ფილოსოფიური ძიებანი

გამოცემა ოცდამეშვიდე

456
2023
ავტორთა ჯგუფი
ნანახია: 462
რეიტინგი: / 
ცუდიძალიან კარგი 

მიმოხილვა

Written by Mariam Nakaidze

მთავარი რედაქტორის 

წინასიტყვაობა 

ტრადიციას არ ღალატობს საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია და ფილოსოფიით დაინტერესებულ მკითხველს აკადემიის საგამომცემლო ორგანოს _ `ფილოსოფიური ძიებანი~-ს მორიგ, XXVII კრებულს (ტომს) სთავაზობს. 

დაინტერესებული პირები ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ იბეჭდება წელიწადში კრებულის მხოლოდ ერთი ნომერი? ამ შემთხვევაში პასუხი მარტივია _ ფინანსური პრობლემების გამო. სამწუხაროდ, `ფილოსოფიურ ძიებანს~ აგერ უკვე 27 წელია რაც არსებობს და ამ ხნის მანძილზე ქველმოქმედი, ბიზნესმენი, რომელიც მას ფინანსურად შეეწეოდა, არ გამოუჩნდა.

ეს მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართულ სინამდვილეში ფილოსოფიის სფეროში კრებული `ფილოსოფიური ძიებანი~ ერთადერთია, რომელიც რეგულარურად, ყოველწლიურად გამოიცემა. შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ მეტად არაფილოსოფიურ და ფილოსოფიისადმი არაკეთილმოსურნე დროებაში

გვიწევს ყოფა-ცხოვრება. `საშოვარზე გადაგებულ~ ხალხს ფილოსოფიისათვის არ სცლია! ფილოსოფიური კვლევა-ძიებისადმი ინტერესმა, რბილად რომ ვთქვათ, მეათე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა პირველი ადგილი დაიკავა. ასეთ ვითარებაში ფილოსოფიის თითქმის ყველა დარგი დაზიანდა. 

ქვეყნის მთავრობა და შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები, იმ მიზეზით, რომ ვითომდა ფილოსოფიას პრაქტიკული გამოყენება არ აქვსო, საერთოდ, არ ამახვილებენ მასზე ყურადღებას. ამას ემატება ფილოსოფიის დეინსტიტუციონალიზების პრობლემა, ფილოსოფიის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული კერის _ სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის სააკაშვილის მთავრობის მიერ გაუქმება და ა. შ. 

უცნაური და მოულოდნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ფილოსოფიისადმი გულგრილი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის შემდეგაც გაგრძელდა და სახელისუფლებო სტრუქტურები, რომლებსაც, წესით, ფილოსოფიის დაცვა, მისთვის ხელშეწყობა და მასზე ზრუნვა ხელეწიფება, საერთოდ, არ იხედება ფილოსოფიისაკენ. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, დღემდე გვაქვს იმედი, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეიგნებს და გააცნობიერებს, რომ ფილოსოფია ყოველი ერის კულტურის უმთავრესი ნიშანსვეტია, რომელიც გამორჩეულ და სათუთ ყურადღებას იმსახურებს. მანამდე კი საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია ჩვეული ენთუზიაზმით და `ფილოსოფიური ძიებანის~ ერთგული ავტორების ძალისხმევით (რომლებიც გამოქვეყნებული სტატიის საფასურს თავად იხდიან), ცდილობს ფილოსოფიური ამინდის შექმნას. წინა წლების გამოცემების მსგავსად, `ფილოსოფიური ძიებანის~ მორიგ, XXVII კრებულში წარმოდგენილია სხავადასხვა თაობის ქართველ ფილოსოფოსთა ნაშრომები, რეცენზიები, სადისკუსიო ფილოსოფიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. როგორც წესი, მეცნიერული კვლევა-ძიება სწორედ ამ გზით (დიალოგი, დისკუსია, დებატები და სხვ.) მიემართება დაარცერთ კეთილსინდისიერ მკვლევარს და, არც წარმოდგენილი კრებულის ავტორებს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნიათ, რადგანაც, პოპერის სიტყვებით თუ ვიტყვით: "ჩვენ ჭეშმარიტების მაძიებლები ვართ და არა მისი მფლობელები". 

ირაკლი კალანდია

თბილისი, 2023 წლის 8 იანვარი

თარიღი: ორშაბათი, 08 მაისი 2023

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე