Print

სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

ავტორი: მარიამ ხონელიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

ტერმინი სოციალური ქსელი არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30–იან წლებში ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი დიაგრამების სახით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცლკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.

დღსედღეობით სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ისინი კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებად ითვლება. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში ძალიან მარტივად ხდება დაკავშირება. თამამად შეძლება ითქვას რომ სოციალურმა ქსელებმა,ინტერნეტმა, რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრება. მარამ შეცვალა სასიკეთოდ თუ საუბედუროდ ეს საკითხი სადაოა და ადამანთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ტერმინმა – ,,სოციალური ქსელი“ მოგვიანებით სოციოლოგიიდან ინტერნეტში გადაინაცვლა.ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომელსაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციის და გამოსახულებების გაცვლის საშუალებას აძლევს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK, რომლის მომხმარებელმაც 500 მილიონს გადააჭარბა.მისი შემქმნელი კი მარკ ცუკერბერგი, თავის დროზე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელად აქცია.

სოციალური სამყაროს ეპოქაში ადამიანი ინტერნეტ სამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს როდის და რას უყუროს,რას უსმინოს რა წაიკითხოს. უფრო მეტიც თავად ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვისაც საინტერესო ხდება.

ამერიკელი სოციოლოგი სტენლი მილგრემი ატარებდა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს. მან გადაწყვიტა ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლა. დასკვნები იყო ყველასთვის მოულოდნელი. ამერიკაში მაცხოვრებელ მოსახლეობას მან და მისმა კოლეგებმა 300 კონვერტი დაურიგეს, ამ კონვერტების ადრესატები ამერიკის სხვა ქალაქში მაცხოვრებელი კონკრეტული პიროვნებები იყვნენ. ექსპერიმენტის პირობის თანახმად ამ კონვერტენის ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა, მისი გადაცემა მხოლოდ ნაცნობებისთვის და ახლობლებისთვის შეიძლებოდა. კონვერტის გზა ერთი ადამიანიდან სხვა ქალაქში მცხოვრები მეორე ადამიანამდე ძალიან მოკლე აღმოჩნდა. ასე დაიბადა პატარა სამყაროს ან ,,ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია“. შედეგების კვლევებმა აჩვენა რომ, ნებისმიერ კონკრეტულ ადამინს მეორემდე სულ რაღაც  ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს. სოციალური ქსელის ხიბლიც ესაა:მე სოციალური ქსელის საშუალებით,ვაცნობ ინფორმაციას ჩემ მეგობარს,რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავის მეგობარს და ამგვარად, ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლება მთელი მსოფლიო მოიაროს და სოციალურ ქსელში გაერთიანებული ყველა მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. 

სოციალური ქსელების მთავარი სიმდიდრე მისი მომხმარებლები არიან. ერთ დღესაც ვთქვათ FACEBOOK–ის ყველა მომხმარებელმა, ინფორმაციის განთავსება რომ შეწყვიტოს, დაკარგავს თავის მომხიბვლელობას და გამოუსადეგარ ვებ–გვერდად გადაიქცევა.

მოდით მივყვეთ ქრონოლოგიურად და თვალი გადავავლოთ ინტერნეტის განვითარების  ისტორიას:

1969 წლის 5 დეკემბერი–ეს წელი შეიძლება ჩავთვალოთ ARPAnet-ის ოფიციალურად შექმნის წლად.

1990 წელს ინტერნეტში შედიოდა 3 ათასი აქტიური ქსელი და 200 ათასზე მეტი კომპიუტერი.

1992 წელს მსოფლიოში არსებობდა 26 ვებ–გვერდი.

1993 წელს უკვე არსებობდა 500 ვებ–გვერდი.

1994 წელს კი სერვისების რაოდენობამ შეადგინა 5ათასი.

საშუალოდ ქსელში ყოველდღიურად ჩნდება ერთნახევარი მილიონი ახალი გვერდი რაც არის დაახლოებით 20 გვერდი წამში. 

 ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადაგდა საქართველოს დევნილი  ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან. პირველი ქართული(ქართულ ენაზე შესრულებული ვებ–საიტი) 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ,ეს იყო ,,დედა ენა“. მეორე ქართული ვებ–საიტი გახდა  ,,შავლეგო“, რომელიც დაარსდა ასევე 1996 წელს ბესარიონ გუგუშვილის მიერ. Rnetworldstats.com-ის მიერ გამოქვეყნებული  სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებეთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. 2010 წლის მონაცემებით : თბილისში ინტერნეტის მომმარებელთა რაოდენობა 55%, ქუთაისში 53%, ბათუმში 51%,ხოლო სხვა ქალაქებში 40%. საქართველოში გამოკითხულთ 74% ამბობს რომ იყენებს ინტერნეტს ყოველდღე, 14%– კვირაში 2–3–ჯერ, 6% კვირაში ერთხელ,ხოლო 5% თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად.       

დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 28,7% ინტერნეტია აქტიური მომხმარებელი,რაც მართლაც რომ არ არის პატარა ციფრი. ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის დადებითი და უარყოფითი შედეგები რაც მოაქვს საციალურ ქსელებს და მათ მოხმარებას.

სოციალურ ქსელებში შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.აღსანიშნავია რომ ვირტუალურ სამყაროში internet ასაკი როგორც ასეთი აღარ არსებობს.უფრო სწორად აღარ ითვლება განმსაზღვრელ ფაქტორად,რომელიც გავლენას ახდენს როგორც თვით ადამიანის ქცევაზე,ასევე ამ ადმიანის ფსიქიკაზე. უდავოა,რომ ქსელი გარდაქმნის ადმიანს სხვა ტიპის არსებად. კომპიუტერის მონიტორის ეკრანი გახდა უკვე ადამიანის ტვინის ნაწილი. აკადემიკოსი პაველ სიმონოვი ხაზს უსვამს ,,ინფორმაციულ შიმშილს“ ,რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს განვითარუბლ ტვინს. ამიტომ მისი ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია გარემოს გამდიდრება. საყურადღებოა ის გავლენა ,რომელსაც ახდენს სოციალური ქსელები ადმიანის ფსიქიკაზე: 

1.ინფორმაციის ფრაგმენტულობა და დანაწევრება იწვევს აღქმისას კოგნიტური დატვირთვის მომატებას.

2.ჰიპერტექსტური რეჟიმის გამოყენება მოითხოვს რთულ , ჩახლართულ სისტემაში ორიენტირების უნარს.

3.JAVA-აპლეტების გამოყენება ინტერნეტში ინტერაქციული მუშაობის პროცესში მოითხოვს აზროვნების სპეციალური ალგორითმების გამოყენებას.

4.ხანგრძლივი მუშაობისას ადამიანი განიცდის ,,ინფორმაციული ხმაურის“ ზემოქმედებას იმის შედეგად,რომ უმეტეს ვებ–გვერდებზე სასარგებლო და უსარგებლო, საინტერესო და უინტერესო,ინფორმაცია არეულია. ამ უსაზღვრო ინფომაციის გარემოცვაში ადამიანი დამოკიდებული ხდება სოციალურ ქსელებზე, იმდენად დამოკიდებული რომ დაკარგული აქვს დროის შეგრძნება. ინტერნეტ–დამოკიდებულების ცნება  პირველად იყო შემოღებული ინტერნეტის ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენების აღწერისთვის 1990 წელს.თვითონ დამოკიდებულება ეს არის მუდმივად განიცადო გარკვეული მდგომარეობა თუნდაც ეს იყოს ნეგატიური შედეგის მქონე. ამიტომ ბოლო პერიოდში გამოჩნდა ასეთი შედარება, როგორიცაა: ინტერნეტი vs ნარკოტიკი, რაც ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. 1997 წლიდან  ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება ოფიციალურად გახდა მიჩნეული ფსიქიკური აშლილობის ერთ–ერთ მიზეზად. როგორც წესი,დიაგნოზი მეტყველებს ადამიანის სხვა სერიოზულ პრობლემებზე: დეპრესია, კომუნიკაციური პრობლემები,არ შეუძლია გაუმკლავდეს სტრესს,გადაჭრას რეალური პრობლემები.

კვლევამ,რომელიც ჩაატარა ფსიქოლოგმა კიმბეერლი იანგმა, აჩვენა რომ, ინტერნეტ–დამოკიდებულების გავრცელება ჰგავს პათოლოგიური აზარტულობის გავრცელებას. თანაც ამ დაავადებით დასნეულებულია უფრო მეტად ის ხალხი,რომელსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, აქედან გამომდინარე რაც უფრო ახლოა ადამიანი ანალიტიკოსის, კრიტიკოსის, შემოქმედის პოზიციასთან მით ნაკლებად საშიშია მისთვის ვირტუალური დამოკიდებულება. 

გასულ წელს მსოფლიოში უმსხვილსემა ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურმა გამოცემამ ,,The American Journal of Psychiatry” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლი ფსიქიატრიამ აუცილებლად ცნო ინტერნეტ–მიჯაჭვულობას მიანიჭოს ოფიციალური დაავადების სტატუსი. დღეს მსოფლიოში ინტერნეტ–მიჯაჭვულობით დაავადებულია ინტერნეტის მომხმარებეთა 2–10%, თითქოს ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ადამიანებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება,რადგან დიდია სიკვდილიანობის რისკი. ამ მიზეზით უკვე გარდაცვლილია  ათასობით ადამიანი, რადგან ორგანიზმი ვერ უძლებს კომპიუტერთან 24–საათიან ჯდომას. რაც შეეხება რისკის ჯგუფს მასში შედიან ქსელის მომხმარებელთა 40%. ადამიანები ,რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან საათობით სხედან კომპიუტერთან, ყოველდღიურად უფრო მეტ და მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ურჩევნიათ ჭამონ მონიტორთან,მოიკლონ ძილი , მეორე პლანზე გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები. თუ შევეკითხებით ნებისმიერ ადამიანს თუ რატომ სარგებლობს ინტერნეტით,იგი ბევრ სხვადასხვგვარ პასუხს გაგვცემს: უყურებს ფილმებს, ურთიერთობს მეგობრებთან, პოულობს საჭირო ინფორმაციას და ა. შ. ანუ იკმაყოფილებს მის რომელიმე მოთხოვნილებას. მაგრამ საქამე იმაშია რომ ნებისმიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასრულია ანუ, ადამიანი რომელიც რამეში გრძნობს მოთხოვნილებას–ეძებს მისი დაკმაყოფილების გზებს, პოულობს, იღებს კანონიერ სიამოვნებას და მშვიდდება. ხოლო თუ ადამიანი  გაუთავებლად იკმაყოფილებს მოთხოვნილებას და ვერ ,,ძღება“ , ნათელია; ეს ადამიანი მხოლოდ თავს იტყუებს, ვითომ ეს სიამოვნებას ანიჭებს და ამით მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: ადამიანი გაურბის ნამდვილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რომელიც ტვინში ნეგატიურ ემოციად ვლინდება და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფსიქიკას. ამაზე რომ არ იფიქროს ადამიანმა  უნდა ჩაახშოს იგი,მაგალითად ინტერნეტით, რომელშიც მილიარდი საშუალებაა იმისთვის რომ გადაერთოს, დავიწყებას მიეცეს, მოწყდეს რეალობას. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს საკუთარი თავის ჩახშობა სასმელით, ჰეროინით, კაზინოში სიარულით. იმეორებს მუდმივად, შემდეგ კი ეჩვევა, ეჩვევა ისე რომ საჭმლის მიღებაც ავიწყდება და პირის დაბანაც. დროთა განმავლობაში კი ეს ყოველივე ანგრევს მის ცხოვრებას. ადამიანებს აღარ შეუძლიათ ინტერნეტში გატარებილი დროის შემცირება, მაშინაც კი როცა ამის გაკეთება ნამდვილად სურთ. თითქოს შიგნიდან ვიღაც აძალებთ შევიდენ და ნახონ ვინმემ ხომ არ მოწერა, რას აკეთებენ მისი მეგობრები და თუ ამას ვერ აკეთებენ თავს ძალაინ ცუდად გრძნობენ.

მაგრამ, როგორც ნებისმიერი  ტექნოლოგია ინტერნეტიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფსიქოთერაპიის ინსტრუმენტი.დღეს არსებობს უკვე ისეთი ცნებები როგორიცაა ,,თერაპია კიბერსივრცეში“ ,,online ფსიქოლოგები“ და  სხვა ფსიქოთერაპიული სერვისები. დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ინტერნეტით შორ მანძილზე მყოფ თანამოსაუბრესთან რეალურ დროის რეჟიმში უფლებას აძლევს განახორციელოს ჯგუფური ან ინდივიდუალური ფსიქოთერაპია. ადამიანისთვის,რომელიც ეძებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და დახმარებას, არის დიდი შესაძლებლობები გამოცდილების გაცვლისა. 

თუ ადამიანმა გადაიტანა დიდი სტრესი რაღაც უნიკალური გარემოებისა,მაშინ შესაძლებელია თერაპევტს არ ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება თავის პრაქტიკაში.  ინფორმაციის გაცვლა შესაბამისი თემატიკის ჩათებში მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მე პირადად ინტერნეტის  უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა უფო მიიოლდება ვიდრე დადებითის. სოციალურ ქსელები უმეტესდ იზიდავს მოზარდებს,რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკრთებენ არასწორ არჩევანს. პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოთ ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმით,რომ ყველაფერი რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლოა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. განუსაზღვრელი დროით ქსელში ყოფნა ადამიანს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ამასთანავე ხელს უშლის მათ გაზრდას და განვითარებას. სოცილური ქსელი ხდება მათი ნარკოტიკი,ისე რომ ხშირად ვერც კი ხვდებიან რატომ შეიძლება იყოს საზიანო. არანაკლებ ხიფათის მომცველია სარისკო სექსუალური ქცევისკენ მიმართული წინადადებების და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადც მოზარდები შეიძლება იქცნენ ,,სექსუალური მტაცებლების“, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან ,,სექსუალური თამაშების“ მოყვარულთა მსხვერპლად. მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დამთავრდება მსგავსი შემთხვევები ეს უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მათი ფსიქიკისათვის. განსაკუთრებით ბავშვებთან, მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა მათი მომავალი ცხოვრებაც კი შეცვალოს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მშობლებს მართებთ. დაკვირვება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მშობლებს არ აქვთ წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რითაა დაკავებული დღე და ღამე კომტიუტერთან მიმჯდარი მათი შვილი. ასევე სასწავლო დაწესებულებებში ყოველვის სათანადოდ ვერ კონტროლდება რას საქმიანობს და რომელ ქსელში შედის ინტერნეტით მოსარგებლე მოსწავლე ინფორმატიკის გაკვეთილზე. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას: სკოლებში შეიზღუდოს სასწავლო პროცესთან კავშირის არ მქონე ყველა სახის გასართობი საქმიანობა ინტერნეტში,მათ შორის განსაკუთრებით გაკონტროლდეს სოციალურ ქსელში მოსწავლეთა შეღწევის ყველა მცდელობა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ მათი ბლოკირება. შეიძლება ეს არც ისე მარტივია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აუცილებელია.

სკოლა, რა თქმა უნდა ბავშვს ბლომდე ვერ გააკონტროლებს. სკოლის გარეთ უკვე მშობლები უნდა იყვნენ სათანადოდ დაინტერესებული ამ საკითხით. მოდით ვიყოთ გულახდილები, მშობელთა უმეტესობა წუხდება პრობლემების გამო როდესაც ,,ურემი  გადაბრუბდება“ და არავითარ ზრუნვას არ იჩენს თავისი შვილის ინტერნეტით სარგებლობის საწყის ეტაპზე, უდარდელად უყურებს ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელ ქსელში გაუთავებელ ძრომიალს. სპეციალისტთა, ფსიქოლოგთა აზრით აკრძალვა არ არის გამოსავალი. მშობლები უნდა ეხმარებოდნენ შვილებს ,რათა ისინი ღებულებდნენ საღ, საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის სხვადასხვა ქსელებში კონტაქტებისა და ურთიერთობის დამყარების თაობაზე. გადამეტებულ გართობას ,,ვირტუალური რეალობით“ მოაქვს რეალური ურთიერთობის შემცირება. ვირტუალური ურთიერთობების მაღალმა ინტენსიობამ და ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს ( თუ უკვე არ გამოიწვია) რეალური, ცოცხალი ურთიერთობის ჩანაცვლება ,,ვირტუალური სუროგატით“ ,რომელსაც რა თქმა უნდა არ აქვს ბევრი საჭირო კომპონენტი, რაც იწვევს უარყოფით ეფექტს, რომელიც ცნობილია როგორც ვირტუალური ნარკომანია. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ინტერნეტით ურთიერთობამ შეამცირა პირადი შეხვედრები და გაზარდა ახალგაზრდებში მარტოსულობის შეგრძნება. ერთი სიტყვით სოციალური ქსელები იწვევენ ემოციური ურთიერთობის გაღარიბებას, ბადებს ადამიანში ეიფორიის განცდას, რომელსაც ფსიქოლოგები ,,დინებას“ უწოდებენ.

საქართველოში, სამწუხაროდ  Однаклассники  შეუცვლელ სოციალურ ქსელს წარმოადგენს. საქართველოში ყველაზე მეტი ადმიანი აწორედ ამ ქსელშია დარეგისტრირებული. პრობლემა არ წარმოადგენს ის რომ ადამისნს აინტერესებს და რეგისტრირდება, არამედ პრობლემა ისაა რომ მთელი დღე შეუძლია ისე გაატაროს სოციალურ ქსელში რომ არც კი დაფიქრდეს რამდენადაა აზრს მოკლებული ვითომ და ეს ,,უწყინარი“ გართობა. ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს როგორც წესი გარკვეული დროის შემდეგ უნდა მობეზრდეს და სხვა საქმიანობით დაკავდეს,მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება, დამოკიდებულება დღითი–დღე კატასტროფულად იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი საბედნიეროდ მიხვდა სოციალურ ქსელში ურთიერთობის უაზრობას და ამგვარ საქმიანობაზე ხელი აიღო, მაგრამ მე პირედად ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ რომლებიც ,,ცხოვრობენ“ სოციალურ ქსელებში. რა არის ეს თუ არა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

ამ ყველაფრიდან მე მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში! სასურველი  ინტერნეტი მხოლოდ აუცილებელი  საქმისთვის გამოვიყენოთ, გასართობად შევიდეთ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა საქმეები მოგვარებულია,მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში ,,სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათნახევარი სავსებით საკმარისია საღამოს.  სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

1.The Socail and Psychological Impact of Social Networking.

2.Youth Work and Social Networking.

3.Психологическое влиание компъютерных сетей на челавекаю

4. www.edutacion.ge