Print

საუბარი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე

ავტორი: მეგი საჯაია | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

მეგი საჯაია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 ქართულ ლიტერატურას  საუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი  ნაწარმოები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია „შუშანიკის წამება“ გახლავთ. ქართველებს ძალიან ბევრი ლიტერატურის ნიმუში გვაქვს , რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ათასჯერ გაგონილს ერთხელ წაკითხვა სჯობს. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ აუცილებლად გადაშალეთ ილია, აკაკი, ვაჟა და არ დაგავიწყდეთ რუსთაველი. ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა.

 

მწერლები და პოეტები საზოგადო მოღვაწეობასაც ითავსებდნენ;  თავინთ ნაწარმოებებში ერის ტკივილსა თუ სიხარულზე წერდნენ.ისინი  საზოგადოებას ნაკლოვანების აღმოფხვრაში ეხმარებოდნენ და თავისუფლების აუცილებლობაზე „ქადაგებდნენ“. ასე იქმნება კულტურა, ისტორია. ასეთი ადამიანები საუკუნოდ ერწყმიან სამშობლოს სახელს.ლიტერატურის კლასიკოსები ქმნიან პერსონაჟებს, რომლებსაც საზოგადოება ბაძავს. ამის დასტურია რომ  სოციალურ ქსელებში უამრავ დათა თუთაშხიას , ლილეს, თორნიკე ერისთავს, ვასიკო კეჭერაძეს  ან დომენიკოს  ნახავთ.ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენი თანადროული მწერლები თუ პოეტები გვთავაზობენ თავიანთ ნაწარმოებებს. რა არის მათი წერის მოტივი?  მუზების „მოგერიება“ თუ ზრუნვა საზოგადოებაზე. ერთხელ ერთმა მეგობრამა მითხრა წერა დიდი პასუხისლმგებლობაა და ვცდილობ ეს ნიჭი ხალხის სასარგებლოდ გავიმოყენო, მივუთითო მათ ნაკლსა და ღირსებაზე, ვანახო რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყნადო.

„ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია”.  სანამ სტატიის წერას დავიწყებდი მეგობრები გამოვკითხე, ვინ არის მათი საყვარელი თანამედროვე მწერალი.აღმოჩნდა რომ ნაკლებად ეცნობიან თანამედროვე მწერლების შემოქმედებას. თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ მინდა ვთქვა, რომ მათ საზღვარგარეთ აფასებენ. რატი ამაღლობელის, დეფი გოგიბედაშვილის, ლაშა ბუღაძისა და სხვათა ნაწარმოებები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი .

სულ ახლახანს ლიტერატურულ საღამოზე გახლდით, რომელიც თანამედროვე ქართველმა პოეტებმა გამართეს. საკმაოდ , საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიება იყო . ისინი ცდილობენ საკუთარი ემოციები გადმოსცენ  რითმით ან მის გარეშე. თემატიკა მრავალფეროვანია. მოგიყვანთ ამონარიდებს მათი შემოქმედებიდან.  ნაწარმოებებში შეიძლება შეგვხვდეთ  ეგოისტი, ნიღბიანი მზე საოცარი ემოციები და უამრავი სითბო. (-იცი, მე მზე დავინახე, ნარინჯისფერი მზე  და მასაც ნიღაბი ჰქონდა..შემეშინდა..ლ.ბ );   წერენ ყველაფერზე  იმაზე რაც არაფრითაა გამორჩეული, არც მელანქოლიაა და არც სიყვარული..შესაფერის სიტყვას რომ ვერ უძებნიან     (-მელანქოლია?-არა.-აბა ? -შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობ. -სიყვარული? -არა, მით უმეტეს არა... გ.გ) ;      ერთნაირ ღრუბლებზე   (ღრუბელს გავუყვები ქოლგით შენამდე..ვიცი, გიპოვნი და გიცნობ_შენც ჩემნაირი ღრუბელი გეყოლება... თ.გ) ან სულაც სიყვარულზე

 

(აი, აქამდე მოვედი ასე

არ დამიკარგავს მაგ თვალის ფერი

კალმით, რაც შევძელ სულ ლურჯად გხატე,

როგორც ჩემს ფარულ ნაწილს შეჰფერის... ა.ა)


(ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -

ხუთი საათია, ღამის, არასრული.

გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,

არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული... გ.ს)

 

დღეს უმარავი ადამიანი წერს. ქმნიან ბლოგებს, გვერდებს სოციალურ ქსელებში, რათა თავიანთი შემოქმედება ყველას გააცნონ. მათ შორის ნიჭიერი ადამიანებიც არიან, თუმცა... „ მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა“. კონსტანტინეს თქმისა არ იყოს,  ნაწარმოებებმა ათასწლეულებს უნდა გაუძლონ და ამყად იდგნენ  „დროსთან მებრძოლი სვეტიცხოვლის“  მსგავსად...ვიმედოვნებ თანამედროვე მწერლები უამრავ ღირსეულ ნამუშევარს შექმნიან, რომელიც თაობებს სიამაყის საფუძველს მისცემს. მეც ვწერ, ოღონდ მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს. მაქვს იისფერი ოცნებები , უძილო ღამეებში ვხედავ სიზმრებს და ვფიქრობ რომ რეალობით ნაწამებ ოცნებაში არაფერია საინტერესო.