Print

ხელისუფლება ქალებს!

ავტორი: ლევან ლორთქიფანიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

საქართველოში, ხშირად, ვამაყობთ ხოლმე ძლიერი ქალი მოღვაწეებით. მუდმივად პირზე გვაკერია შუა საუკუნეების ძლევამოსილი მონარქის - თამარის სახელი. ვცდილობთ არ დავივიწყოთ ფეოდალური ეპოქის სერიოზულ მომრიგებლებად, დიპლომატებად მიჩნეული ქალი დიდებულები - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი. მათ გარდა, კიდევ უამრავ მდედრ ისტორიულ პირზე ვამახვილებთ ყურადღებას. თუმცა, ეს წარსულია. უფრო მნიშვნელოვანი თანამედროვე ეპოქა და ქალთა დღევანდელი ყოფა გახლავთ.

ჩვენი თანამოქალაქე ქალბატონების სოციალური და ეკონომიკური უფლებები ძალიან დიდი ინტენსიურობით ირღვევა. არაადეკვატური ანაზღაურების ფასად და ოჯახის რჩენის მიზნით, შორეულ ქვეყნებში გადახვეწილია არა ერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენლი. ბევრი იწერება, ზღვა ინფორმაცია ვრცელდება მათი შრომითი ექსპლატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის შესახებ. პრობლემები თავზესაყრელად გვაქვს ქვეყნის შიგნით, ჩვენს ტერიტორიაზეც. უამრავი დასაქმებული ქალი, სურვილის მიუხედავად, დროებით თავს იკავებს დაოჯახებისგან ან უარს ამბობს დედობაზე, რათა უსწრაფესად არ დაკარგოს გაჭირვებით მოპოვებული სამუშაო ადგილი. ხშირია, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, როდესაც „სუსტი“ სქესის გამო პროფესიონალ კადრებს სამსახურის დაწყებაზე უარს ეუბნებიან და მათ ნაცვლად, პოსტს სხვებს სთავაზობენ. ამის პარალელურად, მზარდი რაოდენობით ოჯახური ძალადობის შემთხვევებიძირითადად ქალების წინააღმდეგაა მიმართული. ამ თემებზე საუბარი, ალბათ, ძალიან შორს წაგვიყვანს და დაგვთრგუნავს კიდეც, ამიტომ მინდა უმთავრესი აქცენტი ქალთა პოლიტიკურ უფლებებზე გავაკეთო.

 

დაახლოვებით ერთი საუკუნის წინ, 1919 წელს არჩეულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ოთხი სოციალისტი ქალბატონიც მოხვდა. მაშინდელ მსოფლიოში, როდესაც ევროპის რიგ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ, მდედრობითი სქესის დეპუტატების არსებობა განსაკუთრებულად დიდი პროგრესის მაჩვენებელი გახლდათ. გავიდა თითქმის ასი წელიწადი და ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, ჩვენკვლავ დენიკინის დროინდელ ნიშნულზე ვართ გაჩერებულნი. დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, მხოლოდდამხოლოდ, რამდენიმე პროცენტს შეადგენენ ქალები. ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებშიც კატასტროფულად მცირეა მდედრობითი სქესის წარმომადგენლობა (13-14%). ამ მონაცემებით, საქართველო ერთ-ერთ უკანასკნელ პოზიციას იკავებს „ეუთოსა“ და ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის. მეტიც, შიიტური რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფუძველზე მართულ ირანშიც კი, დეპუტატთა გენდერული წონასწორობა ამგვარად დარღვეული არ არის.

შედეგად, საფუძველი გვეძლევა თავისუფლად ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ქალების პოლიტიკური უფლებებიც უხეშადაადარღვეული. ამ სფეროში სამართლიანობის აღდგენა მარტივი საქმე არ არის. თუმცა, არსებობს ევროპული, „ოქროს“ სტანდარტი, რომელიც თითოეულ საარჩევნო სუბიექტს კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს. კერძოდ, „ბებერი კონტინენტის“ მრავალ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან თავიანთი პროპორციული სიის ყოველ ათეულში სულ მცირე სამი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მაინც შეიყვანონ. მართალია, ეს ვერ უზრუნველყოფს ქალთა სოციალ-ეკონომიკური და თუნდაც, პოლიტიკური უფლებების ეფექტურ დაცვას, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამგვარი რეგულაცია, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

შესანიშნავად ვამჩნევ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ უამრავ პრობლემასა და სირთულეს, რომელიც სქესის განურჩევლად ყველას თანაბრად აზარალებს. ჩემთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა საარჩევნო კოდექსის ძალიან ბევრი სხვა მანკიერებაც. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს ასეთი სერიოზული თემების განხილვისგან თავის არიდებასა და ამ პრობლემათა გადაწყვეტის უვადო გადადებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავადაუცილებელია, მომავალ არჩევნებში მონაწილე ყველა ორგანიზაცია დავავალდებულოთ, რომ მათი პარტიული სიების ყოველ ათეულში 30%-ით მაინც იყოსწარმოდგენილიმდედრობითი სქესი.

იმედია, ოდესმე დადგება დრო, როდესაც საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, საქართველოს მთავრობაშიც იქნება დაცული სრული გენდერული ბალანსი და ხელისუფლება რეალურად გადაეცემათ პროფესიონალ, ღირსეულ ქალბატონებს.

 

ლევან ლორთქიფანიძე

კაცი