Print

შვედეთის ეკონომიკა

ავტორი: მარიამ გელეტაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

შვედეთის ეკონომიკა ექსპორტზე ორიენტირებულია, რომელშიც თანამედროვე სისტემის შესანიშნავი შიგა და გარე კომუნიკაციები და მაღალკვალიფიციური მუშახელი ერთიანდება. ხე-ტყის მასალა, ჰიდროენერგია და რკინის მადანი წარმოადგენს ეკონომიკის სარესურსო ბაზას, რომელიც ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. შვედეთის საინჟინრო სექტორის 50% ითვლის პროდუქციასა და ექსპორტს. სატელეკომუნიკაციო და საავტომობილო ინდუსტრია და ფარმაცევტული მრეწველობა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში. დასაქმების ბაზისა და მშპ-ის 2% სოფლის მეურნეობას უჭირავს. შემოსავლები შედარებით მტკიცედ ნაწილდება. შვედეთს ყველაზე დაბალი Gini-ს კოეფიციენტი აქვს (0.23), რაც ნიშნავს , რომ თითქმის ყველას მსგავსი შემოსავლები აქვს.

სტრუქტურის თვალსაზრისით, შვედეთის ეკონომიკა ხასიათდება დიდი, ინტენსიურ ცოდნასა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების სექტორით და ზრდადი, თუმცა შედარებით პატარა, ბიზნეს მომსახურების სექტორით და ასევე საერთაშორისო სტანდარტების მქონე საზოგადოებრივი მომსახურების სექტორით. შვედეთის ეკონომიკაში როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროს ბევრი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია დომინირებს.

შვედეთში რეგისტრირებული 20 ყველაზე დიდი კომპანია:Volvo, Ericsson, Vattenfall, Skanska, Sony Ericsson Mobile Communications AB, Svenska Cellulosa Aktiebolaget, Electrolux, Volvo Personvagnar, TeliaSonera, Sandvik, Scania, ICA, Hennes & Mauritz, IKEA, Nordea, Preem, Atlas Copco, Securitas, Nordstjernan  და SKF. შვედეთის მრეწველობა მკაცრ პირად კონტროლშია, განსხვავებით სხვა ინდუსტრიალიზებული დასავლეთის ქვეყნებისა, როგორებიცაა ავსტრია და იტალია. საჯარო საკუთრებაში არსებული საწარმოებს ყოველთვის მცირე მნიშვნელობა ენიჭებოდა.

შვედეთის 4.5 მილიონი მცხოვრები მუშაობს, საიდანაც თითქმის მესამედს უმაღლესი განათლება აქვს. 2009 წელს შვედეთი მე-12 ადგილზე იყო საათობრივი ანაზღაურები მიხედვით-საათში 50 აშშ დოლარი. თუმცა ეს მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდასთან ერთად იმატებს 2,5 %-ით და ვაჭრობის თვალსაზრისით დაბალანსებული პროდუქტიულობის ზრდა 2%-ს შეადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიხედვით, დერეგულაციის, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური სექტორები გახდა პროდუქტიულობის ზრდის წამყვანი ფაქტორი. შვედეთი ლიდერია მსოფლიოში პრივატიზებული პენსიების მხრივ და საპენსიო დაფინანსების პრობლემები შედარებით მცირეა სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ტიპიური მუშაკი თავისი შემოსავლის 40%-ს დაბეგვრის სპეციალური ფორმით იღებს. საერთო დაბეგვრა ნელ-ნელა მცირდება, რაც ამერიკასა და ირლანდიაში ჯერ კიდევ ორმაგია. შვედეთის სამუშაო ძალის მესამედის შემოსავლები სწორედ დაბეგვრის გზით ფინანსდება, რაც არსებითად განსხვავდება სხვა მარავალი ქვეყნისგან. საერთოდ, მშპ 1990-იანი წლების რეფორმების შედეგად სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით მრეწველობაში.

2009-2010 მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვედეთმა მსოფლიოში მე-4 ადგილი დაიკავა ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მიხედვით. თუმცა, 2010-2011 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შვედეთმა ორი პოზიციით წინ გადაინაცვლა და ამჟამად მე-2 პოზიცია უჭირავს. 2009 წელს შვედეთმა მე-6 ადგილი დაიკავა კერძო სექტორის ეფექტურობის მხრივ. ამერიკელი ეკონომისტის, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ, რიჩარდ ფლორიდას წიგნის “შემოქმედებითი კლასის ფრენა” მიხედვით, შვედეთი დასახელებულია ბიზნესის კრეატიულობის მხრივ საუკეთესოდ ევროპაში და ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი მიზანდასახული მუშაკისათვის მაგნიტი იქნება ეს ქვეყანა. ინდექსი, რომლის მიხედვითაც ავტორმა ეს პოზიცია მიანიჭა შვედეთს, გამოითვალა შემდეგი 3 კომპონენტის მიხედვით: ნიჭიერება, ტექნოლოგია და ტოლერანტულობა.

შვედეთი ინარჩუნებს საკუთარ ვალუტას-შვედურ კრონს, რაც იმის შედეგია, რომ რეფერენდუმში უარყო ევრო. შვედეთის Riksbank-ი, რომელიც 1668 წელსაა დაარსებული და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიო ბანკია, კვლავ ორიენტირებულია ფასების სტაბილურობაზე 2%-იანი ინფლაციის დროსაც. 2007 წლის შვედეთის ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ წარმოადგინა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან შვედეთს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაცია ჰქონდა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც დერეგულაციისა და გლობალიზაციის სწრაფი უტილიზაციის შედეგია. 

ალბათ, დაგებადებათ კითხვა: რატომ მაინცდამაინც შვედეთის ეკონომიკა? სკანდინავიის ქვეყნების შესწავლით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, კერძოთ, მათი ეკონომიკების,რადგან ვთვლი,რომ  ერთ-ერთი სასწავლო კურსის გავლის დროს მომიხდა შვედეთის, როგორც ზოგადად ქვეყნის შესწავლა და უფრო მეტად დავინტერესდი მისი ეკონომიკის შესწავლით. ახლა კი საჭიროდ ვთვლი, რომ გავაცნო შვედეთის ეკონომიკის ზოგადი სურათი მათ, ვინც ასევე დაინტერესებულნი არიან სკანდინავიის ქვეყნების შესწავლით. შემდგომში, ნორვეგიისა და ფინეთის ეკონომიკებზეც მოგახსენებთ. 

მარიამ გელეტაშვილი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

II კურსი