სწავლული მდივანი − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ქეცბაია. აკადემიას გააჩნია შემდეგი განყოფილებები: 1) ონ- ტოლოგიის, გნოსეოლოგიისა და ლოგიკის განყოფილება − ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პრო- ფესორი ნაპო კვარაცხელია; 2) მეცნიერების ფილოსოფიის განყოფილება − ხელმძღვანელი ქიმიის მეცნიერებათა დოქ- ტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე; 3) პოლიტიკური ფილო- სოფიის განყოფილება − ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნი- ერებათა დოქტორი, პროფესორი ბადრი ფორჩხიძე; 4) ფილო- სოფიური ანთროპოლოგიის განყოფილება − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ქეცბაია (შეთავსე- ბით); 5) ეთიკისა და ესთეტიკის განყოფილება − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა დოლიძე; 6) უც- ხოეთისა და ქართული ფილოსფიის ისტორიის განყოფილება − ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზუ- რაბ ხასაია; 7) რელიგიის ფილოსოფიისა და რელგიათმცოდ- ნეობის განყოფილება − ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნი- ერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფანჯიკიძე; 8) კულტურის ფილოსოფიის განყოფილება − ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმ- ურაზ მთიბელაშვილი; 9) სოციოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილება − ხელმძღვანელი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან ბერძენიშვილი. აკადემიის წევრები არიან: ცნობილი ფსიქოლოგი, ფსიქო- ლოგიის მეცნ. დოტორი, პროფესორი ირაკლი იმედაძე, ფი- ლოსოფოსები: ბადრი ფორჩხიძე, რაულ ჩანტლაძე, თეიმ- ურაზ ფაჩულია, რობერტ გოლეთიანი. აკადემიის წევრებად არჩეულ იქნენ პროფ. ვაჟა გურგენიძე და პროფ. მიხეილ ხალ- ვაში.

საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია ხელს უწობს და მზრუველობას იჩენს ახალგაზრდა თაობის ფილოსოფიური განათლებისათვის. ამის ნიშანია ის, რომ „ფი- ლოსოფიური ძიებანის“ თითქმის ყოველ მორიგ ტომში „სტუ- დენტური ძიებების“ განყოფილება გვხვდება.

30 წლის მანძილზე საქართველოს ფილოსოფიურ მეცნი- ერებათა კადემიის წელიწდეულ ბეჭდურ ორგანოში „ფილო- სოფიური ძიებანი“ ასეულობით გამოკვლევა გამოქვეყნდა, რომლის ავტორები იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები. აკადემიამ გამოსცა ცნობარი მსოფლიოს ფილო- სოფოსთა (ანტიკური დროიდან დღემდე) შესახებ.

განვლილი წლების მანძილზე „ფილოსფიური ძიებანის“ მესვეურებს არაკეთილმოსურნე ადამიანთაგან მომდინარე არ- აერთი სიძნელის გადალახვა მოუხდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ „ფილოსოფიური ძიებანის“ ღვაწლი საქართველოში ფილოსოფიური აზროვნებისა და მაღალი ინ- ტელექტუალური სააზროვნო კულტურის განვითარების საქმე- ში ქართველ ფილოსოფოსთა შორის საყოველთაოდ აღიარებ- ულია.

ფილოსოფიისადმი მტრულად განწყობილ დროსა და გა- რემოებაში, მხოლოდ ენთუზიაზმით, ფილოსოფიისა და მეც- ნიერების სიყვარულით ადვილი არ იყო ყოველივე იმის მიღწე- ვა რასაც აკადემიამ დაარსებიდან დღემდე მიაღწია. ვისურვებ- დით, რომ სამომავლოდ მაინც გამოუჩნდეს აკადემიას კეთილისმსურველი, ქველმოქმედი, რომელიც მას ქმედით დახმა- რებას გაუწევს.

ქართველ ფილოსოფოს სოლომონ დოდაშვილს ფილო- სოფია ერის სულიერი განვითარების საფუძველად მიაჩნდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ფილოსოფიური განსჯისა და აზ- როვნების (ფიქრის) გარეშე ერი ვერ განვითარდებოდა. ვფიქ- რობთ, რომ საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკ- ადემიას მნიშვენლოვანი წვლილი შექავს ერის სულიერი გან- ვითარების საქმეში.

კრებული „ფილოსოფიური ძიებანი“ ყურადღების გარეშე არ ტოვებს ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვან თარი- ღებს. მისი სხვდასხვა ტომეულები თავის დროზე მიეძღვნა სა- ქართველოს პირევლი პრეზიდენტის, სრულიად საქართვე- ლოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს. ამჯე- რად, კრებულის საიუბილეო 30-ე ტომი საქართველოში ქრის- ტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება, რითაც კრებულ „ფილოსოფიური ძიებან- ის“ გარშემო შემოკრებილი ქართველი ფილოსოფიური და ინ- ტელექტუალური საზოგადოება სათანადოდ აფასებს ქრისტი- ანობის როლსა და მნიშვნელობას საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობისათვის.

ირაკლი კალანდია,

კახა ქეცბაია

თბილისი, 2026 წ. 8 იანვარი

თარიღი: სამშაბათი, 17 თებერვალი 2026

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე