კლასიკური სოციოლოგიური თეორიები

ადრეული წლები

401
2014
ნანახია: 12358
რეიტინგი: / 28
ცუდიძალიან კარგი 

მიმოხილვა

Written by Super User

სალექციო კურსი მოიცავს კლასიკური სოციოლოგიის განვითარების ადრეული წლების ისეთ დამფუძნებელთა და კლასიკოსთა კონცეფციებს, როგორებიცაა: ოგიუსტ კონტი, თავისი სოციალური სტატიკითა და სოციალური დინამიკით, ჰერბერტ სპენსერი, სოციოლოგიის როგორც მეცნიერების დაფუძნების ანგარიშ გასაწევი მცდელობით და სტრუქტურულ - ფუნქციონალური მიდგომის ძირითადი ასპექტების გამოვლენით, კარლ მარქსი ისტორიის მატერიალისტური გაგებითა და სოციალური სისტემების თეორიით, ემილ დიურკემი სოციალური სოლიდარობის, ანომიის, სოციოლოგიური კვლევის მეთოდების, საკრალურისა და პროფანულის კატეგორიებით; მაქს ვებერი სოციალური მოქმედების ტიპოლოგიით, ვერსტეჰენ - ითა და რაციონალობის “რკინის გალიით”, გეორგ ზიმელი ადამიანთაშორისი ურთიერთობების, ინტერაქციების, “სოციაციის” ფორმებითა და კულტურის ტრაგედიით, ვილფრედო პარეტო “ნაშთების (residui) და წარმოებულების (derivacioni) კლასიფიკაციით, ლოგიკურ - ექსპერიმენტალური მეთოდითა და ელიტათა წრებრუნვის კონცეფციით, დაბოლოს ფერდინანდ ტიონისი თავისი არსობრივი (Wesenvile) და თავისუფალ - არჩევითი (Wilkühr) ნებით, ერთობითა (Gemainschaft) და საზოგადოებით (Geselschaft). სალექციო კურსი ეყრდნობა, როგორც კლასიკოსთა ფუნდამენტურ, ისე კლასიკური სოციოლოგიური კონცეფციების ისტორიის ქართველ და უცხოელ მკვლევართა შრომებს.

ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სალექციო კურსი გარკვეულ წვლილს შეიტანს ქართველი პროფესიონალი სოციოლოგების მომზადებაში და არც საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს დატოვებს გულგრილს.

სალექციო კურსი თანამედროვე სახელმძღვანელოებისთვის აუცილებელი (დამახასიათებელი) მეთოდიკითაა შესრულებული.

თარიღი: სამშაბათი, 28 ოქტომბერი 2014

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე