Print

ნიკლას ლუმანი - ილუზია - სოციალური სისტემები

კატეგორია: თარგმანი

სატელევიზიო რეპორტაჟი - ბმული

1993 საბერძნეთი, კუნძული სამოსი

2:20 დაიწყო

ისტორიულად, რომ შევხედოთ ჩვენ გარდატეხის ეპოქაში ვცხოვრობთ, სხვანაიარად რომ ვთქვათ, დროში, სადაც თანამედროვე საზოგადოების(მოდერნიზმის) ნამდვილი მიღწევები: მონეტარული ეკონომიის შედეგები, რომელიც ყველა ძველ ეკონომიურ ფორმას ანადგურებს, ტექნიკის ეკოლოგიური შედეგები, ცალკეული ადამიანების მოთხოვნებისა და მოლოდინების სახით ფართოდ გაშლილი ინდივიდუალიზმის შედეგები - პირველად შეგვიძლია ვიგრძნოთ.

ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ვფიქრობ შეუძლებელია ძველი ფილოსოფიური თუ სოციოლოგიური თეორიების მეშვეობით. დღევანდელი საზოგადოებრივი რეალობა უნდა აღიწეროს ახალი მეთოდებით და ეს ისე, რომ ახალმა თეორიამ ყველა სფეროს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ეს არ უნდა იყოს, ვთქვათ, კაპიტალიზმის თეორია, რომელიც არსებითად ეკონომიკური პრინციპებით ხელმძღვანელობს, ან სახელმწიფოს თეორია რომელიც არსებითად პოლიტიკურ ფენომენებს ხსნის, არამედ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საზოგადოების თეორია რომელიც ფართოდ არის გაშლილი, რაც იმასაც გულისხმობს, რომ ასეთი თეორია მის თეორიული საფუძვლებში აბსტრაქტული უნდა იყოს.

თუ გვინდა, რომ ისეთი განსხვავებული სფეროები როგორიცაა რელიგია, ინტიმური ურთიერთობები, სახელმწიფო და საზოგადოება ეკონომიკური თუ მასსმედიალური თვალსაზრისით მოვიცვათ, გვჭირდება ფართოდ გაშლილი თეორიული საშუალებები. ეს არის ძირითადად ჩემი ინტერესის საგანი და ვფიქრობ, რომ აქ ორიენტაციის საჭიროებაც გამოჩნდება. 4:13 დამთავრდა

5:18 დაიწყო

სუპერ თეორია. თავდაპირველად ეს ტერმინი მე თვითონ გამოვიყენე, ირონიულად. წარმოვიდგინე თეორია, როგორც სუპერ ბენზინი, აღჭურვილი უფრო მაღალი ოქტანობით ვიდრე სხვა თეორია. ამის შემდეგ ცნება სუპერ თეორია დისკუსიის საგანად იქცა. კრიტიკულ და პოლემიკურ კონტექსტში გამოიყენებოდა, როგორც ქედმაღლობა ჩემი მხრიდან. თითქოსდა მე ყველაზე საუკეთესო ან ერთადერთი მართალი(ჭეშმარიტი) თეორიის ჩამოყალიბება მინდოდა.

რისი თქმაც შეიძლება ალბათ, სუპერ თეორია უნდა იყოს ინტერდისციპლინარულად ორიენტირებული, არ უნდა იყოს მხოლოდ სპეციფიურ სოციოლოგიურ საშუალებებზე, არც თეორიული და არც ემპირიული მეთოდების თვალსაზრისით დამოკიდებული. არამედ ეს მნიშვნელოვნად ტრანს- და ინტერდისციპლინარულად ორიენტირებული თეორია უნდა იყოს. თავის თავში ის ბიოლოგიის, კიბერნეტიკის, ლინგვისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის თეორიების განვითარების შედეგებს უნდა მოიცავდეს.

სუპერ თეორია ტრანსდისციპლინარულობის გაგებით.

ამას გარდა ახალი თეორიის შემუშავება, არის ზოგადი თეორიის ჩამოყალიბების სურვილი, თეორიისა რომლის საშუალებითაც სრულიად განსხვავებული მოვლენების ერთმანეთთან შედარებას შევძლებთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოვლენები თუ საგნები რომლებსაც როგორც წესი ერთმანეთის მსგავსად არ აღვიქვამთ, ერთმანეთან შედარებადი უნდა გახდნენ. მაგალითისთვის: სიყვარული ინტიმურ ურთიერთობებში და ფული ეკონომიკურ ურთიერთობებში, ძალაუფლება პოლიტიკაში და ცოდნა მეცნიერებაში. იმ ზომით რა ზომითაც ჩვენ ამას შევძლებთ, ესე იგი კონკრეტულ ფენომენებს გამოვყოფთ (ablösung) , შეგვიძლია ამას სუპერ თეორია ვუწოდოთ. 7:16 დამთავრდა

8:40 დაიწყო

ჩვენი საზოგადოება მრავალი მიმართულებით პლურალისტურია და ნორმების არაიდეოლოგიურად პროექცირება ძნელია. მიუხედავად ამისა ჰაბერმასი თვლის, რომ შესაძლებელია ნორმებზე დისკურსი, რომლის შედეგადაც გონივრული ნორმების აღიარებამდე (კონსესუსამდე) მივალთ. სწორედ ეს არის ის რასაც მრავალი ადამიანი მიესალმება, რადგან ჩვენ ეს გვაკლია, კონსენსუსი აღიარებული ნორმების მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ სისტემურ - თეორიული მიდგომა, რასაც მე უპირატესობას ვანიჭებ, მსგავს სურვილზე, კერძოდ წადილზე ვიცოდეთ რა სახის საზოგადოებაში ვცხოვრობთ პასუხს იძლევა. როგორც ჩანს ძველი ტრადიციული შეხედულებები არაა საკმარისი თანამდროვე საზოგადოების აღსაწერად. ასე, რომ ნორმატიული ორიენტაციის სურვილის გვერდით არსებობს წმინდა დესკრიპციული და კოგნიტიური ორიენტაციის სურვილი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება ვიდრე ეს სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში, სოციალურ ფილოსოფიასა თუ სხვა სპეციალურ დისცილინებში ხდება. და სწორედ აქ ვხედავ მე ჩემს ფუნქციას. რეზონანსიდან შემიძლია დავასკვნა, რომ ჩემი ამოცანა საზოგადოების საჭიროებას(მოთხოვნებს) ემთხვევა.

10:05 დამთავრდა

11:10 დაიწყო

კითხვა მასსმედიაზე არის ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დღეს დავსვათ. მასმედიის კვლევამ დღემდე მხოლოდ პრობლემური კითხვების მცირე ნაწილს გასცა პასუხი. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ერთის მხრივ იმით რომ დღემდე მასმედიისადმი მიდგომა მხოლოდ ზეგავლენის კვლევას წარმოადგენდა(impact Research-ს ნიშნავდა). ეს იმიტომ, რომ კვლევის ობიექტს მოსახლეობის განწყობებზე მასმედიის ზეგავლენა წარმოადგენდა. მაგალითად: პოლიტიკის სფეროში რომელი საარჩევნო პროპაგანდა თამაშობს გადამწყვეტ როლს, ან რეკლამის სფეროში რა სახის-ტიპის რეკლამაა მოსაწონი. მეორე მიდგომაა ტექნოლოგიური, რომელიც შრიფტით, წიგნის ბეჭდვით და რადიო ტექნიკის კვლევით იწყება, აქ ყურადღება უფრო ექცევა იმის დადგენას თუ ახალი ტექნოლოგია საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ კომუნიკაციაზე რა გავლენას ახდენს და რა ეფექტი აქვს .

მე ვფიქრობ რომ ეს ორივე ვიწრო სპეციალიზებული მიდგომაა. ერთის მხრივ ტექნოლოგიური და მეორეს მხრივ ზეგავლენაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას მასმედიის სოციოლოგია, რომელიც მასსმედიას როგორც სისტემას განიხილავს, რომელიც საკუთარი კოდით, საკუთარი სელექციის წესებით, თავისი პროგრამებით მუშაობს. ეს არ უნდა იყოს არც კულტურის, არც მეცნიერების და არც ეკონომიკის ქვესისტემა. არამედ ეს უნდა იყოს თავისი საკუთარი ლოგიკით, საკუთარი სელექციის პრინციპებით ფუნქციონირებადი სისტემა. მას შემდეგ რაც ასეთი ახალი თეორია შეიქმნება შესაძლებელი გახდება იმის დანახვა, თუ მასმედია ფულისგან, პოლიტიკური ძალაუფლებისგან ან კერძო ურთიერთობებისგან განსხვავებით თანამედროვე საზოგადოების ფორმირებას-ჩამოყალიბებას როგორ ახერხებს. 13:14 დამთავრდა

13:59 დაიწყო

შეხედულებას, რომელიც ჩვეულებრივ მოსახლეობას თანამედროვე სამყაროსა და საზოგადოებაზე აქვს დიდი ძალით მასმედია, როგორც ბეჭდური(წიგნი, გაზეთი), ასევე აუდიოვიზუალური (ტელევიზია, ფილმი) განსაზღვრავს. შესაბამისად, ჩვენ დიდი ცოდნა გვაქვს სელექციის იმ წესებზე, რომლითაც მასსმედია ამა თუ იმ ინფორმაციის შერჩევიასას(რას გადასცემს ან რას ბეჭდავს) ხელმძღვანელობს. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მასმედია უპირატესობას ახალს ანიჭებს, რადგან არ შეიძლება ყოველდღე ერთი და იგივე დაბეჭდო ან გადასცე. რაც ნიშნავს, რომ „ინფორმაცია“ როგორც ასეთი ხდება და გაიგება როგორც რაღაც „გამუდმებით ახალი“. შედეგად კი ვიღებთ, რომ საზოგადოება მუდამ მღელვარე ჩანს იმ დროსაც კი როცა ყველაფერი ისეა როგორც იყო.

ასევე ვიცით რომ მასმედია ინფორმაციის შერჩევის პროცესში უპირატესობას კონფლიქტებს ანიჭებს. იქმნება ისეთი სურათი, რომ თითქოს საზოგადოება კონფლიქტებითაა დანაწევრებული. ამ დროს საზოგადოების შიგნით საზოგადოებრივი თანხმობის დონე სათანადოდ არ ფასდება.

ასევე უპირატესობა ლოკალურ ინფორმაციებს ენიჭება. მაგალითად, თუ აქ (გულისხმობს კუნძულ სამოსს სადაც ამ რეპორტაჟის დროს იმყოფება) სადმე ძაღლმა ადამიანს უკბინა, შეიძლება დაიბეჭდოს გაზეთში ან გადაიცეს ტელევიზიით. იგივე მოვლენას სადღაც სხვაგან ყურადღება არ მიექცევა. ესე იგი მასმედია ლოკალურ/რეგიონალურს ანიჭებს უპირატესობას, თითქოსდა სამყაროს კუნძულ სამოსსიდან ან ბილეფელდიდან უნდა ვაკვირდებოდეთ.

მე ვფიქრობ, რომ შედეგად (აქ ინფორმაციის შერჩევის დროს მასსმედიის სელექციის კრიტერიუმებს გულისხმობს) თანამედროვე საზოგადოებაში მახინჯდება საზოგადოებრივი ცნობიერება, იმისდა მიუხედავად ინფორმაცია ბეჭვდითი თუ ტელერადიო კომუნიკაციის საშუალებებით გადაიცემა.

ტელვიზიას(ფილმს) უსათუოდ დამატებითი ეფექტები აქვს. მაგალითად ის რომ, ჩვენ ჩვენი საკუთარი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციებს სხვისი პირადი ცხოვრების კონტკრეტული სიტუაციებთან მიმართებაში ვხედავთ, მას სატელევიზიო ნიმუშების შესაბამისად ვაწესრიგებთ, ვალაგებთ და შესაბამისად გულგატეხელი ვრჩებით თუ ჩვენი პირადი ცხოვრება არ გამოიყურება ტელევიზიაში ნანახი ლამაზი ნიმუშის შესაბამისად. ჩვენ იგივე კონფლიქტებს ვეძებთ რასაც ტელევიზიაში ვხედავთ.

როგორც ჩანს ვიზუალური მედია ნაკლებადაა მიჯაჭვული გრამატიკაზე და აქედან უფრო ოპტიკური და შესაბამისად შთამბეჭდავია. ჩვენ არ ვიცით ყოველდღიურობის ტელევიზიის(ტელემედიის) მეშვეობით პერცეპცტიული აღქმისას,ზუსტად რამდენი გარდაქმნა წარმოიქმნება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ძალიან ბევრია. უწინარეს ყოვლისა საზღვარი კერძოსა და საზოგადოებრივს შორის, საზღვარი თაობებს შორის ტელევიზიის მეშვეობით სრულიად ქრება. 17:06 დამთავრდა

18:22 დაიწყო

როცა თანამედროვე საზოგადოების ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ თავად ტექნოლოგიის ცნებაზე. რა გვსურს აღვწეროთ ამ ცნებით, სინამდვილის რა ფაქტია ტექნოლოგია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საშუალებაა მიზეზობრივი გაგებიდან ამოსვლა, იმისთვის რომ ტექნოლოგია განვმარტოთ როგორც მყარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ უნდა გავიგოთ როგორც უცვლელი წესი, როგორც მუდმივი და აუცილებელი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის, არამედ ისე როგორც ვთქვათ ჩვეულებივ ავტომობილის ჩართვა მისი დაქოქვისას. ტექნოლოგიის ცნების ამგვარ გაგებას ის უპირატესობა აქვს, რომ ასეთი მიდგომით იმ რესურსების გამოთვლა, რომელიც საჭიროა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის წარმოებისთვის და ამ ჯაჭვში შეცდომების აღმოჩენისა და თავიდან აცილებისთვის, და ასევე ეფექტების გამოთვლისთვის,შესაძლებელია.

ტექნოლოგიის ამდაგვარი განმარტებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ეს არ არის ბუნებრივი ფენომენების ასლი. რა თქმა უნდა ვარსკვლავთა სისტემაში არსებობს პლანეტები რომელნიც კაუზალურ კავშირში იმყოფებიან დედამიწასთან, მაგარმ როგორც წესი ბუნების ფენომენების მიზეზშედეგობრიობა არის არა მკაცრი(strikte Kopplung) არამედ დაბალი ხარისხის(lose Kopplung). ეს ნიშნავს, რომ იმ დრომდე ვიდრე სისტემა დაინგრევა მას შეუძლია ბევრ რამეს გაუძლოს.

ამით ძველი წარმოდგენა, რომ ტექნოლოგია უბრალოდ ბუნების იმიტაციაა დაიმსხვრა. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ტექნოლოგია მრავალი შესაძლებლობიდან ერთ-ერთის არჩევანია, რომ კაუზალურ შესაძლებლობათა ტექნოლოგიზირება შეზღუდულია. ჩვენ დღესდღეისობით სულ უფრო და უფრო ვაწყდებით იმ საზღვრებს, რისი გათვალიწინებაც ტექნოლოგიურად არის შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს ეხება იმას, რასაც ჩვენ მაღალი რისკის ტექნოლოგიებად მოვიაზრებთ, ესე იგი ტექნოლოგიები რომლებსაც სახიფათო კატასტროფების გამოწვევა შეუძლიათ, მაგალითად ატომური ან გენეტიკური(Gentechnologie) ტექნოლოგია. ჩვენ ვიცით, რომ თუ ტექნოლოგია არ ფუნქციონირებს ბუნება შეიძლება არაკონტროლირებად მდგომარეობაში მოექცეს.

ვფიქრობ კითხვა უნდა დავსვათ, არსებობს წესრიგის დარღვევისას მისი შეკავების და საშიშროების აღკვეთის, უსაფრთხოების ტექნოლოგიები? ეს არის ის პრობლემა რაც დღეს პოლიტიკური და საზოგადოებრი აზრის აღელვებას იწვევს: შეიძლება მაღალი რისკის ტექნოლოგიების ტექნოლოგიური კონტროლი, თუ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ვართ დამოკიდებულები. 21:42დამთავრდა

23:00დაიწყო

ურთიერთობა მეცნიერებასა ტექნოლოგიას შორის უფრო რთულია, ვიდრე ამას ზოგადად ვარაუდობენ. ერთის მხრივ, სულ მცირე დაწყებული ორთქლმავალიდან, ტექნოლოგიის განვითარება შეუძლებელია მეცნიერული განვითარების წინაპირობის გარეშე, მეორეს მხრივ არსებობს ბევრი ტექნოლოგიური პრობლემა, რომლებიც ტექნიკურ საშუალებებთან არიან კავშირში და რომლებზეც მეცნიერებას პასუხი არ აქვს. პასუხის გასაცემად ექსპერიმენტები და ცდებია ჩასატარებელი. მაგალითად, ორთქმავლის შემთხვევაში დიდი ხანი მუშაობდნენ ორთქლის წნევის რეგულირებაზე. მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ პრობლემას გაუმკლავდნენ, გახდა შესაძლებელი მატარებლის (აგების)მშენებლობის დაწყება. მაგრამ თავისმხრივ როცა მატარებელს გეგმავდნენ არ იცოდნენ დაიწყებდნენ თუ არა მოძრაობას რკინიგზაზე რკინის ბორბლები, დაიწყებდა თუ არა მატარებელი სვლას, როცა მას ორთქმავალი გაწევდა. ამ კითხვებზე არცერთ მეცნიერებას არ შეეძლო პასუხის გაცემა.

მაგალითად, დღეს იგივე სიტუაციაა, როცა გამონაბოლქვი გაზის დასუფთავების ტექნოლოგიებზე ფიქრობენ. მე ვიცნობ ფოლადის ინდუსტრიაში ჩატარებულ ექსპერიმენტებს სადაც გამონაბოლქვი გაზის დასუფთავებისთვის სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული. პრაქტიკულ კითხვებზე მეცნიერებას არ გააჩნია პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის დიაგნოზზე და მის გადაჭრაზე ისინი მუშაობენ.

მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს ეხება პირველ რიგში უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, პრაქტიკულ გამოცდილებაზე და არა მეცნიერულად კონტროლირებად შემოწმებად კანონზომიერებებზე არიან დამოკიდებული. ეს კი რისკების სფეროში ნიშნავს, რომ, ჯერ გაწეულ უნდა იქნას რისკი, ჯერ უნდა შეიქმნას გენური ტექნოლოგიით გარდაქმნილი არსება, იმისთვის რათა დავინახოთ, რომელი საფრთხე, რომელი ტექნოლოგიით უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ტექნოლოგია, მასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობის რისკებით, ექსპერიმენტალურ ლაბორატორიად იქცევა. ამ რისკებს ვეგუებით და ვითმენთ მხოლოდ იმის დასანახად, თუ როგორ ვახერხებთ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად რისკებთან განმკლავებას. 25:54დამთავრდა

27:24დაიწყო

წინასწარ უნდა ითქვას, რომ კლასიკური სოციალური მეცნიერებები სოციალურს და საზოგადოებას როგორც ობიექტს, რომელიც როგორც ასეთი ფსიქიკური და ნატურალური ობიექტებისგან განსხვავებულია,სწორად და სამართლიანად განიხილავდნენ. მის სტრუქტურებს და მასში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ ისე, რომ მხედველობაში არ იღებდნენ გარემოს. თითქოსდა გარემო სისტემისთვის არანაირ როლს არ თამაშობდა. ეს პერსპექტივა პირველად ოციან წლებში ბიოლოგიაში შეიცვალა, რადგან გაჩნდა იმის შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მეტი ბიოლოგიური ფენომენი, როგორც სისტემასთან ურთიერთობის დროს გარემოსგან თავდაცვა ან მხარდაჭერა აეხსნათ . ასევე კიბერნეტიკაში შემუშავებულ იქნა რეგულირების მოდელი, რაც ნიშნავს, რომ უკუკავშირს სისტემა და სხვა გარემო ან სტაბილურობაში მოყავს(მაგ. ტემპერატურა შიგნით მუდმივი რჩება მაშინაც კი თუ ის გარეთ მერყეობს ), ან ცვლის სისტემას გარემოსთან მანძილის ცვლილების დროს.

ამ აღმოჩენების შედეგად განვითარდა ზოგადი სისტემური თეორია, რომელიც თავდაპირველად სოციოლოგიამ არ აღიარა, რადგან მას საბუნებისმეტყველო, თითქმის ტექნიკური და გეგმური აქცენტი ქონდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სისტემების თეორია საზრისის(Sinn Theorie) თეორიას დაუკავშირდა, და იმავდროულად გააცნობიერა, რომ საზრისი ყოველთვის დიფერენციაციას, სხვაობას(განსხვავებას) მოითხოვს, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი სოციალური ფენომენების შესახებ სისტემური თეორიის შემუშავება, თეორიისა, რომელიც სისტემისა და გარემოს დიფერენციაციას აქცევს ყურადღებას.

ეს ტენდენცია მეოცე საუკუნის 70-იან 80-იან წლებში მხარდაჭერილ იქნა საერთო დიფერენციალური გატაცების მეშვეობით, როგორც ეს ლოგიკაში, მათემატიკასა თუ ნაწილობრივ ფილოსოფიაში იყო, რაც ნიშნავდა, რომ კვლევის ერთეულად განიხილებოდა არა ერთეული ობიექტი, ფორმა ან არსება, არამედ დიფერენციაცია, რომელიც როგორც დიფერენციაცია რეპროდუცირდება.

საზოგადოების თეორიისთვის ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება როგორც სისტემასა და გარემოს შორის დიფერნციაციად უნდა მოიაზრებოდეს, რომელიც ნარჩუნდება როგორც დიფერენციაცია და არა გარემოს, არამედ თავად სისტემის მეშვეობით რეპროდუცირდება. აქედან თვითრეფერენციაციის, თვითორგანიზაციის, აუტოპოეზისის - თვითრეპროდუქციის თეორიებამდე მივდივართ, რომლებიც ყოველთვის დიფერენციაციის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული. 30:25დამთავრდა

31:11დაიწყო

განსხვავება სისტემასა და გარემოს შორის მეტად კომპლექსურ პრობლემატიკასთან მხოლოდ პირველადი დაახლოებაა. ამ საუკუნის განმავლობაში სხადასხვაგვარი მიდგომები განვითარდა, რომელნიც არსებითად ერთადაა განსახილველი იმისთვის, რომ თანამედროვე საზოგადოებაზე რეალისტური სურათი მივიღოთ.

ამ მიდგომებიდან ერთერთი შიდა დიფერენცირებას ეხება. კლასიკამ დიფერენცირებული სიტემა აღწერა როგორც მთელი, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება. სისტემების თეორია კი პირიქით ამბობს, რომ სისტემების შიგნით სისტემის და გარემოს დიფერენციაცია მეორდება. ეს ნიშნავს, რომ სისტემა გამოიყენება როგორც გარე საზღვრი შიდა ზღვარის გასავლებად და ასევე იგევეს გასამეორებლად. ეს არის წარმოდგენა შიდა გარემოზე რომელიც ბიოლოგიაში შემუშავდა. მაგალითად კუჭს და ტვინს რეგულარული სისხლის ტემპერატურა ჭირდება.

მეორე, ამ მიდგომებიდან წარმოიშვა თეზისი, რომელიც შემდგომ აღწერილ იქნა როგორც ოპერატიული ჩაკეტილობა. ეს იყო ძირითადად ტვინის ფიზიოლოგია. რაც ნიშნავს, რომ ტვინი თავისი საკუთარი ოპერაციების დონეზე არ ამყარებს კონტაქტს გარემოსთან. ტვინს არ შეუძლია ტვინიდან გამოდინება, მასთვალებისა და ყურების საზღვრებთან კომპლექსური ბიოქიმიური ტრანსფორმაციების მექნიზმები ჭირდება. შესაბამისად ისმის კითხვა, როგორ შეუძლია ტვინს აღქმა თუ მას არანაირი კონტაქტი გარემოსთან არ აქვს.

ამ კითხვას პასუხი ეცემა და პასუხი შეიძლება სისტემების თეორიაში გაეცეს. იმ წარმოდგენით, რომ სისტემაში სისტემასა და გარემოს შორის განსხავების გადატანა(„კოპირება“) ხდება. თავად სისტემაში კი ამ სისტემის ოპერაციების მეშვეობით კიდევ ერთხელ ხდება განსხვავება სისტემასა და გარემოს შორის. ამ ხელახალი განსხვავების დროს სისტემა მხედველობაში იღებს მხოლოდ იმას, რაც მისთვის რელევანტურია და არა ყველაფერს რაც გარემოშია. და სწორედ ამ განსხვავების განსხვავების(Reentry) დონეზე, ესე იგი განსხვავების განსხვავებულში დაბრუნების დროს, სწორედ ამ დონეზეა შესაძლებელი თანამედროვე პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას ეკოლოგიის საკითხებში აქვს, მსჯელობა. სწორედ ამ დროს შეგვიძლია გავიგოთ როგორ შეუძლია საზოგადოებას ფუნქციონირება მაშინაც კი როცა ის გარემოსთან ცუდაა ადაპტირებული. საზოგადოების მიერ სისტემასა და გარემოს შორის დიფერენციაცია, მის შიგნით ოპერაციების განხორციელებისთვის საკმარისია, მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გარემოში. 34:10დამთავრდა

35:34დაიწყო

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ სოციოლოგიას მცირე წვლილის შეტანა შეუძლია ეკოლოგიის პრობლემების გადაჭრის საკითხში, ვინაიდან აქ ძალიან კომპლექსური ნატურალური, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პრობლემები არიან ჩართული, რომელთა გადაჭრა არ შეიძლებასოციოლოგიის საგანი იყოს. რისი გაკეთებაც სოციოლოგიას შეუძლია არის ის, რომ ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში საზოგადოების წვლილი ახსნას და აღწეროს, ასევე აჩვენოს თუ რა საშუალებები აქვს საზოგადოებას ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისთვის და რა რეაგირება უნდა მოახდინოს წონასწორობის დარღვევის დროს. ეს ნიშნავს, რომ სისტემისა და გარემოს კონკრეტულ დიფერენციაცას, კერძოდ სოციოლოგიურ დიფერენციაციას ვირჩევთ.

და აქ ვფიქრობ, პირველად წარმოიშვება პრობლემა იმის ახსნისა, საერთოდ რატომ აღმოვჩნდით სიძნელეების წინაშე. როგორ არის შესაძლებელი საზოგადოების გადარჩენა მიუხედავად იმისა, რომ ის ასე ცუდაა მორგებული თავის გარემოს, მიუხედავად იმისა რომ ის მუდამ იყენებს და სპობს გარემოს რესურსებს და მაინც გრძელდება კომუნიკაცია. ადამიანები წერენ, კითხულობენ, უშვებენ რადიოტალღებს, საზოგადოება ფუნქციონირებს, თუმცა ადამიანი გარემოსთან და გარემო ადამიანთან ცუდადაა ადაპტირებული. ყოველივე ამის, სისტემის ყრუ-მუნჯობის(ლუმანი აქ გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს) ახსნა და გაგება მე ვფიქრობ ოპერატიულად დახურული სისტემის თეორიის მეშვეობით შეგვიძლია. სისტემას, რომელიც საკუთარ კოგნიციაზეა დამოკიდებული და სწრაფად გადართვა არ შეუძლია, მას საზოგადოებისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის შიგნით სისტემასა და გარემოს შორის ახალი ტიპის რაციონალურობა, ახალი ტიპის ბალანსი ჭირდება. სხვაგვარად ვაწყდებით სირთულეებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მწვავდება და მათ გადასაჭრელად დრო აღარ გვაქვს. 37:37დამთავრდა

38:43დაიწყო

თუ ეს პრობლემაა, როგორ მიაპყროს საზოგადობამ ყურადღება ეკოლოგიურ კითხვებს,მაშინ მარტო ერთეულების ცნობიერების ცვლილება კი არა, არამედ კომმუნიკაციის შეცვლაა საჭირო. და თუ ეს ყველაფერი პრობლემაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეკოლოგიურ მოძრაობას, მწვანეთა პარტიებს, ასევე ისეთ დაწესებულებას როგორიცაა Club of Rome ეკოლოგიური პრობლემების თემატიზირებაში დიდი დამსახურება მიუძღვით. მაგრამ ეს უთუოდ პოლიტიკურ ეფექტურობას არ ნიშნავს. პოლიტიკური ეფექტურობა დემოკრატიის წარმოდგენით პარტიის ჩამოყალიბებას გულისხმობს რაც ნიშნავს, რომ ეკოლოგიური მოძრაობა, მაშინაა პოლიტიკურად ეფექტური, თუ ის პარტიას ჩამოაყალიბებს და პარტიის სახელით წარდგება. თავისთავად ეს გულისხმობს, რომ არ უნდა იყო მონოთემატური პარტია, უნდა გქონდეს კოალიაციაში გაწევრიანების და სხვა თემებზე, მაგალითად ეკონომიკური პასუხისმგებლობის აღების უნარი. ამ წუთისთვის მწვანეთა პარტია ჩვენთან ვერ ამჟღავნებს კოალიციაში გაწევრიანების უნარს პოლიტიკის მთლიანი სპექტრის მოცვის თვალსაზრისით, რადგან მას არ შეუძლია უარი თქვას ან დათმოს ეკოლოგიური თემები, როცა მისი განხორციელება ეკონომიკური ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.

ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვსახალი სახის ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის ტენდენციები. ერთისმხრივ ინდუსტრია და მშრომელთა, სოციალისტური და ლიბერალური პარტიები და მეორეს მხრივ ეკოლოგია. ეკონომიკას ვერ მიანიჭებ უპირატესობას ეკოლოგიის საწინააღმდეგოდ და პირიქით. და მანამ, სანამ ეს ასეა ეკოლოგიური პარტიების შანსებს უფრო მუნიციპალურ დონეზე ვხედავ: ნაგვის გადამუშავება, გზების მშენებლობა და.ა.შ. 41:00დამთავრდა

41:39დაიწყო

როცაჩვენს საზოგადოებაში რელიგიის მნიშვნელობაზე კითხვას ვსვამთ, ერთი ამოსავალი წერტილი ცხადია, შეუძლებელია პასუხებმა, რომელთაც განმანათლებლობა ან მეცხრამეტე საუკუნე ეძებდა დაგვაკმაყოფილოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რელიგია იღუპება, რომ მას მხოლოდ დაბალი ფენებისთვის აქვს მნიშვნელობა, რომ რელიგიას არ აქვს ადგილი თანამედროვე სეკულარიზირებულ საზოგადოებაში, რომ საზოგადოებას რელიგია აღარ ჭირდება, არ იყენებს ან არ ვითარდება. ეს ყველაფერი უბრალოდ ფაქტებით არ დასტურდება.

არსებობს ალტერნატიული ვარიანტი, თანამედროვე საზოგადოება დავახასიათოთ როგორც ფუნქციონალურად დიფერენცირებული სისტემა. რაც ნიშნავს, რომ ყველა სისტემას იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, მეცნიერება, ოჯახი თუ რელიგია საკუთარი განსაკუთრებული თვისებების გამოხატვისთვის მეტი შანსიდა იმავდროულად მთლიანი საზოგადოების განსაზღვრისთვის ნაკლები შანსი ეძლევა. თუ ამ თეორიული ჩარჩოდან ამოვალთ, შევძლებთ გასაგები გავხადოთ, რომ რელიგიას ყველა დროში და ასევე თანამედროვე საზოგადოებაშიც საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა თითქოსდა ისე ჩანს, რომ არსებობენ ცალკეული ადამიანები რომლებსაც არ შეუძლიათ ფულისა და სამართლის გარეშე ცხოვრება, მაგრამ რელიგიის გარეშე თავს კარგად გრძნობენ. ყველაფერი ეს რელიგიის საზოგადოებრივ ფუნქციაზე არაფერს ამბობს. პრობლემა ისაა თუ რაში გამოიხატება ეს ფუნქცია? რატომ აქვს რელიგიას მნიშვნელობა, თუ ის პოლიტიკისგან, მეცნიერებისგან, ოჯახური ბედნიერებისგან რით განსხვავდება.

ტრადიციული რელიგიისგან განსხვავებით ერთი შესაძლებლობაა, ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება, რაც ნიშნავს, დავინახოთ რამდენად გახდა ერთეული ადამიანი თანამედროვე საზოგადოებაში ადგილსამყოფელისგან მოწყვეტილი, ის კავშირების გარეშეა, ის არ იღუპება დაბადების ადგილას, მას არ აქვს წინასწარგანსაზღვრული ბედისწერა რომლის შეცვლაც მას შეზღუდულად შეუძლია, მისი ხანგძლივი სიცოცხლის განმავლობაში ყველაფერი იცვლება, ეკონომიკას თავისი წარმოებით ვერ აკონტროლებს, უყურებს როგორ იცვლებიან მეცნიერული თეორიები და.ა. შ.

დიდი სისტემების მერყეობა და სასრულობა ადამიანს სურვილს უჩენს, რომ იყოს სადმე თავის სახლში, იქ სადაც დარწმუნებით იცის რომ რაღაც ღმერთის ნებაა, უჩენს სურვილს რომ ვიღაც დამკვირვებელი, ამ შემთხვევაში ღმერთი, დაინახავს და სათანადოდ აღიარებს მას. რელიგია როგორც ჩანს ყოველივე ამას სთავაზობს. თუმცა უნდა ვიკითხოთ ადამიანი თავს ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციულ ფორმებში, ან ისლამურ რელიგიაში, ან თუნდაც ბუდისტური რელიგიის ფორმებში რამდენად კარგად გრძნობს. ხომ არ გვჭირდება, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და ეკონომიკის პირობებში, რელიგიის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა. შეუძლია მას გამოსავლის მოძებნა? 45:12დამთავრდა

45:52დაიწყო

ამ დროისთვის რელიგიისა და ეთიკის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირების ტენდენცია ჩანს. რელიგიას უყურებენ როგორც ეთიკური განაჩენის საყრდენს, მას შემდეგ რაც დიდი ეთიკური თეორიები ტრანსცენტრალიზმი მატერიალური ღირებულებების ეთიკა, უტილიტარიზმი თანამედროვე პრობლემებზე ვერაფერს ვერ ამბობენ.

მაგრამ მე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან თავად რელიგია ტრადიციულად მორალურ შეფასებებს არ ენდობა. შევხედოთ ღმერთის და ეშმაკის დიფერენციაციას, როგორც შექმნის დიფერენციაციას. ეს ნიშნავს რომ ღმერთმა თვითონ შექმნა ეს დიფერენციაცია. რისთვის კაცმა რომ თქვას. დღესდღეისთვის რწმენა ჯოჯოხეთზე ძნელად აღსადგენია, ეს ნიშნავს რომ ეთიკა სანქციების გარეშე რჩება. ამას გარდა ეთიკური პრობლემები გარკვეულწილად კონტროლს აღარ ექვემდებარებიან. მაგალითად, არ არსებობს ეთიკა იმის შესახებ როგორ მოვიქცეთ სარისკო სიტუაციაში, უნდა გავწიოთ რისკი თუ არ უნდა გავწიოთ. ნათლად განსაზღვრული ეთიკური წესები არ არსებობს. ანდა არსებობს პარადოქსი, რომ საუკეთესო აზრებს შეიძლება ცუდი შედეგები ქონდეთ. თუ პოლიტიკოსებს კარგი აზრები აქვთ საეჭვოთ უნდა მოგვეჩვენოს. და პირიქით, ეკონომიკის თეორიის მტკიცებით ეგოიზმიდანსაყოველთაო კეთილდღეობა წარმოიშობა.

ყველა ეს კითხვა, ეთიკის პარადოქსული საფუძვლებია, რომლებზეც პასუხი თეოლოგიაშიც არ არსებობს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოების თეორიული ანალიზი გვჭირდება, რათა დავინახოთ რა საშუალებები გააჩნია რელიგიას ჩვენს საზოგადოებაში, და ეს პირველ რიგში ყოველგვარი კონფესიური განსაზღვრისგან დამოუკიდებლად უნდა გაკეთდეს. მაშასადამე, ეს თეორიული ანალიზი როგორც მეთვრამეტე საუკუნის რაციონალური იდეოლოგიიდან გამოყოფილად უნდა ვაწარმოოთ. ასევე გვჭირდება საზოგადოებრივ თეორიული ანალიზი, რათა დავინახოთ კოდი: კარგი და ცუდი, კარგი და ბოროტი, რა დროს შეგვიძლია მიზანმიმართულად გამოვიყენოთ და ამ კოდის გამოყენება რა დროს არის უადგილო. 48:11დამთავრდა

49:27დაიწყო

კითხვა დემოკრატიის მომავალზე ჩემი აზრით არის ცნების კითხვა. ვფიქრობ ამ ცნების განმსაზღვრელი კლასიკური ნიშანთვისებები უნდა განივრცოს, რადგან აქამდე ისინი პარადოქსული ან უტოპიური იყვნენ. პარადოქსული როცა დემოკრატია განიმარტება როგორც ხალხის ბატონობა ხალხზე, გამომდინარე იქედან, რომ ბატონობას დიფერენციაცია ჭირდება. უტოპიური, როცა დემოკრატიის განმარტება თითოეულის თანასწორუფლიანობასთან, თავისუფლებასთან, თვითრეალიზებასთანაა დაკავშირებული. თანასწორობის, თავისუფლების და თვითრეალიზაციის ცნებები უფრო ადამიანის უფლებებზე დისკუსიებს, ვიდრე მართველობის ფორმაზე დისკუსიას ეკუთვნის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ცნება უნდა შეიზღუდოს, საჭიროა მისი კოდირება. უნდა ვაღიაროთ დიფერენციაცია მთავრობასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკურად კი უნდა გაიხსნას იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ დაიკავოს მთავრობის ადგილი და პირიქით, მთავრობამ ოპოზიციის. ეს ყველაფრი კი იმისდა მიუხედავად თუ პარტიათა სპექტრი როგორ გამოიყურება.

ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები როგორც ასეთი წარსული პოლიტიკისადმი აზრის გამოხატვის ფორმაა. და ამ განვლილი პოლიტიკისადმი უკმაყოფილების შემთხვევაში მთავრობა შეიძლება გადარჩეული იქნას. ან ვთქვათ ოპოზიცია ახალი პრინციპებით გამოდის.

მე დემოკრატიას როგორც ფორმას შვზღუდავდი და სახელმწიფოს მწვერვალს მთავრობად და ოპოზიციად დავყოფდი, სახელმწიფო აპარატი როგორც ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების შედეგების მიუხედავად უცვლელი რჩება იმისთვის, რომ სახელმწიფო იმართოს. თუ სახელმწიფო არ იმართება დემოკრატია თავის მნიშვნელობას კარგავს. 51:24დამთავრდა

დასასრული. ბენზინის ოქტანობა - ოქტანური რიცხვი არის მონაცემი, რომელიც განსაზღვრავს ბენზინის დეტონაციურ მდგრადობას. რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, მით უფრო მეტია მდგრადობა დეტონაციის მიმართ და, შესაბამისად მაღალია ძრავის შეკუმშვის შესაძლო ხარისხი, რაც მის სიმძლავრესა და ეკონომიურობას ხელს უწყობს.

პერცეპცია - წარმოდგენა აღქმა. ობიექტური სინამდვილის უშუალო აღქმა გრძნობების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოს ინდივიდუუმის ორიენტაციას გარემო სამყაროში.

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე