Print

უნივერსიტეტის იდეა

ავტორი: კარლ იასპერსი. კატეგორია: განათლება

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

შესავალი

უნივერსიტეტის სახე

უნივერსიტეტის ამოცანაა, დაეხმაროს მკვლევართა და სტუდენტთა საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებაში.

უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ყველაზე ნათლად ვლინდება ეპოქის შემეცნება. იქ მასწავლებელთა და სტუდენტთა სახით უნდა ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომელთა პროფესია, უპირველესად, ჭეშმარიტების ძიებაა ჭეშმარიტებისავე სახელით. ჭეშმარიტების ძიებაა ადამიანის, როგორც დამოუკიდბელი ინდივიდის პრეროგატივა.

სახელმწიფომ და საზოგადოებამ შექმნეს თავიანთი უნივერსიტეტები. ისინი ისე იცავენ უნივერსიტეტებს, თითქოს მათგან დამოუკიდებლად აღმოცენებული წარმონაქმნები იყვნენ. მათ სჯერათ უნივერსიტეტების იმ მართალი იდეებითა და ენთუზიაზმით დაჯილდოებული ადამიანების პასუხისმგებლობისა, რომელთა შერჩევისთვისაც ყველაფერი გაკეთდა. სიცრუეზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვას ფასი აქვს დაკარგული. ასეთი სახელმწიფოები, საკუთარი სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ჭეშმარიტებაში ეძებენ დიდ სარგებელს. მხოლოდ ჭეშმარიტების საფუძვლის ძიება წარმოშობს უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას (ჭეშმარიტება არა მხოლოდ დასრულებულ შედეგებშია საძიებელი). უნივერსიტეტის ფარგლებში გამოიკვეთება ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზები იმ ადამიანების თანადგომით და დახმარებით, ვისი ენერგიაც მთლიანად საგანმანათლებო სისტემის აღმშენებლობისკენაა მიმართული.

 უნივერსიტეტის არსი არა უბრალოდ სკოლა, არამედ თავისებური, განსაკუთრებული სკოლა, სადაც არ კმარა მარტო ცოდნის მიღება, პროფესორ - მასწავლებელთა მოვალეობაა, სტუდენტებს ასწავლონ სამეცნიერო მუშაობის წესები, ჩამოუყალიბონ შემდეგი ცხოვრების განსაზღვრული მეცნიერული აზროვნება. უნივერსიტეტის იდეის თანახმად, სტუდენტები პასუხს აგებენ საკუთარ თავზე. ისინი კრიტიკულად უნდა უყურებდნენ თავიანთ მასწავლებლებს, რადგანაც სწავლების პროცესს თავისუფლება ახასიათებს. თავის მხრივ,  პროფესორის ამოცანაა მეცნიერების გზით ჭეშმარიტების გადაცემა. ამავე დროს პროფესორიც თავისუფალია სწავლებისას.

უნივერსიტეტები, მათზე მინიჭებული სხვადასხვა ოფიციალურო უფლების (პაპის სიგელის, იმპერატორის სადამფუძნებლო წერილის, საადგილმამულო ოქმის თუ მოქმედი კონტიტუციის და სხვათა) მიუხედავად, თვის თავზე პასუხისმგებელი კორპორაციაა. მათ აქვთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რადგან ასეთი იყო დამაარსებელთა სურვილი. უნივერსიტეტი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს და სათავეს იღებს მარადიული იდეისგან, იმ იდეისგან, რომელსაც აქვს ზესახელმწიფოებრივი, ზენაციონალური და ყოვლისმომცველი ხასიათი.  სწორედ აქიდან აღმოცენდება კვლევისა და სწავლების პროცესის თავისუფლების პრეტენზიაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებმა უნდა მოიძიონ ჭეშმარიტება, ასწავლონ დამოუკიდებლად, მიუხედავად გარეშე თუ შიდა შემზღუდველი მითითებებისა.

სახელმწიფო და საზოგადოება ზრუნავენ უნივერსიტეტებზე. ამ ზრუნვას კი უპირველესად, ის განაპირობებს, რომ სწორედ იქ, უნივერსიტეტში ეყრება საფუძველი პროფესიულ ცოდნას, რომელიც მოითხოვს მეცნიერული ჩვევების გამომუშავებასა და სულის წრთობას.

ჭეშმარიტების ძიება, რომელიც გულისხმობს როგორც მეცნიერის მიღწევებს, ისე უნივერსიტეტში მოსული ადამიანის აზროვნების წესის შემუშავებას, სასურველ შედეგს გამოიღებს პროფესიული ცოდნის შემდგომი გამოყენების საქმეში. ეს თითქმის უეჭველია. მაგრამ რაც არ უნდა ეჭვი შეგვეპაროს მის მართებულობაში, ერთი რამ ხელშეუხებელი დარჩება. ეს არის ადამიანის სწრაფვა ჭეშმარიტების უსასრულო ძიებისაკენ ნებისმიერ პირობებეში, რადგანაც მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი თვითშემეცნება.

უნივერსიტეტი არის დაწესებულება თავისი რეალური მიზნებით. ეს მიზნები მიიღწევა სულიერი ამაღლების გზით. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გამოდის ყოველგვარი რეალობის საზღვრებიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომში კიდევ უფრო ნათლად და ურყევად დაუბრუნდეს მას.

თუმცა საფიქრებელია, იქნებ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უნივერსიტეტის ასეთი სახით არსებობა დღეს? დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები ხომ რეალურად საოცრად უსუსურნი არიან. ამდენად, ხომ არ წარმოადგენს უნივერსიტეტი ფიქციას? თუ უნივერსიტეტის საფუძველი და მიზანი ჭეშმარიტება უნდა იყოს, მაშინ რა არის თავად ჭეშმარიტება? თუ ჭეშმარიტების ძიების პროცესის განხორციელება სახელმწფოს მხრებზეა, მაშინ სრულიად სხვა მიზნებისათვის ხომ არ იყენებს ამ ძიებებს სახელმწიფო? ითვალისწინებენ თუ არა საუნივერისტეტო რეფორმები ისეთ სიტუაციას, როცა გარეთ არსებული არეულობა ქმნის გარკვეულ ქაოსს? შესაძლებელია თუ არა რეფორმის გატარება, მხოლოდ სულიერი აღორძინების საფუძველზე? და საერთოდ, შესაძლებელია კი ასეთი აღორძინება? და ბოლოს, იქნებ ის უკვე ხდება კიდეც ყოველ ცალკეულ ადამიანში?

3. დღევანდელი სიტუაცია

ა) ასპექტები

მოკლედ მიმოვიხილოთ უნივერსიტეტის განმსაზღვრელი ძირითადი ასპექტები, რომელნიც არაერთგზის ქცეულა მსჯელობის საგნად:

1. ეკონომიკას, საზოგადოებას და სახელმწიფოს სჭირდება აკადემიურად განსწავლული   ძალები. ეს მოთხოვნილება მუდამ არსებობდა და დღითიდღე იზრდება. თანამედროვე ცხოვრების ტენდენციის შესაბამისად, მოღვაწეობის ყველა სფეროში აუცილებელია ცოდნა, გარკვეული სკოლის გავლა, ასევე უნარ - ჩვევები, რომელთა შეძენა შეუძლებელია ოდენ კუსტარული გზით, ან პრაქტიკით.

მეცნიერებისადმი წაყენებულ ამ არსებით პრეტენზიებს სტუდენტებიც იცნობიერებენ, ამიტომ მთავარი სირთულე მაშინ წარმოიშობა, როცა მათ უხდებათ არჩევანის გაკეთება ჩვენთვის ცნობილ სამეცნიერო დისციპლინებს შორის. ბუნებრივია, რომ საზომი, კრიტერიუმი ამ შემთხვევაში არის ის თუ რომელი დისციპლინაა უფრო გამოსადეგი, საჭირო (მნიშვნელოვანია საყოველთაოდ ფასეული რამ.) უფრო მეტად ვითარდება ის ახალი სამეცნიერო დისციპლინები, რომელთა პრაქტიკული ღირებულება აშკარაა, თვალშისაცემია (მაგ. ეკონომიკა და წარმოების განვითარება) ისინი თავისთავად აღმოცენდებიან ხოლმე. ეს დარგები საგანგებოდ შეისწავლება, თუმცა ამ სფეროში მოღვაწე მკვლევრებს არ ამოძრავებთ მეცნიერული სული. სხვა, უფრო ღირებული შინაარსის მქონე დარგები მხედველობაში არ მიიღება, რადგან მათ პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვთ, ან ჯერ არ არის აღმოჩენილი მათი საჭიროება. ამიტომაც თითოოროლა სტუდენტი თუ აირჩევს ამ დისციპლინებს (მაგალითად: ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, სინოლოგია.) უკან იხევს ზოგიერთი ოდესღაც ავტორიტეტული დარგიც, (მაგალითად კლასიკური ფილოლოგია.)

მეცნიერებათა განვითარების მზარდი ტემპი იწვევს სულ ახალ - ახალი სპეციალიზაციების აღმოცენებას, რაც, თავის მხრივ, უსაზღვროდ ზრდის შესასწავლ საგანთა რაოდენობას. ეს ბუნებრივი, შეუქცევადი პროცესია სამეცნიერო კვლევისას და მას ვერსად გავექცევით. უშუალო დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სპეციალიზაციის ტენდენციის თანმხლები მოვლენაა ჰორიზონტის შევიწროვება, საზოგადოდ მეცნიერული ბარბაროსობა, ამიტომ სპეციალიზაციასკენ სწრაფვა არავითარ შემთხვევაში აუცილებლობად არ უნდა იქცეს. ის ცალკეული პიროვნებების არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული.

დღეს, ტექნიკურ ეპოქაში, სპეციალიზაციას მოჰყვა სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრების რაოდენობის უკიდურესი ზრდა, ეს განსაკუთრებით შეეხო საბუნებისმეტყველო დისციპლინებს, რომელთა ფინანსურმა პრეტენზიებმა, ადრინდელთან შედარებით, არნახულ მასშტაბს მიაღწია. თუმცა პრაქტიკულად იგივე ხდება სხვა დარგებშიც. ინსიტუტების საქმიანობაში სწავლება და სამეცნიერო კვლევა ერთმანეთს შეერწყა. მცირე შენობა, სადაც ადრე იღვწოდა მეცნიერი, დღეს სამრეწველო დაწესებულებად იქცა. ამას მოჰყვა მუშაობის რეჟიმის სტრუქტურული ცვლილება, რამაც ისე გარდაქმნა მკვლევართა და სტუდენტთა საქმიანობა, რომ ძველი საუნივერსიტეტო მოწყობა შინაარსისაგან დაიცალა, გამოიფიტა: ,, ძველი საუნივერსიტეტო მოწყობა ფიქტიური გახდა, როგორც შიანაგანდ ისე გარეგნულად“ ( მ. ვებერი.  მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია, 1919 წ. ) მაგრამ საქმის არსი ამით არ ამოწურულა. სწორედ იმას, რასაც არსი გამოეცალა როგორც გარკვეულ მოვლენას, შეეძლო აეღორძინებინა უნივერსიტეტი თავისივე წიაღიდან ძალთა ახლებური კონცენტრაციის გზით.

3. თანდათან ქრება ერთსულოვნების, უნივერსიტეტის იდეის შეგნება. უნივერსიტეტი იქცევა საშუალო სპეციალური სასწავლებლების გამაერთიანებელ აგრეგატად. მისი უნივერსალობა იმითღა გამოიხატება, რომ სრულყოფილად მოიცვას  ყველა ეს დაწესებულება, რასაც იგი ვერ ახერხებს. ივარაუდება, რომ ასეთ სიტუაციაში უნივერსიტეტს დასაკარგი აღარაფერი აქვს თუნდაც ეს სასწავლო დაწესებულებანი დაიქსაქსონ და თვით უნივერსიტეტიც ბედის ანაბარა დარჩეს.

თუ დღეს სიტყვიერად, რიტორიკის დონეზე ჯერ კიდევ აღიარებენ უნივერსიტეტის ერთიანობას, მეცნიერებათა ურთერთკავშირი, როგორც იდეა და რეალობა, უფრო და უფრო სუსტდება. ამასთან, მეცნიერებათა დარგების მხოლოდ ასეთი შეკავშირება განამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიანობას. ამ თანამედროვე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი მკვლევართა, მკვლევართა, მეცნიერთა და მოაზროვნეთა შეუთანხმებლობა და დაბნეულობა უფროა, ვიდრე ბუნებრივი პროცესი. ამ ერთიანობის აღდგენა ძალუძს მეცნიერთა სულიერ ქმედითობას, რაც მიიღწევა ყოვლისმომცველი ( umgreifende ) კონცენტრაციით, შეკავშირებით.

4. სტუდენტთა მასის მოზღვავება ართულებს სწავლის პროცესს. ამის შედეგია აუდიტორიების ნაკლებობა, დოცენტთა სიმცირე, სწავლების საშუალებათა არქონა. შესაბამისად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ სტუდენტებიც, ხოლო დოცენტთა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ისინი სამეცნიერო მუშაობას ვეღარ ახერხებენ.

სტუდენტთა დიდი რაოდენობის გამო ჭირს მათსა და პროფესორს შორის სოლიდარული ატმოსფეროს დამყარება. უუცხოვდებიან ერთმანეთს. ამგვარ ვითარებაში ინდივიდუალური სასწავლო პროცესი გაძნელებულია, უარყოფილია.

მასა თანდათან ეგუება სასწავლო პროცესს. ნაკლები ნიჭის მქონენი ჩამორჩებიან, ნიჭიერნი კი გარკვეული სულიერი ძალმომრეობის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან მათ აიძულებენ დაესწრონ მათთვის მოსაწყენ მეცადინეობებს. ისინი დამოუკიდებლად ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევენ მიზანს. უმრავლესობაზე ზეწოლა წარმატებულია, უმცირესობა კი იძულებულია შეეგუოს არაფრისმომცემ სასწავლო კურსებს, დროის ფლანგვას, საგანთა ურიცხვ რაოდენობას, დაეშვას ნაკლებად ნიჭიერთა დონეზე. მასაში ყველა თანაბრდება. უმცირესობაში ზოგჯერ გამოერევა ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებლობის და ფარული ჟინის წყალობით ცდილობს დაამტკიცოს ის, რაც მიუღებელია მისთვის. მათ ასოციალურობაში ადანაშაულებენ.

მასის პრობლემა შეიძება ნაწილობრივ გადაწყდეს პროფესორთა და დოცენტთა, ან უნივერსიტეტთა რიცხვის გაზრდით, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოსავალი, ამასთან აუცილებელია ადამიანთა ჯგუფის სულიერი ძალების მაქსიმალურად მოკრება, საქმის ჭეშმარიტების რწმენა, რათა მათ შუაგულიდან მიაწვდინონ ხმა მთელ მასას და აიყოლიონ იგი. რეფორმის შედეგად უნდა მივიღოთ უნივერსიტეტის ისეთი სტრუქტურა, რომელიც შექმნის სათანადო პირობებს საამისოდ

5. ადრე თავისთავად იგულისხმებოდა, რომ სტუდენტს ფინანსურად ეხმარებოდა მშობელი, მაგრამ ახლა ეს დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზია საშუალო ფენის გაქრობა, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ ძირითადად სტუდენტები და დოცენტები. ამის გამო გაჩნდა აუცილებლობა სახელმწიფოს მხრივ ნიჭიერ მოზარდთა დახმარებისა, თანაც დიდი მოცულობის სახსრებით. ეს არის საწინდარი სტუდენტის თვითშეგნების ამაღლებისა, მეცადინეობათა ძალდაუტანლობისა, სასწავლო განწყობის შექმნისა. თუმცა ეს არ გვაიძულებს იდეის უარყოფას.

6. მთლიანობაში ვერ უარვყოფთ სტუდენტთა და დოცენტთა ცოდნის დონის დაცემას ბოლო ასწლეულში, განსაკუთრებით უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე. ამაოა მცდელობა ყოველივე ეს ავხსნათ იმ მიზეზით, რომ ადამიანურმა ყოფიერებამ დაკარგა სუბსტანციურობა (არსობრიობა. მთარგმნ.), რაც ფარული და იდუმალებით აღსავსე პროცესია.

შეიძება სოციოლოგიური გააზრებაც; სტუდენტთა უმრავლესობა ვეღარ იმემკვიდრებს საოჯახო ტრადიციების მდიდარ სულიერ სამყაროს, მათი განათლების სასკოლო დონეც, ძირითადად, დაბალია. მომზადება არაერთგვაროვანი ხასიათისაა და ერთიანი სულიერი ატმოსფეროს შექმნა არ ძალუძს.

ასეთი სოციალური ფენიდან გამოსულ სტუდენტებს სჭირდებათ მუდმივი კონსულტაციები სასწავლო პროცესში, ცხოვრებისეული რჩევები. კონსულტანტებად კი ისევ გადაღლილ – გადატვირთული პროფესორები გვევლინებიან, რომელთაც თვითონ სჭირდებათ კონსულტაცია, რათა გაუმკლავნენ ინდივიდუალურ მომენტებს საყოველთაო დაბნეულობისა და შეუთანხმებლობის გარემოში. საყოველთაო უსუსურობა სიცრუის ნიღაბს ირგებს, თითქოს პრობლემა არც არსებობდეს, თითქოს ის უკვე გადაჭრა გამოცდილმა საბჭომ. მართალია, დღეს დიდი სარგებლობა მოაქვთ ინფორმაციის რეალურ სისტემებს, შრომის ბირჟებს, მათ მსგავს ინსტიტუტებს, ისინი თითქმის შეუცვლელია, მაგრამ ვერაფრით გვეხმარებიან ცხოვრების წესის, სწავლების ჭეშმარიტი, სულიერებით აღვსილი პროცესის დადგენაში.

ბ) საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებანი

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ასპექტები, მართალია, გარდაუვალ ბუნებრივ და ისტორიულ პროცესებად გვევლინებიან, მაგრამ განმსაზღვრელი მაინც ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარია, რომელიც უპირისპირდება ზემოჩამოთვლილ ასპექტებს, პოლიტიკაში დასაშვებია ისეთ გადაწყვეტილების მიღება, რომლის აუცილებლობა ნაკლებ სავარაუდოა, რომელიც გვაიძულებს დავემორჩილოთ ჩვენს გარეშე მიმდინარე ნგრევის პროცესს. ზუსტად ასევე ჩვენი გადასაწყვეტია, არ დავნებდეთ არც ატომურ სიკვდილს, არც აღსასრულს ტოტალური ბატონობის ჩარჩოებში. ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტს შეუძლია გარდა აუცილებელი სიტუაციებისა, ახალ იდეათა წამოყენება. ეს იქნება სტუდენტთა, პროფესორთა და სახელმწიფო მოღვაწეთა ერთობლივი გადაწყვეტილება.

სტუდენტი იწყებს ახალ ცხოვრებას, სურს საფუძველი ჩაუყაროს მის პირველსაწყისებს, იტვირთოს როგორც თავისი, ასევე იმ ხალხისა და სახელმწიფოს მომავალი, რომლის სამსახურში უნდა ჩადგეს. უნივერსიტეტში მოსულ სტუდენტს აურზაურისა და მოუსვენარი ფუსფუსის ატმოსფეროშიც შეუმჩნეველი არ დარჩება სულიერების ჩირაღდანი, რომელიც იქ ანთია, რა თქმა უნდა, თუ მას შესწევს უნარი დაინახოს და თავის სულშიც ააგიზგიზოს ის. მას, ვისაც არ დაუკარგავს განსჯის უნარი, ვინც გამუდმებულ სულიერ წვრთნაშია და ხელმძღვანელობს მისწრაფებით, რომელიც თვით საგანთა ბუნებაში დევს,აქვს შესაძლებლობა ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი გაიკვლიოს ცხოვრებისეული გზა.

სტუდენტი თუ უნივერსიტეტით უკმაყოფილოა, ის მართალია, მაგრამ არსებული მდგომარეობის შეცვლის ერთადერთი გზაა, მან თვით მიიღოს მონაწილეობა ნამდვილი უნივერსიტეტის შექმნაში – ისწავლოს, გულმოდგინედ იმუშაოს, შრომით გაილამაზოს სულიერი სამყარო. სწორედ ასეთ სტუდენტთა წიაღში აღიზრდებიან ადამიანები, რომელნიც დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს და ჭეშმარიტების იდეას დაამკვიდრებენ, შემდეგ თვით გახდებიან პროფესორები და დაძლევენ დაბნეულობისა და შეუთანხმებლობის ატმოსფეროს.

ასე იყო მუდამ. ისტორიის მსვლელობაში უბრალოდ, თავისთავად არაფერი ხდება. ამგვარი პროცესი დაემსგავსებოდა რაღაც შეუცნობადის გაშიფვრას, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ადამიანის დასაზღვრულობას, თუმცა შეუძლებელია ბოლომდე მასში გარკვევა ისევ და ისევ მისი ბუნების არცოდნის გამო. მეორე მხრივ, უნაყოფო იქნება გარკვეულ გეგმაზე დამყარებული ორგანიზაცია. გეგმა ქმედითია მხოლოდ მის ხელში, ვინც უკვე თავის თავში ატარებს უნივერსიტეტის იდეას და ფლობს საამისო ძალას.

ვიმეორებთ: განმსაზღვრელია გადაწყვეტილებათა მიღება, ამოცანათა დასახვის თანმხლები. მხოლოდ ამ საფუძველს შეიძლება დაემყაროს ჭეშმარიტების ძიების პროცესი მეცნიერებაში.

სტუდენტი, უპირველესად, საკუთარ თავზე აგებს პასუხს. დოცენტს კი უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. პროფესორებს და სახელმწიფო მოღვაწეებს ევალებათ სრულიად არახელსაყრელ, არასტაბილურ ვითარებაში რეფორმების გზით შექმნან ამოცანის გადაწყვეტის საკუთარი პირობები. თუ ისინი მოახერხებენ მიზანშეწონილი ღონისძიებებისა და წესების დანერგვას, იმავდროულად მოუწევთ ფიქრი უნივერსიტეტის საზრისზე. მათ უნდა ეცადონ, რომ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტი აქციონ ჭეშმარიტების შეცნობის ადგილად. მაგრამ ეს აღემატება იმ მიზნებს, რისთვისაც რეფორმა ხორციელდება. რეფორმა უპირველესად მეცნიერთა და მოაზროვნეთა ჭეშმარიტებისადმი სწრაფვის ზრდას უნდა ემსახურებოდეს. მთავარი იდეა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ისაა, რომ ჭეშმარიტების ძიება უნივერსიტეტის მიზანთა მიზანია, ხოლო უნივერსიტეტი სულიერი განათლების ცენტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმა დაემსგავსება წარმოების პროცესს, რომელშიც ჩაიკარგება უნივერსიტეტი.

ჩვენ ვიმყოფებით ზღვაში, რომელიც აბობოქრებას აპირებს, ამიტომაც გვჭირდება საჭევარი ერთიანობისთვის (ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღებად), მაგრამ ჩვენ ყოველ წუთს უნდა ვზრუნავდეთ უახლოეს გარემომცველ სამყაროზე, რომელსაც გზის ხიფათიანობის მიუხედავად, ჩვენი გემიდან ვმართავთ, ვანიჭებთ ფორმას. შეიძლება უნივერსიტეტს დასჭირდეს მცირე შესვენება, რათა ამოისუნთქოს, დაფიქრდეს, წაიმუშაოს, ისე იმოქმედოს, რომ შეგვაძლებინოს თვითდამკვიდრება. თვით უნივერსიტეტის არსი გვკარნახობს, ვისწრაფოთ მათკენ, ვინც ჩვენთანაა დაკავშირებული, რათა სოლიდარობის, შეკავშირების გზით ერთად გადავრჩეთ ამ დიად მოგზაურობაში.

ჩვენ ერთად უნდა ჩავჭიდოთ საჭევარს. საამისოდ ერთ – ერთი უპირველესი წინამძღვარია მდგრადი სათავე.

 

2. მდგომარეობაშენარჩუნებული სათავე: ჭეშმარიტება და მეცნიერება

რა არის ჭეშმარიტება? იოლი როდია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს თანდათან, საუნივერსიტეტო ცხოვრების მსვლელობაში გაცხადდება და დასრულებულ სახეს მაინც არ ღებულობს. როდესაც საუბრობენ მეცნიერებაზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველასათვის ცხადია მსჯელობის საგანი (როგორც მაგალითად, გერმანიის კონსტიტუაციაში ასეთი განსაზღვრება რომ იყოს: ,,ხელოვნება და მეცნიერება, კვლევა და სწავლა – ყოველივე ეს თავისუფალია“)თითქოს ის, რაზეც ვსაუბრობთ, საჭიროებს კონსტიტუციურ დაცვას, ორგანიზაციულ ათვისებას, რათა გაიშალოს, გაფართოვდეს.

თუმცა საქმე სხვაგვარადაა. ჭეშმარიტება დგინდება განუწყვეტელი მოძრაობით, თითოეული შემუშავებული პოზიციის კრიტიკით, თვით მისი (ჭეშმარიტების, მთარგმნ.) ეჭვქვეშ დაყენებით. თუ ადამიანი ეუფლება მეცნიერებას, როგორც ჭეშმარიტების აღმოჩენის პროცესს, მას სრულიად არ სჭირდება წინასწარი ცოდნა და ვერასოდეს შეიცნობს ჭეშმარიტებას და მეცნიერებას მთლიანობაში. საკმარისია მხოლოდ გატაცებული იყოს მათით.

ის, რაც შეიცნობა ჭეშმარიტებისადმი დასაბამიერ სწრაფვით და არა საზოგადოების ან სახელმწიფოს საჭიროებით, არის ზერაციონალური დასავლეთევროპული, საკაცობრიო, რასაც უნდა ემსახუროებოდეს უნივერსიტეტი ამდენად, მასთან ერთად გადაიჭრება ყველა სხვა ამოცანაც, დაკავშირებული საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან. უნივერსიტეტი შეძლებს დამკვიდრებას მხოლოდ ჭეშმარიტებისაკენ დასაბამიერ სწრაფვით, თუ იმავეს ისურვებენ საზოგადოება და სახელმწიფო.

ათასწლეულების განმავლობაში ფილოსოფია სხვადასხვაგავრად გაიზიარებდა არსს ამ სათავისა, რომლის ქმედითობაც ასე ცხადად დასტურდება ჩვენში. მრავალგზის ცდილან მის ახსნას. იგი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორად არის გაზიარებული კანტის ,,იდეაში“; პლატონთან მისი შეცნობა თითქოს დაწყებულია, მაგრამ მაინც საჭიროებს ახსნას, შორეული და მიუწვდომელია. ფიხტე, შელინგი და ჰეგელი მას გაორებულად წარმოსახავენ, რაც ძალზე მაცდუნებელია (თუმცა მათეული ახსნა ერთმანეთსაგან განსხვავებულია, მაგრამ ერთობლიობაში რადიკალურად უპირისპირდება კანტის ,,იდეალიზმს“). თუკი ცოდნისადმი დასაბამიერი სწრაფვა, შემეცნების ერთანობა ჭეშმარიტების პრინციპი, ყოვლისმომცველი და ყოვლისგამსჭვალავი იდეა ამგვარი ფილოსოფიით და განსაზღვრული ფორმებით გამოისახება, მაშინ ასეთი გააზრებანი არ შეიძლება, ყველა დროისთვის იყოს ფასეული, მნიშვნელოვანი, როგორც შემეცნების შედეგად მიღებული ობიექტური ცოდნა. სპეკულატური ძალისა და განსაზღვრული ფორმულირებათა მეშვეობით მათ შეუძლიათ გააღვივონ ის, რაც თვით წარმოშობს ამ ტიპის ობიექტივაციებს, როგორც სავარაუდოდ ამოცნობილთ (Gewusstsein).

ეს სათავე იმ იშვიათ ადამიანთა ნააზრევშია პრაქტიკულად ქმედითი, რომელნიც თავიანთი აზროვნებით გამოდიან ამ სივრციდან, ქმნიან, გვთავაზობენ, ახორციელებენ მარტივ, მაგრამ ფუძემდებლურ მიმართულებებს, რომელნიც, თავის მხრივ, ემსახურებიან უნივერსიტეტის სტრუქტურის კონკრეტიზაციას.ყოველივე ამას ითვალისწინებდა ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი თავის ნააზრევსა და ადმინისტრაციულ აქტებში ბერლინის უნივერსიტეტის დაარსებისას.

ყოველგვარი შინაარსიანი მოღვაწეობა უნივერსიტეტში, რომელიც განისაზღვრება მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კვლევებით, ეფუძნება ჭეშმარიტების ძიების იდეას. ის კი რომელიღაც სხვა ადგილიდან იღებს სათავეს, ეს ერთადერთია, რაც სერიოზულს ხდის საუნივერსიტეტო ცხოვრებას. სწორედ ის ქმნის მასშტაბებს, რომელიც აღემატება მკაცრად განსაზღვრულ ტერმინებს, გატკეპნილ აზროვნებას. იგი სულ მოძრაობაშია და ჭეშმარიტების არსის ყოვლისმომცველ გააზრებას ესწრაფვის.

უნივერსიტეტში მოსული ახალგაზრდობის ნაწილი აღფრთოვანებულია გონების აღტკინებით, ჭეშმარიტების ძალმოსილებით, იდეებით, რომელთაც აქ შეიცნობენ. ისინი უნივერსიტეტის ზღურბლს რომ გადმოლახავენ, აღვსილნი არიან შთაგონებული განწყობით, რაც ყოველდღიურობის ატმოსფეროზე ამაღლებთ. განსაკუთრებით იქ, სადაც შენობაც კი აშკარად ატარებს წარსულის ნაშთებს. სტუდენტის ცივ, განმსჯელ გონებაში შეფარული შეგნება იმისა, რომ მან წმინდა ადგილას შეაბიჯა. სწორედ აქ მიაყურადებს ის ჭეშმარიტების ხმას, რომელიც ჩვენამდე აღწევს მოყოლებული ძველი ბერძნებიდან დღემდე – მრავალრიცხოვან თანამედროვე მეცნიერებათა ეპოქამდე.

ჩვენ მიერ აღწერილი რეალობა სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს, უნივერსიტეტი მხოლოდ სარგებლიანი სასწავლო დაწესებულება რომ იყოს, რომელიც ისწრაფვის გამოცდების მეშვეობით გარკვეული უფლებები მოიპოვოს, ის რომ უკიდურესად პროფანულ, ხრიკებიან, დაქსაქსულ, შემზღუდავი ფორმალობებით დამძიმებული რეალობად მოიაზრებოდეს, მისი არსებობის დაშავებაც კი შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ასეთი ხედვა მხოლოდ მათ აქვთ, ვინც მოუმზადებელია, ვის არსებაშიც არ ღვივის ჭეშმარიტების ნაპერწკალი. ყველა დანარჩენი უნივეერსიტეტში მოსვლისას რაღაც მაღალ ავტორიტეტულის მოლოდინშია. ისინი არ მოტყუვდებიან მათთვის თავსმოხვეული წინასწარი გეგმით. მაინც პოულობენ იმას, რასაც ეძებენ. ამაში მათ ეხმარება სასწავლო მეთოდიკა, საკუთარი მონდომება და მათთვის გამოყოფილი სახსრები.

ორივე კატეგორიის სტუდენტებმა შესაძლოა მიაგნონ ამას იმ პროფესორებში, რომელნიც იზიდავენ თავიანთი პიროვნულობით, გამოკვლევებით, ნააზრევით, ენით და განუმტკიცებენ ჭეშმარიტებას იმისა, რასაც ეძიებენ, მაგრამ რომც ვერ აღმოაჩინონ ყოველივე, მათ ცხოვრებაში ის მაინც იარსებებს დამოუკიდებელი წამოწყების სახით. შემდეგ კი ისინი თვით გახდებიან პროფესორები, ძალიან არ განიკითხავენ თავიანთ წინამორბედთ, უსიტყვოდ შეაჩერდებიან ერთადერთი მოთხოვნით: იხსენი თქვენი არსებობის იდეა, რომელიც შეიძლებოდა ჩვენთვის სამაგალითო ყოფილიყო!

სწორედ ამაშია ამგვარი სათავის ძალა. მისი ადგილი იქაა, სადაც ნაპერწკალი აღიგზნო და აღარ ჩაქრება. მისი სისუსტე კი ისაა, რომ თუ საერთოდ არ არსებობს, ვერც ვერასოდეს აღმოცენდება. ჭეშმარიტება შეფარულია ყოველი ადამიანის არსებაში, გაცილებით მეტში, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. იგი გამობრწყინდება ნამდვილი სულიერების ატმოსფეროში. ამგვარი რწმენის გარეშე ვერ იარსებებდა ვერც უნივერსიტეტი და მასთან  ერთად ვერც ჭეშმარიტება.

3. ისტორიული განხორციელება: უნივერსიტეტი და სახელმწიფო

ა) აღზრდის არსი და მისი მნიშვნელობა

უნივერსიტეტის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოს წყალობით, რომლის სამსახურშიც დგას. მაგრამ თვით უნივერსიტეტის იდეა ზესახელმწიფოებრივია, ამიტომ ის სრულყოფას ვერ მიაღწევს მხოლოდ სახელმწიფოს სამსახურით.

სახელმწიფოს თვალთახედვით უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუტი, სხვა უამრავ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს საქმიანობასაც ინაწილებს. მის მიზნებს ექვემდებარება. ესენია: სარგებლიანობა, საზოგადოებისთვის სპეციალისტების მომზადება, საბუნებისმეტყველო დარგის ტექნიკური გამოყენებისა და იურიდიული თუ პოლიტიკური რეკომენდაციების გაცემის უნარი.

უნივერსიტეტის თვალთახედვით თვით არის დამოუკიდებელი და არ ისახავს მიზნად ჭეშმარიტების განხორციელების ყველა შესაძლო გზის შეცნობას. იგი გვევლინება თავისი წევრების მაკოოპერირებელ და დამაპირისპირებელ მოძრაობად ერთიანობისა დ საყოველთაობის თვალსაზრისით. ის ძლიერია მაშინ, როცა ყველაზე ნათლადშემეცნების სახეს ღებულობს, როგორც საგანთა უნივერსუმის ამსახველი სულიერად ქმედითი სარკე. თავისი არსით (Existenz) იგი იდენტურია მთელისა. იგი ჭვრეტს საკუთარ ბედს სახელმწიფოს, მთლიანობის ბედში, როცა ასხივოსნებს მას განმანათლებლური მიზანდასახულობის ძალით.

რეალურად კი უნივერსიტეტი და სახელმწიფო ერთმანეთის გარეშე არც მოიაზრებიან. მათ წარმატებული თანაარსებობისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ინტერესები დაემთხვეს უნივერსიტეტის იდეას, სახელმწიფოს სურს, რომ უნივერსიტეტი საზრდოობდეს თავისი მარადიული, ზესახელმწიფოებრივი წყაროთი. ის ანიჭებს უნივერსიტეტს საკუთარ, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელ სივრცეს. უნივერსიტეტი კი ამის პასუხად სახელმწიფოს აფასებს იმის მიხედვით თუ როგორ ახორციელებს იგი თავისუფლების საზრისს, როგორ ადგას მისკენ მიმავალ გზას. უნივერსიტეტიც და სახელმწიფოც აღიარებენ თავიანთ საერთო სათავეს.

ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტი თავისი სააღმზრდელო არსით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შიდა პოლიტიკისათვის, რადგანაც საქმე ეხება საკუთარი ხალხის ეთიკურ მომავალს, ჭეშმარიტებასთან დაკვშირებულს. უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე დიდი ხნის განმავლობაში. ის, რაც კეთდება ამ სფეროში მართვის, თანადგომისა და შეზღუდვის მეშვეობით, თავს იჩენს მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ. ჩვენ ვტკბებით განათლების ადრინდელი მიღწევებით, წარმატებული ღონისძიებებით და გადაწყვეტილებებით, მაგრამ ტვირთად გვაწევს სახელმწიფოს დაუდევრობები და არასწორი (არასამართლებრივი) რჩევები, რომელთა ინიციატორებს უკვე ვეღარ ვაგებინებთ პასუხს, თუმცა ისტორია თვითონ აკისრებს მათ მარადიულ პასუხისმგებლობას.

თუკი სახელმწიფო შემთხვევით, წვრილმან მიზნებს აჰყვა და მათში სრულიად ჩაიკარგა, დაინტერესდა მხოლოდ ზედაპირული ეფექტის მქონე ხმაურიანი მოვლენებით, აწმყოს ზეწოლამ დაავიწყა უფრო შორეული მომავალი, თუკი იგი მართვისას თავიდან იცილებს საკუთარი ხალხის შიდასახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობის უდიდეს პასუხისმგებლობას, მაშინ მისი ზრუნვაც უნივერსიტეტსა და სკოლებზე ზერელეა, ზედაპირული და თვალშისაცემი. ამ გაგებით უნივერსიტეტმა შემეცნების საშუალებებით უნდა შეაიარაღოს მრეწველობა და ამ გზით აღზარდოს ,,კვალიფიციური მუშები“, რომელნიც თანამედროვე ტექნიკური ცხოვრების უამრავ განსხვავებულ სფეროში იმოღვაწებენ. მაშინ მაშინ სახელმწიფო სწავლების მოწესრიგებას შეეცდება და უნივერსიტეტი თავისი ამოცანებისა და საკუთარი თავის დაკარგვამდე მიჰყავს. ასეთი სახელმწიფო საკუთარი მიზნებისთვის მანამდე არნახული რაოდენობის სახსრებს განაგებს. შედარებით მწირი სახსრებია გამოყოფილი აზროვნების წესის სრულქმნისა და განვითარებისთვის, განსაკუთრებით ისტორიულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, საერთოდ ჭეშმარიტების ძიების ყოველგვარი მიზნებისგან განთავისუფლებული, განტვირთული პროცესის ხელშეწყობისთვის. ეს მცირეოდენი სახსრებიც იფლანგება სასკოლო წარმოებაზე, რაც კლავს სულს.

არსებითად უნივერსიტეტი, როგორც სწავლებისა და აღზრდის ცენტრი, ზრდის მომავლის ადამიანებს. რომელნიც თავიანთი ეთოსით, თავიანთი ხედვითა და ცხოვრებით წყვეტენ საკითხს, როგორ იმკვიდრებს თავს სახელმწიფო და მისი მეშვეობით – ხალხი. მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ხდება ნათელი, თუ რა ფასეულობანი უნდა დავიცვათ, რისთვის ღირს სიცოცხლე და რას შეიძლება შევწიროთ იგი.

ბ) უნივერსიტეტის ავტონომია

სამეცნიერო სფეროში (გამოკვლევები და საშუალებები) გადატრიალებაც რომ მოხდეს, ჭეშმარიტება შეინარჩუნებს ავტონომიურობას. ეს ავტონომია, ოდესღაც დაწესებული საეკლესიო, ჭეშმარიტების რწმენაზე დამყარებულ წესრიგზე და უკიდურეს შემთხვევებში ეკლესიის გადაწყვეტილებებით მართვადი, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ღებულობს სახეს ჭეშმარიტების შემოქმედებითი ძიებისა და კვლევის ფარგლებში. თანამედროვე მეცნიერებათა განვითარების კვალობაზე ის გადაიქცევა ჭეშმარიტებისათვის ბრძოლად მხოლოდ შესაძლებლობათა მრავალფეროვნების სიტუაციაში. ავტონომია მსოფლიოს ერთი რომელიმე ადგილიდან არ რეგულირდება. მეცნიერების ცნების შინაარსის ცვლილება, ცოდნის ახალ დარგებს წარმოაჩენს, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ძველს, ემიჯნებიან მას თუმცა ისინი მხოლოდ კვალავენ ახალ გზებს შესაძლო შემეცნების ყოვლისმომცველ მთლიანობაში. ბოლოსდაბოლოს ეს მთელი მეთოდურად კი შეიცნობა, მაგრამ მისი ბოლომდე წვდომა შეუძლებელია. ის იქცევა იდეად, რომელსაც შევყავართ ყოველგვარი ცონდნის თავმომყრელ უსასრულობაში. ეს იდეა პრინციპულად მზადაა ყოველგვარი შესაძლებლობის, ყოველგვარი გააზრების შესათვისებლად, შესაძლოა დავიწყებული ჭეშმარიტების აღსადგენადაც. უნივერსიტეტის ავტონომია დღეს ნიშნავს მის თავისუფლებას ამ ყველასათვის ღია სივრცეში. არ შეიძლება შუასაუკუნეობრივი ჭშმარიტების ძიების ავტონომია, რომელიც თავს იზღუდავს ვალდებულებებით და მოქცეულია რეგულირებადი დასაზღვრულობის ჩარჩოებში (ძიებისა, რომელიც ჯერ კიდევ არ იცნობს თავისუფლების თანამედროვე ფორმებს, აზროვნების უსასრულობისკენ მიმდრეკს), შევადაროთ თეოლოგიური  ,,ინსტიტუტების“ (რომელნიც განსხვავდებიან ფილოლოგიური ფაკულტეტებისაგან) თანამედროვე შეზღუდულობას, რმელთაც თავისუფლების პირობებში უარი თქვეს ჭეშმარიტების ძიების ავტონომიაზე და არჩიეს დოგმატური უძრაობა, დამყარებული სწორხაზოვან სწავლებაზე. ავტონომია სახეს იცვლის. შუა საუკუნეების ეპოქაში ავტონომია რეალურად არსებობს, თუმცა ბუნდოვანი ფორმით. მაგრმ მის შეცნობას მისსავე უარყოფამდე მივყავართ. ცალკეული საეკლესიო დარგები სულიერად ჩაიკეტნენ საკუთარ თავში, გაექცნენ თანამედროვე მსოფლოს. აი მაგალითად, ანსელმ კენტერბერიელის, ნიკოლოზ კუზანელის და სხვათა კითხვისას თავისუფლად სუნთქავ, თანამედროვე თომისტების სახელმძღვანელოები კი სულს გიხუთავენ.

ჭეშმარიტების ავტონომიის გარანტი თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოა (ფედერაციის გერმანიის კონსტიტუციის მეხუთე მუხლში ნათქვამია: ,,ხელოვნება და მეცნიერება, კვლევა და სწავლება თავისუფალია“ უფრო მეტიც, დაკანონებულია პრესის და სიტყვის თავისუფლება:  ,,ცენზურა არ უნდა არსებობდეს“). ასეთი სახელმწიფო იცავს ჭეშმარიტების ავტონომიას სახელმწიფოზე დამოკიდებულ უნივერსიტეტებშიც კი.

რის გარანტიას იძლევა ეს? კეტგენის კომენტარი ასეთია: ამ გზით მეცნიერების შინაარსობრივად განსაზღვრული ცნება მხოლოდ სავალდებულოდ როდი ცხადდება. ,,ჭეშმარიტების ცნების ცვალებადობა“ გარანტიებს არ ცვლის ის აშკარად ცდილობს მეცნიერების თანამედროვ გაგება შეავსოს და ამიტომაც დაასკვნის: ,,მეცნიერების უფლება – მოვალეობანი, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს მათ მიერვე“. სახელმწიფო, როგორც გარანტი ეყრდნობა პარტნიორის შინაგან თვითკონტროლს.“ მეცნიერებას აქვს ასევე კონსტიტუციურ – სამართლებრივის ვალდებულება თვითკრიტიკისა (კეტგენი ღიად ტოვებს საკითხს, სათანადოდ უმკლავდება თუ არა მეცნიერება ვალდებულებას).

სახელმწიფო არის მეცნიერების თავისუფლების გარანტი, თუნდაც არ შეეძლოს მეცნიერების ცნების ინტტერპრეტაცია (ზუსტად ასევეა ის გარანტი ეკლესიის თავისუფლებისა). კეტგენი ამბობს: ,,ეკლესია’’, რომლის მოწოდებაცაა დაეხმაროს სახელმწიფოს თვითშეგნების ჩამოყალიბებაში თავს უფლებას აძლევს პრეტენზია განაცხადოს თვითინტერპრეტაციაზე, რომელიც წერილობით სახეს ღებულობს (იგულისხმება საღვთო წერილი) ეს უფლება არა აქვს ,,corpus academicum” – ს. ეს სწორია იმდენად, რამდენადაც უნივერსიტეტი არ არის უმწიკლო, უცოდველი ინსტანცია, ეკლესია კი თავისი მრევლის წევრთა შორის ამ როლზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დოგმატური მტკიცების საფუძველი ისა, რომ მხოლოდ ეკლესიას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებანი საღვთო წერილის განმარტებათა სისწორეზე. თუმცა უნივერსიტეტის პრეტენზიები არანაკლებია, რადგან აქაც ჭეშმარიტების ძიების პროცესი ემყარება მისი ყველა წევრის ერთობლივ მოღვაწეობას, დისკუსიის საფუძველზე აღმოცენებულ თვითკრიტიკას, რომლის ორგანიზებაც არ ძალუძს იურიდიულად ლოკალიზებულ არც ერთ ინსტანციას.

უნივერსიტეტში შემუშავდება არამარტო ის რაც დღესაა საჭირბოროტოდ მიჩნეული, არამედ ისიც, რაც შეიძლება იქცეს გააზრების საშუალებად ფუძემდებლურ ძალთა უწყვეტი დაპირისპირების პროცესში, ეს კი თანდათან სრულ სიცხადემდე მიგვიყვანს, ამგვარი თავისუფლების შეზღუდვა შეუძლებელია, სწორედ ამას ემყარება უნივერსიტეტის ავტონომია. სახლმწიფო იცავს მას ეკლესიისგანაც და სასულიერო ხასიათის სასწავლო მეცადინეობებით შემოფარგლავს ამ უკანასკნელის საქმიანობას. უნივერსიტეტისა და ეკლესიის თავისუფლება ერთმანეთის მსგავსი როდია. სწავლების სფეროში ეკლესიისადმი მინიჭებული თავისუფლება აზროვნების ისეთ მეთოდს გულისხმობს, რომელიც უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, თვით არ ემყარება მეცნიერებისა და ფილოსოფიის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, ეკლესიის როგორც მასწავლებლის, ავტორიტეტი, ემყარება კვლევისა და თავისუფლების განუსაზღვრელობას. სახელმწიფო ანიჭებს ეკლესიას მხოლოდ გარეგნულ თავისუფლებას სწავლებაში, შინაგან თავისუფლებაზე კი არ ფიქრობს. თუ უნივერსიტეტსაც იგი გარეგნულ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ იმავდროულად მოითხოვს სამეცნიერო კვლევისა და ჭეშმარიტი აზროვნების თავისუფლებას.

კეტგენის მიხედვით, ეს არის სწრაფვა სახელმწიფოსი, რომელიც სამართლებრივ სახეს, კონსტიტუციის მეშვეობით იყალიბებს. მართლაც, სახელმწიფოს ნება, რომელშიც უნივერსიტეტი არ ერევა, რეალურად უნდა ითვალისწინებდეს ჭეშმარიტების თავისუფლებას, იდებისა და აღმოჩენათა შეუზღუდაობით ქმნიდეს პირობებს ამ სწრაფვის განსახორციელებლად. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოც თავისუფლებას, შეუზღუდავი თვითკრიტიკის ნიადაგზე, აქცევს მოვალეობად. საეკლესიო სწავლების გარანტირებული თავისუფლება მხოლოდ სახლმწიფოს მიერაა დაშვებული. იგი თავის თავს არ აიგივებს, სხვა სახის თავისუფლებასაც უშვებს. უნივერსიტეტის ჭეშმარიტება თავისი არსით არის გზა, ხოლო სწავლების ჭეშმარიტება – ამ გზაზე არსებული შეყოვნებები.

ისმს კითხვა, როდის შეიძება წარმოიქმნას კონფლიქტი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ავტონომის შორის? რა მოსდევს შედეგად ასეთ კონფლიქტს? მაინც რა გარანტიას იძლევა სახელმწიფო? იქნებ იმისას რაც აუცილებელია კონკრეტული სიტუაციის განსამარტავად? ვინ გვევლინება ამ დროს გადამწყვეტი ინსტანციის როლში?

კონფლიქტურ სიტუაციაში ასეთ ინსტანციად შეიძლება წარმოჩნდეს ორივე მხარე, როგორც სახლმწიფო, ისე უნივერსიტეტის ავტონომია. უნივერსიტეტის ავტონომია არსებითად უპირისპირდება სახლემწიფოს, როგორც ჭეშმარიტების მაძიებელი ცხოვრების წესი. მისი რადიკალურობა განპირობებულია აზროვნების მეთოდებით და ხერხებით, ასევე უწყვეტობით, რაც ამკვიდრებს მას როგორც დისკუსიურ მთლიანობას, მაგრამ ფორმალურად, სამართლებრივად მოწესრიგებულ სივრცეში, ცხოვრების ეს წესი, პრეტენზიას აცხადებს კორპორაციის ავტონომიაზე.

მთლიანობაში ძალზე ძნელდება გარკვეული ცნებებით ობიექტივაცია იმისა, რაც უნდა დაიცვას სახელწმიფომ, ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციაში, მისი წყაროსა და მიზეზის შესაბამისად აუცილებელი ხდება არგუმენტაციის ისეთი ხერხის პოვნა რომლითაც დამაჯერებლად ავხსნით ავტონომიის არსს, რომელიც დაცვას საჭიროებს.

თუ უნივერისტეტში უარყოფილია თვითკრიტიკა, როგორც ვალდებულება, მაშინ გზა ეხსნება სულ სხვაგვარ ინტერესებს, რის შედეგადაც ერთიანდებიან არაჯანსაღი ძალები, ჭეშმარიტების ძიებას კი ენაცვლება ვიწრო დოგმატიკა. გულღია დამოკიდებულებებისა და სულიერების ნაცვლად კი (ცილისწამება და შეურაცხყოფა ხომ სასამართლოთი ისჯება) გაბატონდება ინტრიგები და მანიპულაციები, რომელნიც სხვა მრუდე მეთოდებს წარმოშობენ. ამრიგად, სახელმწიფომ, რომელიც არის უნივერსიტეტის თავისუფლების გარანტი, უნდა იბრძოლოს მის მიშვებულობის აღმოსაფხვრელად, მისი ნამდვილი სახის აღსადგენად.

თუკი სახელმწიფო თვით არის დაცემული დეგრადირებული და უნივერსიტეტისადმი თავის დაინტერესებას იმით ამოწურავს, რომ ეს არის მხოლოდ მისთვის სასარგებლო ორგანიზაცია, მაშინ ცნებებით განუსაზღვრელი იდეა ჭეშმარიტებისა დამახინჯდება, დასუსტდება სახლმწიფო ინტერესების შესაბამისად, ხოლო ავტონომია, რომელიც ჯერ კიდევ იარსებებს გამოყენებული იქნება თვით სახელმწიფოს დაცვის მიზნით. ის ვინც მიიღებს განათლებას უნდა იქცეს არა მხოლოდ სწორად აგებული მანქანის ნაწილად, მის მექანიზამდ არამედ ჭეშმარიტებისა და მეცნიერების სამსახურში ჩამდგარ პიროვნებად.

სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის საქმიანობა მაშნ იქნება წარმატებული, როცა ისინი საერთო მიზნებს ესწრაფვიან, საერთო სათავიდან მომდინარეობენ. რადგან ორივეს ემუქრება გადაგვარების საფრთხე, ამიტომ მართებთ სიფხიზლის შენარჩუნება. ნდობა თანდათან, ერთობლივი მცდელობით მოიპოვება. იგი უპირობოდ და მეყსეულად არ წარმოიშობა.

უნივერსიტეტი დაკარგავს სულის ძლიერებას თუნდაც იგი ძალზე ფართო ამოცანებით იყოს დაკავებული. გარდა ამისა იგი დაკრგავს სიბრძნესაც, რომელიც ყველა სხვა ინსტიტუტზე მეტად მოეთხოვება, თუ არ დაიცავს ავტონომიას – თავის ღირსებას. იგი ვერარ შეძლებს ხალხის დარწმუნებას საკუთარი სიძლიერეში, რომელიც ჭეშმარიტების ძიებით მიიღწევა. უნივერსიტეტი ხომ ის კერაა, რომელსაც მოწიწებით უნდა შესცქეროდეს საზოგადოება, რათა უკეთესად შეიცნოს საკუთარი არსება.

ბ) უნივერსიტეტის იურიდიული გააზრება

სამართლებლივი ცნებების (ანუ ობიექტური განსაზღვრულობის ცნებების)  შესაძლებლობებზე დაყრდნობით იურიდიული აზროვნება გამოიმუშავებს სხვადასხვა ფორმას.მათი მეშვეობით იქმნება კანონების, კონსტიტუციის, წესდებათა მონახაზები, რომელნიც, ურთიერთშეთანხმების გზით იურიდიულად გამართულ, არაწინააღმდეგობრივ სახეს მიიღებენ.

თუ საქმის ვითარება ბუნდოვანია, გაურკვეველია და ეს გაურკვევლობა პრინციპული ხასიათისაა, ამ შემთხვევაში იურიდიული აზროვნება უძლური იქნება საქმის არსის ახსნაში.

იურიდიული ფორმები გარეგნულად თვალსაჩინო, გარკვეული საიმედოობის მქონე წესებს ემყარება. იურიდიული სფეროს საზღვრების ხელშესახები, მკაფიო სახით დადგენა თვით ამ სფეროს ამოცანაა. ეს მიზანი მიუღწეველი დარჩება თუ შევეცდებით თავი მოვიტყუოთ და იურიდიული ცნებებით განვმარტოთ ის რაც ამ გზით განუმარტავია. ასეთ ცნებებად უფრო ზუსტად ,,არაცნებებად“ მიგვაჩნია ჩვენ მაგალითად, ,,ფაქტების ნორმატიული ძალა“ და სხვები.

უნივერსიტეტს ახასიათებს წინააღმდეგობანი, რომელნიც თვით საგანთა ბუნებაშია: იგი სახელმწიფო ინსტიტუტიცაა და ავტონომიასაც ფლობს. ერთის მხრივ ის დამოკიდებულია სახელმწიფო აქტებზე, მეორე მხრივ, დაცულია მისი ჩარევისა და მითითებებისაგან. სამართლებლივი სფეროს შეზღუდვა საერთოდ შესაძლებელია, რადგან გარეგნული ასპექტები ასე თუ ისე განსაზღვრებადია (მათ მნიშვნელოვანი შედეგები მოყვება). თუმცა როცა საუბარია თვით სულის ავტონმიურ არსებობაზე, ეს შეზღუდვა დაუშვებელია. აქ მხსნელად გვევლინება მხოლოდ უნივერსიტეტსა და სახელმწიფოში არსებული ჭეშმარიტების დამცველი კანონების თანხვედრა. ამ ნიადაგზე წესრიგდება სამართლებლივი ურთიერთობები, რომელნიც თავიანთი არსით სწორედ  ამ ერთიანობას, ურთიერთ– შეთანხმებას ემყარებიან. უნივერსიტეტისა და სახელწიფოს ერთიანობა მოითხოვს, რომ კულტურის სამინისტრო თავისი შემადგენლობით – მინისტრები, ჩინოვნიკები – ისეთ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენდეს, რომელთათვის ძვირფასია უნივერსიტეტის იდეა, მხოლოდ ასეთი ადამიანების დარწმუნებას შეძლებენ უნივერსიტეტის საღი ძალები, მხოლოდ მათ შეუძლიათ ააცილონ თავიან უნივერსიტეტს ჭეშმარიტების ძიების გზიდან გადაცდენა. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართავად ხელმძღვანელებად დანიშნავს არაკომპეტენტურ ადამიანებს მაშინ უნივერსიტეტი მოითხოვს მათ დათხოვას სამუშაოდან, მას უფლება აქვს სახელმწიფოს ისეთ პიროვნებების დანიშვნა მოთხოვოს, რომელნიც თავიანთი აზროვნებით და განათლებით შეეფერებიან უნივერსიტეტს, განავითარებენ მის იდეას. მხოლოდ ასეთი ადამიანების გარემოცვა დაამკვიდრებს უნივერსიტეტში სოლიდარობისა და ნდობის ატმოსფეროს.

თუკი უპასუხისმგებლო პარტიული ხელისუფლება კულტურის მინისტრად დანიშნავს არაკვალიფიციურ პიროვნებას მაშინ უნივერსიტეტს, რომელიც იცავს თავის ავტონომიას, არ აქვს გაჩუმების უფლება, მან უნდა გამოიყენოს თავისი მტკიცების ძალა და საჯაროდ გამოხატოს საკუთარი აზრი (თუნდაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით) რაც ზნედაცემული პოლიტიკოსებისთვის ერთადერთ საზრუნავს, ერთადერთ საშიშროებას წარმოადგენს).

სახელმწიფო იბრძვის ძალადობის გზით (არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, არასწორად მოაზროვნე პარტიები ხალხის სახელით მოიპოვებენ უფლებას უკონტროლო, თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებისა).

თუ სახელმწიფო ნორმალურია, ის ძალადობის ნაცვლად მტკიცების ძალას გამოიყენებს. უნივერსიტეტი კი მხოლოდ ამ ძალას ეყრდნობა და პასიური წინააღმდეგობით, შინაგანი ჯანყით პასუხობს ძალადობას. მას შეუძლია მოუწოდოს ხალხს უსამართლობის წინააღმდეგ აღსადგომად. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცუდი გამოსავალია რომელიც არ გამორიცხავს შემთხვევითობებს.

უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს კოოპერაცია ასევე მოითხოვს, რომ ყველაფერი დაწყებული საუნივერსიტეტო წესდებით (სტატუსი, კონსტიტუცია) და დამთავრებული ყოველგვარი დადგენილებებით – ახალი კათედრების, სამეცნიერო წარმომადგენლობების, ახალი ინსტიტუტების დაარსება – ერთიანი კონსულტაციის შედეგად შეთანხმების გზით იქნეს დადგენილი. უნივერსიტეტის წესდება ინიციატივას და ძალმოსილებას უნდა შეიცავდეს, მიუხედავად იმისა, ვის მიერაა შემუშავებული ის – თვით უნიევრსიტეტისა თუ სამინისტროსი. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი მიიღწევა მხოლოდ ორმხრივი გადაწყვეტილების ნიადაგზე, ასეა ყველა სფეროში გარდა ერთისა: კვლევისა და სწავლების პროცესი მთლიანად პედაგოგებისა და მეცნიერების განკარგულებაშია. უნივერსიტეტის ავტონომია თითოეულ მათგანს ანიჭებს განუსაზღვრელ თავისუფლებას. ამ პროცესში ჩარევის უფლება არათუ სახელმწიფოს თვით უნივერსიტეტსაც კი არ აქვს.

გ) თავისუფალი და ტოტალური სახელმწიფო.

უნივერსიტეტი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან, მაგრამ ყოველგვარ სახელმწიფოში იგი ვერ იარსებებს, რადგანაც ის განამტკიცებს ჭეშმარიტებით მოპოვებულ თავისუფლებას. უნივერსიტეტი მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში უნდა დაფუძნდეს, რომელიც თვით ისწრაფვის ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ, თვითონვე იმსჭვალება მეცნიერული სულით, უნივერსიტეტის იდეით.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა მიზნად არ ისახავს არც ამგვარი სახელმწიფოს , არც ამგვარი უნივერსიტეტის შექმნას. ეს არასდროს მოხდება.

უნივერისტეტის იდეის სრულყოფილი განხორციელება, არსადაა შესაძლებელი, რადგან პოლიტიკური და პერსონალური თავისუფლება არცერთ ქვეყანაში არ ემყარება ჭეშმარიტებას იმ დონეზე რომ ის ნამდვილ თავისუფლებად იქცეს. განსხვავება ისაა, თავისუფლებისკენ ისაა, თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ხსნილია თუ შეკრული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვაობას ქმნის თვით სახელმწიფოს მოთხოვნილება, რას ემყარებოდეს – ჭეშმარიტებას თუ სიცრუეს, ფიქციას, სიყალბეს (გარეგნულად ეს ასე გამოიხატება – სახელმწიფოები, რომელნიც ისწრაფვიან თავისუფლებისაკენ ნერგავენ აზრისა და სიტყვის განუსაზღვრელ საჯაროობა, არათავისუფალი სახელმწიფოები კი პირიქით უარყოფენ საჯაროობას, სულიერების ნაცვლად აწესებენ სახელმწიფოს ნების შეუვალობას, ებრძვიან ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვას. რაც მათთვის მომშხამველია. რკინის ფარდებით კეტავენ საზღვრებს). ტოტალურ სახელმწიფოში ჭეშმარიტებას ფრთებს არავინ შეასხამს, რადგან ის ნგრევით დაემუქრება რეჟიმის საფუძვლებს, თვით რეჟიმს.

ტოტალურ სახელმწიფოში მეცნიერება ძალაუფლების იარაღია, რამდენადაც იგი გამოდგება საამისოდ. იგი არ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს, რომელსაც თავისუფლებისაკენ მივყავართ.

ასეთ სახელმწიფოში სასწავლო დაწესებულებების მოვალეობაა კვალიფიციური მუშების (ფართო გაგებით) და ფუნქციონერების გაწვრთნა. ინსტიტუტი, რომელიც უნივერისტეტის სახელს ატარებს, მხოლოდ სახელწოდების გამო ვერ ჩაითველბა უნივერსიტეტად. ტოტალურ უნივერისტეტში თავისუფლად მუშაობენ მხოლოდ ზოგიერთი დარგის სპეციალისტები, პირველ რიგში საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ფაკულტეტებზე. მაგრამ ასეთი უნივერისტეტი მაინც არ არის მთლიანობა. ისეთი გაუგებრობებიც ხდება რომ თავისუფალი უნივერისტეტები, რომელნიც გაურკვევლობაში აღმოჩნდებიან აღიარებენ ტოტალურ დაწესებულებებს და მათთან ერთად ქმნიან ყოვლისმომცველ მთლიანობას.

თავისუფალ სახელმწიფოში თავისუფალი უნივერსიტეტი ზესახლმწიფოებრივი და ზენაციონალური ჭეშმარიტების ადგილს იკავებს. ჩვენს დროში ეს მისი არსებობის ერთადერთი ფორმაა. იგი აერთიანებს ადამიანებს არასწორხაზოვანი, დოგმატური აზროვნების, არამედ მრავალფეროვანი კომუნიკაციის საფუძველზე დამყარებული უსასრულო მოღვაწეობის ფარგლებში. იქ სადაც ჭეშმარიტება სუფევს სულიერ ძალთა პლურალიზმი სრულიად ბუნებრივია.

ამრიგად უნივერსიტეტი რომელიც ზეპოლიტიკური, უფრო მეტიც აპოლიტიკურია, ერთადერთ საკითხში ამჟღავნებს ,,პოლიტიკურობას“ ჭეშმარიტებისკენ მისი სწრაფვა არ შეესაბამება ტოტალური სახელმწიფოს ინტერესებს. პოლიტიკა ასეთ სახელმწიფოში თავისთავად მკვდარია (მის ადგილს იკავებს მანიპულაციები, რომელიც ნაწილობრივ აღწერა მაკიაველიმ, განსაკუთრებით მძაფრად კი მოცემულია ინდურ ,,არტაშასტრაში“. მთელ მსოფლიოში გავრცელდა მანიპულაციათა ამგვარი სისტემა, რომელიც ბატონობდა ადამიანებზე, მათ შორის დასავლეთ ევროპაში და მხოლოდ დღეს ტქნოლოგიური ცივილიზაციის ეპოქაში იქნა უკუგდებული). ამიტომაც უნივერსიტეტის არსებობა შეუძლებელი იყო ნაციონალ – სოციალისტების არსებობის რეჟიმში, საერთოდ ყველა ტოტალურ სახელმწიფოში ის გაუქმდა. მართალია ის სოციალისტურ და კომუნისტურ ეკონომიკას ეგუებოდა, მაგრამ ტოტალიტარიზმს– არასოდეს. პოლიტიკა რომელიც ვერ ითავსებს ჭეშმარიტებას ვერც უნივერსიტეტს შეითავსებს.

ჭეშმარიტებას რომელსაც ემსახურება უნივერსიტეტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომელნიც ჭეშმარიტების წყალობით იქცევიან მოქალაქეებად პოლიტიზებულ, საზოგადოებრივ არსებებად. მხოლო ასეთი ადამიანები ემსახურებიან ჭეშმარიტებას და თავისუფლებას. ამგვარ პიროვნებას შესწევს უნარი არ დაემოჩილოს ტოტალურ რეჟიმს და იცხოვროს სხვა ადამიანებთან ერთად მათ მიერვე დადგენილი და დაცული წესრიგის პირობებში. შესაბამისად, უნივერსიტეტის იდეა გულისხმობს შემდგომ ამოცანას: გამუდმებით აირეკლოს, დაანახოს სამყაროს როგორც თავისი სახე ისე საკუთვრივ მისი ანუ უნივერსიტეტისაც. თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე თავს იჩენს მის წინააღმდეგ მიმართული ტენდენციები, ფაქტობრივი სიცრუე, რომელიც უნდა გამოვლინდეს და დაიძლიოს. ეს უნივერსიტეტს ევალება. თუ თავისუფალი სამყარო შეეცდება იყოს მართალი და ამ გზით ჭეშმარიტად თავისუფალი, ის, მართლაც დაიმკვიდრებს თავს ასეთად. სხვაგვარად ის ტოტალური უღლის ქვეშ აღმოჩნდება, რომელიც სპობს მასაც და თავისუფლებასაც. უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველჰყოს საერთოდ პოლიტიკის და მასთან ერთად საკუთარი არსებობა ისეთ ნებაყოფლობითი სულიერი ძალების მეშვეობით როგორიცაა: განათლება, ურთიერთგაგება, დარწმუნება და ჭეშმარიტება.

4. რეფორმა და აღორძინება

დღეს უნივერსიტეტი მთელი თავისუფლი სამყაროს პრობლემად იქცა. ყველას სურს მისი გაუმჯობესება.

სანამ ამ თემაზე განსჯას დავიწყებდეთ, უნდა განვასხვაოთ ორი რამ: ერთი მხრივ ის რაც შეიძლება გეგმაზომიერად ორგანიზებული გავხადოთ, მატერიალურად ვაწარმოოთ, კანონების მეშვეობით მოვაწესრიგოთ, ინსტიტუციურად ვაშენოთ და მეორე მხრივ ის რაც წინ უნდა უსწრებდეს ამ მიზანმიმართულ შენებას ანუ იდეა, რომელიც თითოეული ადამიანის სერიოზულ განზრახვას, მის გადაწყვეტილებებს ემყარება და მიზნად ისახავს დაგეგმარების განსაკუთრებულ მასშტაბურობას. ეს განსხვავება მიუთითებს ფუნდამენტურ ფაქტზე: მართალია უმაღლესი სკოლის შესაბამისი რეფორმა რეალურად უნდა განახორციელონ სახელმწიფომ და საზოგადოებამ, მაგრამ მათ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ ზედროული არსის მქონე იდეით. რეფორმა მოითხოვს მატერიალურ სახსრებს მაგრამ არანაკლებ საჭიროა მისთვის დაუგეგმავი სულიერი ინიციატივა.

რეფორმები, რომელიც ხორციელდება გაუთავებელი ყოველგვარ იდეას მოკლებული პრაქტიკულად თვითნებური დეტალიზაციისა და რეგლამენტაციის გზით არაფრის მაქნისია. შეუძლებელია იდეის დასწავლა, ის აღმოცენდება თვითშემეცნების ნიადაგზე, რომელსაც ტრადიციულად აქვს ქმედითობის პრეტენზია აღორძინების პროცესში.

ის რის აღსრულებაც შეუძლებელია უნდა გაღვივდეს მაინც. ერთობლივი საქმიანობა მხნეობას გვმატებს. ჩვენ კი არ უნდა გავიმეოროთ უკვე განვლილი გზა, არამედ აწმყოში განვახორციელოთ მარადიული იდეა, რომელიც ქმედითი იყო წარსულში და მუდამ მიმართულია მომავლისკენ.

უნივერსიტეტის რეფორმის წინაპირობაა აღორძინება ერთიანი აზროვნების ფარგლებში. ის მიღწევა ცალკეულ სწავლულთა მიერ უნივერსიტეტის იდეის გააზრება– განხორცილებით, რეფორმის გზების დასახვით, რომელსაც უნივერისტეტის მთლიანობის შენარჩუნება ექნება მიზნად. დღევანდელ განწყობას უნივერსიტეტის მიმართ განამტკიცებს იმის შეგნება, რომ მისი იდეა მარადიულია, ყოველ დროში არსებული, მისი ჭეშმარიტება ისტორიული მეხსიერებითაა დადასტურებული. იგი არ ძველდება, არ ხუნდება, მარად განახლებადია, კვლავ და კვლავ ვითარდება ახალ გარემოში და ახლებურ სახესაც იძენს. სწორედ ამაშია უნივერსიტეტის იდეის ძლიერება. იდეის თანამედროვე მიდგომა წარმოქმნის აზროვნების ისეთ ფორმებს და მასშტაბებს რაც აუცილებელია უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. თუ რეფორმის მოტივები არ ემყარება უნივერსიტეტის იდეას, მაშინ ასეთი რეფორმა ზედაპირული ბუნდოვანი და გაურკვეველი იქნება. უნივერსიტეტისთვის ღვწვა და ფიქრი მხოლოდ ისეთ პიროვნებას ძალუძს ვინც თავის თავში ატარებს მის იდეას. თუ ეს ასე არაა მაშინ ადამიანი უნივერსიტეტს აღიქვამს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც გარკვეული მიზნებით და საშუალებებით არის შექმნილი და ემსახურება საზოგადოებას, მის ნორმებს. თითქოს მიზანიც ცხადი და ნათელია: ისეთი პროფესიების დაუფლება, რომელთაც სპეციალური ცოდნა სჭირდება. პროფესია, ასეთი ადამიანის გაგებით არის მხოლოდ წარმოების საშუალება ისე როგორც საქონლის გასაღება და თვითწარმოება. ასეთი წარმოება ინიღბება ტრადიციული რიტორიკული მიმოქცევებით.

ის კი ვინც იღვწვის უნივერსიტეტის იდეით განმსჭვალული, თავისი მეცნიერული კვლევითაც განამტკიცებს ამ იდეას, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ მოიაზრებს თავის გამოკვლევას, როგორ ასწავლის სტუდენტებს, როგორ ასახავს თავის თხზულებებში  საქმის ვითარებას.

ასეთი პიროვნება მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვაში და ხელმძღვანელობს მიზნებით, რომელთაც უბრალოდ კი არ ამკვიდრებს რაციონალიზმის გზით, არამედ ესწრაფვის როგორც სულიერებას, რათა მისი მეშვეობით განხორციელოს უნივერისტეტში მიმდინარე პროცესები.

სულიერება ის სათავეა საიდანაც მომდინარეობს აღორძინება. ეს არის უნივერსიტეტის იდეა, რომელიც ძალმოსილი ხდება მეცნიერთა და მკვლევართა ერთანობით. ამის გაცნობიერება მხოლოდ რაღაცის ცოდნა კი არაა, არამედ სიცოცხლისადმი რეალობის მინიჭება ( მის სამსახურში დგომა).

ერთი  რამ კი უეჭველია გერმანული ყაიდის უნივერსიტეტი უდიდესმა რეფორმამ შეიძლება ან ააღორძინოს ან დაღუპოს, ან სულიერ მოძრაობაში მოიყვანოს, ან გარეგნული ბიუროკრატიული წესრიგის მიღმა დაამკკვიდროს სრული შინაგანი ქაოსი. უნივერსიტეტის ამოცანები განუხორციელებელი დარჩება, თუ ავღზრდით ისეთ მუშაკებს, რომელთა მიზნებიც არაარსებითია, საკუთარი თავის უარმყოფელია, რომელნიც მოემსახურებიან კერძო ინტერესებით შეზღუდულ ტექნოგენური საზოგადოების მასას. ასეთი მიზნებით შემოფარგვლა ხელს შეუშლის თვით მათ განხორციელებას. უნივერისტეტთან ერთად დასუსტდება სახელწმიფოც და საზოგადოებაც.

არავითარი მატერიალური სახსრები საქმეს არ უშველის, თუ არ იქნება საერთო ნება, მცდელობა ყოველ ცალკეულ სფეროში ჭეშმარიტების ძიებისა. ეს კი განხორციელდება უნივერსიტეტის იდეის საფუძველზე. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტის რეფორმა ისახავს ორ ამოცანას.

5. უნივერსიტეტის რეფორმის ამოცანები

ინსტიტუტების, სემინარების, ბიბლიოთეკის დაარსება. მასწავლებელთა ადგილის გაზრდა, ზრუნვა სტუდენტებზე, რათა მათ შეძლონ, თავდაუზოგავად სწავლა. ეს ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტისთვისაც აუცილებელია მატერიალური ბაზის შექმნა, ფინანსური დახმარება. კიდევ ერთხელ შეიძლება მივუთითოთ თუ რა დიდი მასშტაბის უნდა იყოს ეს დახმარება, რადგანაც საქმე ეხება საზოგადოდ სწავლების არსს.

გერმანელი ხალხის მომავლისთვის სწავლებასა და აღზრდას ვერმახტზე ნაკლები მნიშვნელობა როდი აქვს. აღზრდის სისტემის ცუდი ორგანიზაცია თავისი დამღუპველი შედეგით ათწლეულების მანძილზე იჩენს თავს, მოცემულ მომენტში კი ადამიანთა არსება დამოკიდებულია იმაზე რამდენად შევინარჩუნებთ მშვიდობას და თავიდან ავიცილებთ ძალადობას. ამიტომაც პოლიტიკოსები პარლამენტარები და მთავრობა ინტერესდებიან უფრო ვერმახტით ვიდრე განათლების პრობლემებით. მაგრამ ერთსაც და მეორესაც აღემატება სოციალურ პოლიტიკაზე ზრუნვა, რომელიც სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა. მას ხომ ხელშესახები სარგებელი მოქვს ყველა ჯგუფის მოქალაქეებისათვს, რომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც არჩევნებში წარმატების საწინდარია. არზრდის პრობლემები მეორე პლანზე გადადის. ის რაც უმნიშვნელოვანესია ხალხის სულიერი, მორალური დონის ამღლებისათვის სამომავლოდ გვევლინება არარსებით საქმედ პოლიტიკოსთათვის.

დავუშვათ რომ სახელმწიფო მოღვაწეთა შორსმსჭვრეტელობის წყალობით გამოიყო განათლებისთვის საჭირო სახსრები საკმაო რაოდენობით, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმის საბოლოო წარმატება დამოკიდებულია ამ სახსრების სათანადოდ გამოყენებაზე. ამრიგად უნივერსიტეტის რეფორმაში გადამწყვეტი როლი ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომელნიც სათავეში ჩაუდგებიან რეფორმისტულ ღონისძიებებს.

აქ იგულისხმება ორი ძირითადი ამოცანა: პირველი – მშენებლობისა და ორგანიზაციის დაგეგმვა, მოზღვავებული მასების თვალსაჩინოდ დაჯგუფება, პროფესორებს, დოცენტებსა და ასისტენტებს შორის მოვალეობების განაწილება, ორგანიზაციის გარდაქმნა, უფლებათა განმტკიცება, რის შედეგადაც ორგანიზაცია იურიდიულად გაფორმდება და სხვა. მეორე – აღორძინება უნივერისტეტის იდეისა, რომელიც დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს ორი ამოცანა თანაბარი მნიშვნელობის როდია. მთავარი მაინც უნივერისტეტის იდეაა, რომელსაც სჭირდება სათანადო ხელმძღვანელობა. ყოველივე ეს უნდა აღვასრულოთ თუ მართლაც გვსურს რეფორმის განხორციელება ახალ სიტუაციაში და მხოლოდ წვრთნისა და ზუთხვის სისტემას არ ვქმნით, რომლის დროსაც უნივერსიტეტი ოდენ სახელწოდებას ინარჩუნებს თვით კი იღუპება.

ნებისმერ ცვლილებას უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მიზნები (იგულისხმება კონსტიტუცია, თვითორგანიზაციის ფორმები, საინსტიტუტო უფლებანი, სწავლების ტიპები, თვითმეცადინეობები). ამავე დროს უნდა უზრუნველვყოთ ყოვლისმომცველი საღი კრიტიკის ატმოსფერო, გავაჯანსაღოთ სულიერი ცხოვრება, დავნერგოთ სიახლეები კვლევისა და სწავლების სფეროში. ორივე ეს ამოცანა ერთი თანმიმდერობით კი არ უნდა განხორციელდეს, არამედ ერთდროულად. ამასთან, პირველი მათგანს დანიშნულებაა მიზნის მისაღწევი სახსრების მოზიდვა და დამუშვება, მეორეს თავისებურება კი ისაა რომ ვერავითარი დაგეგვმა და ორგანიზაცია მის განხორციელებას ვერ განაპირობებს. ეს მიიღწევა ცალკეულ მკვლევართა, პედაგოგთა და სტუდენტთა მეშვეობით, რომელთა არსებაშიც ცხოვრობს იდეა. ორგანიზაციის პროცესი მხოლოდ ხელს შეუწყობს იდეის აღორძინებას მაგრამ არ განსაზღვრავს მას. უნივერიტეტის იდეით განმსჭვალული პროცესი ორგანიზებისა მუდამ გულისხმობს ამ შესაძლებლობებს და ყველანაირად ხელს უწყობს მათ გამოყენებას.

უნივერსიტეტის რეფორმის ,,ორსახოვნება“  იმას ნიშნავს რომ ორივე ეს ამოცანა დამოკიდებულია ჯერ ერთი უნივერისტეტის სისტემურ მოწყობასა და ორგანიზებაზე, მატერიალურ უზრუნველყოფაზე, აზროვნების წესის შინაგან გარდაქმნაზე რაც გადამწყვეტია უნივერსიტეტის იდეის ახალი ფორმით აღორძინებისთვის. სტუდენტთა მასების სასწავლო პროცესში თვითმიზნურად ჩართვა არავითარ შედეგს არ გამოიღებს, იდეით შიშველი სპეკულირება კი ირეალურ ფანტასმაგორიად იქცევა. თუ როგორ უნდა შევათავსოთ ეს ორი ამოცანა, ამას გვიჩვენებს გადამწყვეტ საუნივერსიტეტო ღონისძიებათა სულიერი მოტივაცია, რომელიც ფაქტიურად უნივერსიტეტის ბედ – იღბალს განსაზღვრავს.

სულიერი არისტოკრატია, რომელიც ხალხის წიაღიდან მომდინარეობს და არსებითად ეთოსშია დამკვიდრებული, თითოეული პიროვნების დაუზოგავი სულიერი ვნება, ნიჭიერება – ყველა დროში უმცირესობის თვისებაა. უნივერსიტეტის იდეაც უმცირესობსკენაა მიმართული. ყოველივე ეს მაშინ მოიტანს სარგებლობას, თუ ნორმები სულიერების ამ სათავეს დაემყარება, თუ საშუალო მონაცემების მქონე ადამიანების კი იგრძნობენ თავიანთ საჭიროებას, საკუთარ ფასეულობას როგორც განათლების ისე მაღალსულიერების თვალსაზრისით. მაგრამ რადგანაც არისტოკრატობა განისაზღვრება დემოკრატიული გზით და არა მასზე პრეტენზიებით უნივერსიტეტიც უნდა ითვალისწინებდეს საყოველთაო ინტერესებს როგორც სტუდენტების ისე დოცენტებისა, მათი აზროვნების წესს. უნივერსიტეტის არსებობის აუცილებელი პირობაა ახალ – ახალ აღმოჩენათა წახალისება, რაც გარკვეულ პიროვნებებსა და მათ მიღწევებზე მოახდენს ზეგავლენას.

 

თარგმნეს

ელისო კალანდარიშვილმა და

ეკა ნავროზაშვილმა

 

მომსახურება

  • კვლევა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა
  • დისკუსია
  • სოციალური მხარდაჭერა
  • აქციები

გვეხმარებიან

Logo
Logo

კონტაქტი

ტელ: 599 36 58 45

მოგვწერე