Print

ინტერნეტისა და მედია საშუალებების როლი თანამედროვე ტერორიზმში

ავტორი: კონსტანტინე შუბითიძე | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

СНПЧ А7 Сургут, обзоры принтеров и МФУ

შესავალიდღესდღეობით ტერმინებმა „ტერორისტი“ და „ტერორიზმი“ განსაკუთრებულად უარყოფითი ელფერი შეიძინა.  ცნობილი ხდება უფრო და უფრო მეტი ტერორისტული დაჯგუფება, რომელთაც აცხადებენ მსოფლიოს მტრებად, მშვიდობის დამრღვევებად და ა.შ. თუმცა, თავად ტერორისტები თვლიან, რომ ისინი იძულებულები არიან ამგვარი გზით იმოქმედონ და არსებული სისტემა თუ მდგომარეობა, რის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან, საჭიროებს შეცვლას, რასაც ისინი ტერორისტული აქტებით ახორციელებენ. ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ მათი საქციელი კანონიერი და მორალურად გამართლებულია. ტერორისტები, როგორც წესი, იბრძვიან გარკვეული იდეის ქვეშ, აქვთ მიწისქვეშა დაჯგუფებები და მათი მსხვერპლი შეიძლება უდანაშაულო ადამიანიც გახდეს.

გავიხსენოთ, 11 სექტემბრის ტერაქტი, რომლის დროსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაიღვარა, მხოლოდ იმიტომ, რომ ტერორისტებს დაეშინებინათ ამერიკის მთავრობა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება. თუ აქამდე, თავად ამერიკელები არ აღიარებდნენ, რომ მათ ქვეყანაში არსებობს ტერორისტული დაჯგუფებები/ტერორისტული ელემენტები, ამ ტერაქტის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ აზრი და დამოკიდებულება შეეცვალათ და უფრო ობიექტურები გამხდარიყვნენ. ტერორისტულ დაჯგუფებად „მონათვლა“ სუბიექტური საკითხია და დამოკიდებულია ცალკეული სახელმწიფოსა თუ ადამიანის სუბიექტურ შეხედულებაზე. ტერორისტები არ არიან მხოლოდ ლოკალური დაჯგუფებები, ისინი საერთაშორისო დონეზე არიან გასულები. ტერორისტული აქტი შეიძლება დაიგეგმოს ერთ ქვეყანაში, შესრულდეს მეორეში და მისი შედეგი იგრძნობოდეს მესამეში. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ლოკალური დაჯგუფებებიც, რომლებიც ებრძვიან არსებულ სისტემას, მთავრობას (მაგ.: „თამილი ვეფხვები“).  

ტერორისტები არ ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას იმისთვის, რომ მართონ რაღაც ტეროტორია, მათ ძალაუფლება სჭირდებათ არსებული სისტემის თუ მდგომარეობის შესაცვლელად, გარკვეული მიზნის განსახორციელებლად. ისინი აფეთქებენ სამიზნეებს, იტაცებენ ხალხს, ანადგურებენ შენობებს და ა.შ.  

დროის ცვლასა და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციებიც ფეხს უწყობენ სიახლეებს და საკუთარი მიზნების მისაღწევად უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ მხოლოდ ტრადიციულ საფოსტო გზავნილებს, გადამზიდ კომპანიებსა და საკუთარ იატაკქვეშა ქსელებს. 21-ე საუკუნეში შესაძლებელი გახდა „მსოფლიოს მტრებს“ აქტიურად გამოეყენებინათ კაცობრიობის ისეთი მონაპოვარი როგორიცაა ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა ეძლევათ იაფად და სწრაფად წააქეზონ, ინფორმაცია მიაწოდონ და რიგ შემთხვევებში გაწვრთნან კიდეც საკუთარი მომხრეები და არამხოლოდ. თუმცა, წინამდებარე ნაშრომში საუბარი შეეხება არამხოლოდ ინტერნეტს, არამედ მასობრივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადაცემის ისეთ საშუალებებსაც, როგორიცაა ტელევიზია და რადიო და მათ როლს ტეორირისტულ საქმიანობაში. ნაშრომის ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ზემოხსენებული ინფორმაციის გადაცემისა და გაცვლის საშუალებები წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაციების ხელში, შესაბამისად მოხდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი მონაცემებისა და მოსაზრებების გაანალიზება და შესაბამისი დასკვნის/დასკვნების გამოტანა. 

თანამედროვე ტერორიზმის ძირითადი მახასიათებლები

ცივი ომის დასრულების შემდეგ გააქტიურებულმა ინტეგრაციული პროცესების „დანალექმა“, კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებულ თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმი გლობალური პრობლემების რიცხვში მოაქცია. აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების გაუქმებამ, დაძაბულობის ცენტრი ჩრდილოეთით, უფრო ზუსტად ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთის, ე.წ. „მესამე სამყაროს“ ანტაგონიზმზე გადაანაცვლა.

ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს სამხრეთის მხრიდან ისლამი თამაშობს, ხოლო ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ დასავლეთს ისლამისტური ექსტრემიზმი ემუქრება - მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი, იდეოლოგიურად გამართული ტერორისტული ორგანიზაციების სახით. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში ეს წინააღმდეგობა მთელი სისტიკითა და ტრაგიზმით აისახა. აღნიშნულმა ტერაქტმა აშკარად დაანხა ა.შ.შ.-სა და დანარჩენ მსოფლიოს ტერორიზმისაგან მომავალი გლობალური საფრთხე. 9/11-ს მოჰყვა სხვა ასევე მასშტაბური ტერაქტები. 2002 წელს ტურისტებზე თავდასხმა ინდონეზიაში, ბალში, 2003 წელს ბესლანის ტერაქტი, 2004 წელს მადრიდის რკინიგზაზე მომხდარი აფეთქება, ლონდონის ტერაქტი 2005 წელს და სხვა.

თავისი ისტორიის მანძილზე ტერორიზმმა გამოავლინა სხვადასხვა ჩვეულება,  მანერა. დღეს საზოგადოება ხვდება არა ერთი სახის ტერორიზმს, არამედ მის სხვადასხვა ტერორისტულ მანერებს. თუ ადრე ტერორისტების სამიზნეებად მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ლიდერები ითვლებოდნენ, დღეს მათ უფრო მაღალი ამბიცია გაუჩნდათ - იყვნენ მედიის ყურადღების ცენტრში და სამიზნე აუდიტორიაც გაიზარდა. ტერორიზმის საფრთხის ქვეშ უკვე მშვიდობიანი მოსახლეობაცაა.  დღეს ტერორიზმი, როგორც საომარი და პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება სულ უფრო ხშირად გამოიყენება.

ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ტერორიზმი არავითარ შემთხვევაში არ არის მებრძოლთა ერთადერთი საშუალება. პალესტინური „ჰამასის“, „თამილი ვეფხვების“, „ეტას“ და სხვებს, რომლებიც აღმოცენდნენ მე-20 საუკუნეში ჰქონდათ პოლიტიკური და ტერორისტული ფლანგი დასაწყისშივე. 

თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება დაიყოს ორ განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ ნაწილს. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება, როგორც საერთაშორისო ტერორიზმი და აღიქმება გლობალური საფრთხის მატარებლად.

ბოლო დროს, ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ შესძინა არსებითად მზარდი უნარი ტავისუფლად მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს. მათი ვებ-საიტები სთავაზობენ მომხმარებლებს ონლაინ კურსებს, ასაფეთქებლების დასამზადებელ კატალოგებს, აქეზებენ ინდივიდუალური მოქმედებისკენ და ა.შ. მასობრივი კომუნიკაციების სხვა საშუალებებით, როგორიცაა ტელევიზია და რადიოსადგურები, ისინი აქტიურად ეწევიან საკუთარი საქმიანობის პროპაგანდასა და მომხრეების მობილიზებას. აქედან გამომდინარე სულ უფრო აშკარა ხდება მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების მზარდი როლი თანამედროვე ტერორიზმში.

ინტერნეტი ტერორისტების ხელში

ინტერნეტი, ანუ საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ხშირად ქსელების ქსელადაც მოიხსენიებენ თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსად იქცა საერთაშორისო ურთიერთობების ყველა დონის აქტორისათვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციებისათვის, საუბარი აღარაა იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ინტერნეტი და მისი მრავალფეროვანი პრუდუქტები, როგორიცაა მაგალითად სოციალური ქსელები, სავაჭრო საიტები და ა.შ. მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაიწლისათვის ისეთივე ყოველდღიური მოხმარების საგნად იქცა, როგორც სატელეფონო კავშირი ან/და სხვა მსგავსი სახის სერვისია. ინტერნეტთან წვდომა უკვე აღარ წარმოადგენს ფუფუნებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, მათ შორის არ არსებობს ასაკობრივი ან რაიმე სხვა სახის შეზღუდვა. ამ პირობებში, ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, რომელთა მიზანსაც მხარდამჭერებისა და თანამოაზრეების მობილიზება და დარაზმვა წარმოადგენს, სულ უფრო ხელსაყრელი და მიმზიდველი ხდება ინტერნეტი მისი მრავლფეროვანი, მოქნილი და უსწრაფესი თვისებების გამო. 

ინტერნეტის გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ხდება სხვადასხვა ფორმითა და მიზნით. მაგალითად ცნობილია, რომ დროდადრო ქსელში ჩნდება ბლოგები, რომლებზეც იდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება კუსტარულად სახლის პირობებში ასაფეთქებელი საშუალებების დამზადება, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ერთ-ერთ ბლოგზე, როდესაც პიროვნებამ იკითხა თუ როგორ შეიძლებოდა აცეტონისგან ბომბის დამზადება და მას ძალიან მალე ზუსტი ინსტრუქცია მიაწოდეს. სხვადასხვა ბლოგების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად http://sonofhamas.wordpress.com და http://al-qaeda.blogspot.com , ხდება პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას. მაგალითად აღნიშნულ ბლოგზე ვხვდებით სტატიებს, რომლებშიც საუბარია იმ „მოწამეობრივი“ სიკვდილით გარდაცვლილ ადამიანებზე, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ პალესტინის გათავისუფლებისათვის და მოიხსენიებენ მათ გმირებად. არსებობს ტერორისტული ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-გვერდები, რომლებზეც დეტალურადაა ასახული აღნიშნული ორგანზიაციების საქმიანობა, მიმდინარე აქტივობები, მიზნები და ა.შ., რაც ხელს უწყობს არამხოლოდ მომხრეების მოზიდვასა და იდეოლოგიურ დამუშავებას, არამედ ფინანსების მოზიდვასა და გარკვეულწილად მათი საქმიანობის ლეგალიზებასაც, ამის კარგი მაგალითებია: ქურთისტანის მუშათა პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.pkkonline.com, ვებ-გვერდი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის შესახებ http://www.freewebs.com/greekwarlord/ და სხვა. ტერორისტლი ორგანიზაციები, მათი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ასევე აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რისი ნათელი მაგალითიცაა ფეისბუქზე შექმნილი არაერთი გვერდი, მაგალითად https://www.facebook.com/hizb.tahrir.tn.

დღეს, როდესაც ინტერნეტი ფაქტობრივად იქცა უმნიშვნელოვანეს მოვლენად მსოფლიო საზოგადოებისათვის, კიბერ-ტერორიზმი წარმოადგენს კატასტროფული ტერორიზმის ერთ-ერთ ელემენტს: თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებები სულ უფრო მზარდ დამოკიდებულებას განიცდიან კომპიუტერულ სისტემებზე. ეს დამოკიდბეულება თანდათან მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს - ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტირებას და შიდა და საგარეო უსაფრთხოებასაც კი. ამის პარალელურად უზრდება კიბერ-ტერორიზმის საფრთხე და საზოგადოების დაუცველობა ამ საფრთხისგან. ელექტრონული ინფორმაციით მანიპულაციას შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები და გამოიწვიოს მოსახლეობის დაზარალება. ამ საფრთხის არსებობაზე მოწმობს ა.შ.შ.-ს დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ 1 მილიარდი დოლარისა და 20 გამოცდილი ჰაკერის გამოყენებით იგი შეძლებდა ამერიკის „გათიშვას“/“გამორთვას“.

ტელევიზია და რადიო ტერორისტების ხელში

ტელევიზია და რადიო შედარებით ძველი და შეიძლება ითქას უკვე ტრადიციული საშუალებებია ინფორმაციის მასობრივი გავრცელებისათვის. როგორც შესავალ ნაწილშია აღნიშნული, თანამედროვე ტერორიზმის მიზანს უკვე აღარ წარმოდგენს მხოლოდ პოლიტიკოსებისა და გავლენიანი ადამიანების გატაცება, მკვლელობა, დაშინება და ა.შ., არამედ მათი გათვლაა მოხვდნენ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მოახდინონ გავლენა რაც შეიძლება მეტ ადამიანზე. ამის საუკეთესო საშუალება  კი ჯერ-ჯერობით ისევ ტელევიზია და რადიოა, ვინაიდან ყველაზე ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი რადიოსადგურები ხელმისაწვდომი და გავრცელებულია, სულ უფრო ხშირად გვხვდება ადგილობრივი, რეგიონალური ტელევიზიებიც. რა საკვირველია, მსგავს ხელსაყრელ რესურსს, როგორიც ტელევიზია და რადიოა აქიურად იყენებენ, ან ცდილობენ გამოიყენონ ტერორისტული დაჯგუფებები. მასობრივი ინფორმაციის გავრცელების აღნიშნული საშუალებები რიგ შემთხვევაში თავად, საკუთარი ინიციატივით აშუქებენ ტერაქტებს, რაც ბუნებრივი და გასაგებია, რადგან აღნიშნული აქტები საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თუმცა არსებობს კონკრეტული ტელე და რადიო საგდურები, რომლებსაც ტერორისტები თავად აკონტროლებენ, აფინანსებენ, ან აშანტაჟებენ და მათი სასუალებით ახდენენ, არამხოლოდ ტერაქტების, არამედ საკუთარი იდეოლოგიისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გავრცელებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფის დამუშავებასა და მიმხრობას. 

ცნობილია, რომ თითქმის ყველა მსხვილ და კარგად ორგანიზაბულ ტერორისტულ დაჯგუფებას გააჩნია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მედიის ინფორმირებასა და პიარის საკითხებზე, მაგალითად მსგავსი კომიტეტი გააჩნია  ალ-ქაედას, ხოლო ჰეზბოლა თავის მესიჯებსა და შეტყობინებებს გადასცემს „ალ-მანარის“ სატელევიზიო სადგურის და „ნურის“ რადიო სადგურისა და ვებ-გვერდის მეშვეობით.

დასკვნა

როგორც წინამდებარე ნაშრომის შესავალშია აღნიშნული, განხილულ იქნა ინტერნეტისა და მედია საშუალებების გამოყენების ფორმები და მიზნები ტერორისტების მიერ. როგორც დავინახეთ, თანამედროვე ტერორისტული დაჯგუფებები აქტიურად და შეიძლება ითქვას ნაყოფიერადაც იყენებენ ინტერნეტს, რათა გაავრცელონ საკუთარი იდეოლოგია, გაქვრთნან და დაამუშაონ სამიზნე ჯგუფები, ამისთვის კი იყენებენ გლობალური ქსელის სხვადასხვა სერვისს, დაწყებული სოცილაური ქსელებიდან, მაგალითად ფეისბუქი, დამთავრებული ბლოგებითა და ოფიციალური ვებ-გვერდებით. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის საუკუნედ წოდებულ 21-ე საუკუნესი ისინი კვკავ აქტირუად იყენებენ მედია სასუალებებსაც, ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით ხდება საზოგადოების ფართო ჯგუფებზე გასვლა და მატი დაშინება თუ იდეოლოგიური დამუშავება, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მათი გავლენის ზრდას. 

ყოველივე ზემოთქმულიდან და ნაშრომში განხილული კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესავალში გამოთქმული მოსაზრება, რომ მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა ინტერნეტ-წყაროები, ტელევიზია და რადიო წარმოადგენს თანამედროვე ტერორიზმის ხელში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს.