Print

რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?

ავტორი: მაგდა რუხაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

პირველ რიგში დავსვათ კითხვა თუ რას ნიშნავს თავისუფალი დრო? თავისუფალი დრო  არის ადამიანის ნებაყოფლობითი საქმიანობის განსახორციელებლად დროის ის მონაკვეთი, რომლის შესრულებაც კმაყოფილებას გამოხატავს და რომელიც არ უკავშირდება სამუშაო ან / და სასწავლო ვალდებულებებს. 

ჩემთვის პირადად თავისუფალი დროის გამოყენება არ გულისხმობს მაინც და მაინც დასვენებას ან გართობას. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ვარ დაკავებული სამეცნიერო აქტივობებით როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე სამსახურში და მის გარეთ. მინდა დეტალურად აღვწერო ჩემი აქტივობები. დაინტერესებული ვარ საკუთარი უნარების განვითარებით, ამიტომ აქტიურად ვერთვები ე.წ. „კლასგარეშე“ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს ჩემი როგორც მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას. 

 

შარშან ზაფხულში თავისუფალი დრო როდესაც მქონდა, გადავწყვიტე, რომ რაიმე პროექტში ჩავრთულიყავი, ვნახე ერთ-ერთი ორგანიზაციის ( GIP) განაცხადი, სადაც მოთხოვნა იყო, რომ უნდა შეგვექმნა გუნდი და წარმოგვედგინა განაცხადი არსებული თემებიდან გამომდინარე, პროექტი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული. ერთ-ერთი ასეთი თემა იყო დისკრიმინაცია, შესაბამისად თავში მომივიდა აზრი, რომ გამეკეთებინა კვლევითი და შემეცნებითი პროექტი სახელწოდებით „ეთნიკური სტერეოტიპები, როგროც ბარიერი  განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და კარიერული წინსვლისთვის“, საბოლოოდ ჩემი პროექტი 3 გამარჯვებულს შორის მოხვდა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგვიფინანსა, 4 თვე აქტიურად ვიყავი ჩართული ეთნიკურ უმცირესობებთან აქტივობების ჩატარებაში, საბოლოო შედეგები კი ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში წარვადგინე, შევხვდი საქართველოს ელჩს ბატონ იზორიასაც. წინა ზაფხული იმ მხრივაც დამამახსოვრდა, რომ ორგანიზაცია „Umbrella”-ს ადამიანის უფლებნების პროექტში ჩავერთე, ღონისძიება ბაკურიანში შედგა, არაერთი მეგობარი გავიჩინე და არაფორმალური აქტივობებით უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე უფლებების კუთხით. ზოგადად  ყოველ წელს, როცა  უნივერსიტეტიდან მაქვს არდადეგები ვერთვები სხვადასხვა აქტივობაში, მაგალითისთვის ბოლო წლებში ვიყავი დელეგატი „ევროკავშირის სამიტზე“, ბაქოში დავესწარი „პოლიტიკისა და სამოქალქო აქტივიზმის სკოლას“, ჩემით დავწერე სამეცნიერო ნაშრომი ადრეულ ქორწინებაზე  და რომში წარვადგინე, რის შემდეგაც საუკეთესო მეცნიერი სტუდენტის სტატუსი დავიმსახურე უნივერსიტეტში, ასევე ვიყავი ორგანიზაცია AIESEC ის დელეგატი „კულტურის კვირეულის“ და „საგანამანათლებლო სამიტის“ ფარგლებში. 

ბოლო დროს ონლაინ კურსებსაც ვესწრები სწავლის პარალელურად, როდესაც მიჩნდება თავისუფალი დრო, მაგალითისთვის 2022 წელს გლაზგოს უნივერსიტეტის სერტიფიკატო ავიღე „გენდერის რეპრეზენტაციის“ კურსის გავლის შემდეგ. ამჟამადაც ვმონაწილეობ  საქპატენტის პროგრამაში „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა“ და ივნისში გამოცდის ჩაბარების შემდეგ შესაბამის საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს მივიღებ. ამ ზაფხულს მნიშველოვანი გეგმებიც მაქვს, ამერიკელ მკვლევართან ერთად ვაპირებ ანთროპოლოგიური კვლევის ჩატარებას და მოგზაურობას ღვინის გზაზე, ვფიქრობ მსგავსი გამოცდილება კიდევ უფრო გამზრდის როგორც მკვლევარს. ამას გარდა, მინდა AIESEC საზაფხულო გაცლით პროგრამით წავიდე 6 კვირით ევორპის რომელიმე ქვეყანაში, როგორც ვიცი ეს ყოვლივე ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მინდა მოხალისეობით წვლილი შევიტანო საზოგადოების განვითარებაში. 

ჩემთვის ურთიერთობებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მყავს ყველაზე ღირებული მეგობარი, 17 წელია ერთად ვართ, მე და ანასტასია ვაპირებთ, რომ 1 კვირით ერთად წავიდეტთ ფლორენციაში და იტალიური რენესანსის სული შევიგრძნოთ, ფოტოებსაც გადავიღებთ, ვნახავთ მუზეუმებსაც. ზოგადად თავისუფალ დროს ძირითადად მასთან ვატარებ, ვუზიარებ ჩემს ყოველდღიურ ამბებს, ერთად დავდივართ ხოლმე კინოში, გალერეებში, ბუნებაში და ვტკბებით თითოეული მომენტით, თან ბავშვობის ამბებსაც ვიხსენებთ ხოლმე. 

ამ ზემოხსნებულის გარდა არაერთი გატაცება მაქვს, ყველაზე მეტად მაინც ხატვა მიყვარს. 6 წლიდან ვხატავ, ჩემი პირველი ნამუშევარი 7 წლის ასაკში 1000 ევროდ გავყიდე, მახსოვს British council ის ღონისძიება იყო და ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა, თემატიკა იყო „ხედი ჩემი ფანჯრიდან“.  მღთიანობაში 100- მდე გამოფენაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ჩემი ჟანრი მაინც ნატურმორტებია და გამორჩეულად ბროწეულებს ვხატავ, მიყვარს პორტრეტების და პეიზაჟების ხატვაც. ბავშვობიდან დავდიოდი სიმღერაზე და ასე გამყავდა თავისუფალი დრო, ქართული ფოლკლორის აკადემია მაქვს დამთვრებული, ვთამაშობდი მიუზიკლებში და ბავშოვაბში ცნობილმა კომპოზიტორმა  მანანა მერაბიშვილმა ჩემთვის 2 არაჩვეულებრივი სიმღერაც დაწერა. ამას გარდა ვუკრავ საკმაოდ უცხო ინსტრუმენტ კალიმბაზე. ხელოვნება მაინც გამორჩეულად მიტაცებს, ბოლო დროს დავიწყე ალმასებით მოზაიკების გაკეთებაც. 

ენების სწავლას ვცდილობ ხოლმე თავისუფალ დროს, პანდემიის დროს როცა მქონდა შესაძლებლობა კორეული ენა ვისწავლე, ონლაინ მამაეცადინებდა ჩდემი პედაგოგი, 2 წლიანი ბეჯითი მჯუშოაბის შედგად საერთაშორისო სერიტიფკატიც ავიღე. 

რა თქმა უნდა წიგნების კითხვაც მიყვარს, თავისუფალ დროს დავდივარ წიგნის ფესიტივალებზე, ვარჩევ ძირითადად ფილოსოფიურ წიგნებს, საყვარელი გამომცემლობაც მყავს „აგორა“, ძირითადად ფრანგ ფილოსოფოსების ნაშრომებს თარგმნიან და ეს კიდევ უფორ მიზიდავს. მუსიკითაც ვარ დიანტერესებული, ვუსმენ სხვადახვა ჟანრს, კლასიკა მიყვარს ძალიან, გამორჩეულად ვაფასებ შოპენს და ვივალდის, თუმცა თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიაც მომწონს და ალბომების კოლექციაც მაქვს ამ მხრივ, მუდმივად ვადევნებ მუსიკალურ ინდუსტრიას თვალს. მოდითაც ვარ დაინტერესებული, ნივთების გამოწერა მიყვარს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ხშირად ჩამომდის ამანათები, არ მიყვარს როცა სხვების მსგავსად მაცვია, მომწონს როცა გამოვირჩევი ხოლმე ჩემი გემოვნებით. განსაკუთრებით სამკაულები მხიბლავს და ეს უფრო ინდივიდუალურს მხდის. ხატვის გამოცდილებიდან გამომდინარე ფერების შეხამებაც კარგად გამომდის, ეს აისახება ჩემს მაკიაჟზეც. 

რომ შევაჯამოთ, თავისუფალ დროს ძირითადად იმაში ვიყენებ, რომ დავხვეწო უნარები და უფრო მეტად განვვითარდე. ვფიქრობ, განვითარებისკენ სწრაფვა ნებისმიერი ახალგაზრდის მიზანი უნდა იყოს. 

 

დანართის სახით შემოგთავაზებთ ჩემს ნახატებს და ალმასების მოზაიკას: