Print

მე – ადამიანი

ავტორი: ნინი ბერძენიშვილი. კატეგორია: მე პიორვნება

მე ვარ ადამიანი. ბუნების ბატონ-პატრონი არსება, რომელსაც საკუთარი არსებობის აზრი არასწორად ესმის. ისიც კი აღარ მესმის, რომ ბუნების პატრონი ვარ და რომ მის მოვლაში უნდა გავატარო ჩემი ცხოვრება, რომ ჩემი სურვილების პარალელურად მის სურვილებს უნდა ვცე პატივი. დავკარგე რწმენა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, სიყვარულის უნარი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ხომ ადამიანი ვარ?! ჩემი გაგებაა ცხოვრება ფულისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის. რაში მაინტერესებს სხვას მე ჩემი სიამოვნებით რაიმეში ხელს შევუშლი თუ არა? მე ხომ მსიამოვნებს?! და ეს არის მთავარი. მიზნის მისაღწევად გავაკეთებ ყველაფერს. დავეცემი უმდაბლეს დონეზე, მაგრამ მერე რა? მე ხომ ჩემს სურვილებს დავიკმაყოფილებ.

დიახ, ეგოისტი ვარ, მე ხომ ადამიანი ვარ?! მე ვარ ყველაზე ბოროტი და ნამუსგარეცხილი არსება მთელ მსოფლიოში, მთელ სასიცოცხლო სამყაროში და მე ამ ფაქტის არ მრცხვენია. მე ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ვარ საფრთხე ცხოველისთვის, ფრინველისთვის, ბუნებისთვის. იმას კი ვერ ვხვდები, რომ ამ ყველა “პაწაწინა ბოროტებებით” მე მხოლოდ საკუთარ თავს ვუშავებ. სულელიც ვყოფილვარ. რაღა თქმა უნდა, მე ხომ ადამიანი ვარ?! დამიკარგავს უფლის რწმენა, არ წამიკითხავს ბიბლია და არ მივყოლივარ ათ მცნებას. დღეს მე ხომ გასაღმერთებელი “რაღაცები” არ მაკლია. მე ხომ დღეს გაჭირვებაში “კოკა-კოლას” და “ჩიზბურგერს” ვნატრულობ ერთი ჭიქა ღვინის და ერთი პატარა ნაჭერი პურის ნაცვლად; მე ხომ ღამეებს ვათენებ კომპიუტერული ინტერესებისთვის და არ მწამს წმინდა სიტყვის. დღეს ხომ “მაკდონალდსი” არსებობს, დღეს ხომ ახალი ინტერესი ინტერნეტია, ახალი ბიბლია – “ფეისბუქი”, ახალი ღმერთი კი მარკ ცუკენბერგი. რაღა თქმა უნდა, მე ხომ ადამიანი ვარ?! ყველაზე საზიზღარი არსება დედამიწაზე.