Print

გლობალიზაცია: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ავტორი: ნინო გოგაძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება გლობალიზაციის საკითხი.როგორც ყველა მოვლენას გლობალიზაციასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე.თუმცა,სანამ საკითხის უშუალო განხილვაზე გადავიდოდეთ,უმჯობესია, ვისაუბროთ  ზოგადად  ტერმინის  წარმოშობის შესახებ.

გლობალიზაციის ტერმინის დანერგვა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის,     რ.რობერტსონის,სახელთან,რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა.თუ დასაწყისში    გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო,ძალიან მალე მან ფართო,გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა.იგი გაერთიანების,შერწყმის სინონიმად გადაიქცა.

 

XXI საუკუნის გლობალიზაცია თავისი მასშტაბითა და სპეციფიკით  უპრეცედენტოა.იმისათვის,რომ განვიხილოთ გლობალიზაცია,საჭიროა გამოვყოთ მისი ძირითადი ასპექტები.

ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ,პოლიტიკურ,სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე.თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის განსხვავებულ განშტოებას.თუმცა შეგვიძლია,ვთქვათ,რომ მათი ძირი საერთოა.ასევე უდავოა,რომ გლობალიზაციის პროცესს ვერ შევაფასებთ დადებითად ან უარყოფითად,რადგან იგი მოიცავს როგორც პოზიტიურ,ასევე ნეგატიურ მხარეებს. გლობალიზაციის ნეგატიურ მხარეზე საუბრისას გამოიყენებენ ამგვარ მეტამორფულ მსჯელობასაც:“გლობალიზაცია მატარებელია,რომელიც თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს,რასაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინდივიდუალობის ბეჭედი აზის“.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალიზაცია ხელს უწყობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითარსებობისა და თვითმყოფადობის შესუსტებასა და ნიველირება-გაერთსახოვნებას.

ხოლო პოზიტიურ მხარეებზე საუბრისას ხაზს უსვამენ გლობალიზაციის როლს ინტეგრაციის გზით ერებსა და სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური,ეკონომიკური, კულტურული და სხვ.კავშირების გაღრმავებასა და განხორციელებაში.ეკონომიკური ასპექტით გლობალიზაციას,რაც გულისხმობს მსოფლიოს თავისუფალი ბაზრის შექმნას,უდავოდ მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია თითოეული ქვეყნის ეკონომიკისათვის.კულტურულ გლობალიზაციას კი მრავალი კუთხით აკრიტიკებენ.ერთი მხრივ ,მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს,რომ კულტურული გლობალიზაცია ამერიკანიზაციის(ვესტერნიზაციის;ჰოლივუდიზაციის) ტოლფასი მოვლენაა,რომელიც მიმართულია ერთგვაროვნებისა და ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისკენ.მეორე მხრივ კი,არსებობენ საზოგადოებები,რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას; ეს ძირითადად  მცირე კულტურებს ეხებათ.

ამრიგად,შეგვიძლია დავასკვნათ,რომ XXI საუკუნის გამოწვევებზე ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია მოვლენათა სწორი გააზრების გარეშე.ერთი რამ კი დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ: გლობალიზაციის,როგორც მოვლენის,იზოლირება შეუძლებელია.