Print

თურქეთი, როგორც რეგიონული ძალა ახლო აღმოსავლეთში

ავტორი: გიორგი ჯანგიანი,ელისო კიკნაძე, გვანცა შიშინაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა ,,ტემპერტურამ“ აშშ-სა და ირანს შორის. მნიშვნელოვან საკითხად იქცა ის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა ანკარა. თურქეთი კი  სულაც არაა გულგრილი მეზობლების მიმართ,  მათ თითქოს მარჯვნივ გაიხედეს სხვადასხვა მიზეზების გამო: ევორკავშირის ამდენი უარის შემდგომ, ამერიკასთან დაპირისპირების ერაყში შეჭრის, ისრაელთან უთანხმოების გამო;  რასაც თან დაერთო  თურქულ პოლიტიკაში მოძალებული ისლამური სეკულარიზმი. ეს მიმართებები, რასაკვირველია, ახდენს  შესაბამის გავლენას თურქეთის ურთიერთობებზე აშშ-სთან და  ირანთან. თითქოს ერთგვარი გამოწვევაა აშშ-სათვის, რომელსაც თურქეთთან სტრატეგიული და სამხედრო კავშირი აქვს. თუმცა, გამოწვევაა იმდენად, რამდენადაც მათ გაურთულდათ ურთიერთობა ერაყის გამო.  თურქეთს ეშინოდა  ქურთების სეპარატიზმის, მიიჩნევდა , რომ მოუწევდა დროში გაწელილი ომის წარმოება PKK -ს მეამბოხეებთან, ის წინააღმდეგი წავიდა აშშ-ს ერაყში ინეტერვნეციაზე იმ გათვლით, რომ შეჭრა შექმნიდა დესტაბილიზაციას მის სამხრეთ მხარეებში. შედეგად, წინასწარი განლაგების დროს 2003 წელს თურქეთმა არ დართო ნება ამერიკულ ნაწილებს არც გადაზიდვის და არც ტერიტორიის გამოყენებისათვის.

 რა ასახვას ჰპოვებს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები და პრობლემები აშშ- თურქეთის ურთიერთობებზე?

თურქეთ - ისრაელს შორის ურთიერთობები ბოლო დროს გაცივდა. თელავივმა განაცხადა,  რომ ანკარა აძლიერებს  თანამშრომლობას ირანთან. თუმცაღა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა სულაც არაა ირანით გამოწვეული. 2008-2009 წლებში ღაზას ომი მოხდა მაშინ, როცა თურქეთი მედიატორის როლს ასრულებდა ისრაელსა და სირიას შორის გოლანის მაღლობების გამო, რომელიც დიდად აშფოთებდა და აღელვებდა AKP-ს მთავრობას. პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ღაზის გამო, საჯაროდ უწოდა მას  მატყუარა და მკვლელი სხვა დელეგატების თანდასწრებით. 2010 წლის ისრაელის რეფერენდუმმა ცხადყო, რომ 78% მოსახლეობისა თურქეთს „მტრად“ აღიქვამს.

2010 წლის მიწურულს ,,Mavi Marmara“-ს ინციდენტმა, როდესაც ისრაელის სადესანტო რაზმები თავს დაესხნენ თურქულ ფლოტს ღაზის სიახლოვეს და მოკლეს 8 თურქეთის მოქალაქე, უფრო დაძაბა ურთიერთობა. დაძაბულობა ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდასხმის საპასუხოდ, თურქეთმა გამოიწვია თავისი ელჩი და შეაჩერა დიპლომატიური ურთიერთობები უმაღლესი კონსულების დონეზე თელავივში მდებარე თურქეთის საელჩოში.2011 წელს თურქეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა თავის მოთხოვნა მოიხადოს ბოდიში ისრაელმა და აღნიშნა , რომ მსაგვასი ქმედებები მხოლოდ გააუარესებს ურთიერთობებს. ერდოღანის 3 პირობა კრიზისის დასასრულებლად შემდეგია - ,,ბოდიშის მოხდა, მსხვერპლებისთვის კომპენსაცია და ღაზის ალყისგან გათავისუფლება’’, ეს არის, თელავივის აზრით, მხოლოდ რბილი მოთხოვნები, რომლებიციც გაიზრდება და მოიცავს არაბული მიწების დაბრუნებას, გოლანის მაღლობების ჩათვლით.

ამგვარმა გაუარესებულმა ურთიერთობამ ისრაელთან ასახვა ჰპოვა ამერიკის საშინაო პოლიტიკაზე და თურქეთთან ურთიერთობაში. 2010 წლის, პრეზიდენტ ობამამ გააფრთხილა თურქეთი, რომ კონგრესის ეჭვებმა თურქეთის მოტივების შესახებ და თურქეთის სანდო პარტნიორობაში ეჭვის შეტანამ შეიძლება გავლენა იქონიოს აშშ-თურქეთის ურთიერთობებზე. აგრეთვე გააფრთხილა მისი პოტენციური შედეგების შესახებ ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით სამხედრო სახის დახმარებაზე, რაც გულისხმობს   უთანხმოებას უპილოტო თვითმფრინავების გაყიდვაზე, რომლებიც  PKK სეპარატსტებს წინააღმდეგ გამოიყენება, დაგეგმილი  100 F-35 ტიპის მანათობელი მრავალფუნქციური მებრძოლების შეძენა შეჩერდა აშშ-ს უარის გამო(2011). თურქეთმა კი უარი თქვა აშშ-ს ბალისტიკური თავდაცვის რაკეტების განლაგებაზე თავის მიწაზე, ეშინოდა რა რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, სხვა სამხედრო საშუალებების სასაქონლო ბრუნვა გრძელდება. 2011 წლის ივნისში, თურქეთმა დაამყარა პარტნიურული ურთიერთობა აშშ-ს კომპანია Sikorsky-სთან, საუბარია 3.5$ მილიარდიან გარიგებაზე, რომელიც თურქეთის ახალი თაობის მრავალფუნქციური ვერტმფრენებით მომარაგებას გულისხმობს.

თურქეთ-ირანის ურთიერთობები

თურქეთის ურთიერთბები ირანთან ხასიათდება ორივე მხარის კონფლიქტითა და კოლაბორაციით. თურქეთის მხარის პოზიციით, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასტაბილურებას ხელს უშლიდა თურქულ-ამერიკული სამხედრო კავშირები და ასევე მკვეთრი რელიგიური,პოლიტიკური და ისტორიული განსხვავებანი ირანისგან. თურქეთი კვლავ სეკულარულ, სუნიტურ სახელმწიფოდ რჩება, და ორივე ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა მუდმივი კონკურენციის განცდა იმისა, თუ რომელი მოიპოვებდა უფრო მეტ გავლენას რეგიონში. ორმხრივი თანამშრომლობა დაიშალა 1980 -1990 წლებში,რაც განპირობებული იყო  PKK ზე უთანხმოებით, კერძოდ PKK იყენებდა ირანის ტერიტორიას, რათა მოეხდინა თავდასხმა თურქეთზე და ასევე ირანის თურქი ისლამისტების მხარდაჭერით.

თურქეთი ატარებს „ნულოვანი პრობლემის“ პოლიტიკას,რომელიც ხორციელდება AKP მთავრობის ეგიდით, თურქეთი ამ პოლიტიკის გატარებით ცდილობდა შეეცვალა დამოკიდებულება რეგიონის სხვა სახელმწიფოების მიმართ,მათ შორის ირანის მიმართაც. ორმხრივი  სავაჭრო ურთიერთობები მკვეთრად გაიზარდა ირანთან და ღდესდღეობით ირანი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. თურქეთის საგარეო  ვაჭრობის 3.6 %  მოდის(მის წინ მხოლოდ ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი და აშშ-ია).  2010 წლისათვის მან შეადგინა 10,6$ მილირადი  და 97 %-ით გაუმჯობესდა 2009 წლის ანალოგიურ მაჩვნებელთან, ხოლო 2011 წლისათვის 15 მილირადი შადგინა.2010 წლისათვის ირანული ფირმების რაოდენობა თურქეთში გაიზარდა 1470-მდე, 319 იყო 2002წელს, და მხლოდ 284 კომპანა დარეგისტრირდა  2010 წელს. აქტიურად ხდებოდა ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტები და მათ შორის სახელმწიფო მეთაურთა დონეზეც. 

ეკონომიკურმა თამანამშრომლობამ ხელი შეუწყო მათ დაახლოებას უსაფრთხოების სფეროშიც, 2002 წელს ისინი შეთანხმდნენ ეთანამშრომლათ ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც მოიცავდა თეირანის მიერ PKK -ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას. 2009 წლის დეკემბერში მათ  კოორდინირებულად შეუტიეს PKK- ს  ნაწილების  განლაგებას თურქეთის საზღვარზე ირანთან და ერაყთან.  2011 წლის ივნის - ივლისში ირანმა განახორციელა რეიდები თურქეთის საზღვართან მთიან რეგიონში PKK ნაწილების წინააღმდეგ. 

მიუხედავად ამ საერთო ინტერესებისა, თურქეთსა და ირანს აქვთ ძალზე განსხვავებული აღქმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსის. როდესაც სირიაში აჯანყებების ტალღა დაიწყო ბევრმა სირიელმა ლტოლვილმა თავი შეაფარა თურქეთს. ეს კარგად გამოხატავს იმ განსხვავებას ,რაც ზემოთ აღვნიშნეთ, კერძოდ ირანი მხარს უჭერდა ასადის ხელისუფლებას და უწევდა მას დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას მაშინ როდესაც, თურქეთის პრემიერ - მინისტრი ერდოღანი აფასებდა, როგორც „დანაშაულს’’ და მოითხოვდა ასადს დაესაჯა საკუთარი ძმა მაჰერი და გაეტარებინა გადამწყევტი რეფორმები. არაა გამორიცხული ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდეს მათ მომავალ ურთიერთობებს.

აშშ-სა და თურქეთის განსხვავებული მიდგომა ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ

თურქეთი ირანში სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგი წავიდა. ოფიციალურ  ანკარას მიაჩნია, რომ სამხედრო ძალა მხოლოდ დააჩქარებს ირანის ბირთვულ პროგრამას და კიდევ უფრო გაამყარებს ირანის რწმენას, რომ ბირთვული შეკავება არის ერთადერთი  გზა უსაფრთხოების, რასაც, რასაკვირველია, ექნება გვერდითი ეფექტი თურქეთზეც. 

თურქეთმა ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა ირანის ბირთვული ენერგიის გამოყენებას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ მსოფლიო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობით(IAEA.)  ჯერ კიდევ 2009 წელს თურქეთმა უარი განცხადა IAEA რეზოლუციაზე, რომელიც უკრძალავდა ირანს მეორე საიდუმლო გამამდიდრებელი საწარმოს აშენებას და მოუწოდებდა დაეხურა ფორდოს  ატომის  გამამდიდრებელი დაწესებულება. თურქეთი მაშინ წავიდა  აშშ-ს წინააღმდეგ, რომ არ  დაედოთ ირანისათვის ეკონომიკური და პოლტიკური სანქციები თუკი ის განაგრძობდა ბირთვულ პროგრამას, მაშინ თურქეთს შეუერთდა ბრაზილია და ირანს მიეცა საშუალება მოეხდინა ურანის გამდიდრება იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ეს დასაშვებია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუმცა კონსესუსის მიღწევა ძალზე გაძნელდა დასავლეთის მტკიცე პოზიციის გამო 

დღევანდელმა თურქეთის მთავრობამ ასევე გააპროტესტა სანქციები როგორც მათი პრინციპებისათვის შეუფერებელი. 2010 წელს თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ „მტრობასა და სიძულვილს გამოიწვევნე (ირანელ )ხალხში“

მიუხედავად შიდა ოპოზიციისა, თურქეთმა საჯაროდ გამოაცხადა მათი განზრახვა − დაემორჩილებოდა გაეროს სანქციებს და მიემართა შესაბამისი ქმედებებისათვის გაეროს მანდატის ფარგლებში, რაც აშშ-ს ინტერესებს ემსახურებოდა. მაგალითად, 2011 წლის მარტში მათ დააკავეს სირიისთვის განკუთვნილი ირანული ტვირთი , რაც მოიცავდა მსუბუქ იარაღს, ავტომატებს , ფისტოლეტებს, რაკეტის გამშვებებს და სხვას. თურქეთმა გააპროტესტა ევროკავშირისა და აშშ-ს უნილატერალური სანქციები ირანის მიმართ. ეს წინააღმდეგობები ართულებს  დასავლეთის მცდელობებს მოაქციოს ირანი იზოლაციაში,  ვინაიდან გაეროს სანქციების შედეგებიც ძალზე მცირეა. მაგალითად,  გაეროს 1929 რეზოლუცია მიემართება მხოლოდ ორ ირანულ ბანკს, როგორც ბირთვული პროგრამის მხარდამჭერებს, მაშინ როდესაც აშშ-ის კონგრესის ლისტში ისინი 17- ნი არიან.

ამის შედეგად აშშ-მა გააძლიერა თავისი ღონისძიებები, რათა დაერწმუნებინა თურეთი მხარი დაეჭირა უნილატერალური სანქციებისათვის ირანის წინააღმდეგ. 

დასკვნა

შეჯამების სახით აღვნიშნოთ, რომ თურქეთს გააჩნია უფრო მეტი საერთო ინეტერესები აშშ-სთან, ვიდრე ირანთან. თუკი აშშ გადახედავს წარსულს და ყურადღებით გაიხსენებს ფაქტებს, როდესაც ანკარა წინააღმდეგი წავიდა მათი  საგარეო კურსისა, ხოლო შემდეგ დათანხმდა იმავე მიმართებას მათ შორის ისრაელზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი განაგრძობენ პოზიტიურ და მშვიდობიან ურთიერთობას. 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ურთიერობა ირანთან მაინც რაღაც ფორმაში შეზღუდულია და გაურკვეველი მომავალი აქვს. ორივე ქვეყანა ესწრაფვის რეგიონული გავლენის შესაძლებლობას და სურთ მიაღწიონ შესაბამისად რეგიონულ ჰეგემონიას.“არაბულმა გაზაფხულმა“ ბევრი განსხვავება გამოყო ანკარასა და თეირანის  სტარტეგიულ ხედვათა შორის,მათ შორის  ახლო აღმოსავლეთის დიქატორებთან დამოკიდებულებაზე. მაგალითად თურქეთი მხარს არ უჭერს ასადის რეჟიმს , განსხვავებით ირანისგან და ცდილობს იქ დარეგულირდეს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.

თურქეთი წარმოადგენს შემდგარ ისლამურ და მოდერნისტულ სახელმწიფოს, ნატოს წევრ ქვეყნას. აშშ-სა და დასავლეთს კი სჭირდება მოკავშირე ისლამურ სამყაროში,რომელიც ეძებს პროგრესს, განვითარებას და ეყრდნობა ყველაზე პროგრესულ ღირებულებებს. ისლამში ვერავინ მოიგებს თუ კი დასავლეთი და აშშ დაუპირისპირდება ისლამურ სამყაროს, ვიდრე იმ შემთხევავში როდესაც ისლამურ სამყაროსთან თანამშრომლობით გამოუცხადო გამოწვევა ექსრემიზმსა და ტერორიზმს.