Print

ევროკავშირ – რუსეთის ურთიერთობები (ენერგოუსაფრთხოება)

ავტორი: ლაურა გოტიაშვილი | თარიღი: . კატეგორია: სტუდენტური სტატიები

მიმდინარე  ათასწლეულის  დასაწყისში  მსოფლიოს  ეგონა,რომ  ნავთობი  ისეთივე  უხვი  და  იაფი  იქნებოდა , როგორც  ეს  იყო  გასული  საუკუნის  90–იან  წლებში,  მაგრამ  XXI  საუკუნის  დადგომასთან  ერთად  მკვეთრად  იმატა  ნავთობის  ფასმა, რის  შედეგადაც  გაძლიერდა  დაძაბულობა  დასავლეთსა  და  ნავთობის  ექსპორტიორ  ქვეყნებს  შორის. 2003  წელს  ამერიკა  და  დიდი  ბრიტანეთი  შეიჭრნენ  ერაყში  და  დაამხეს  სადამ  ჰუსეინის  მთავრობა. ასევე, დაძაბულობა  იზრდება  ისეთ  ქვეყნებთან როგორებიცაა  რუსეთი  და ვენესუელა, რაც  ბადებს  შიშს, რომ  გაიზრდება  დაპირისპირება  ენერგორესურსებით  მდიდარ  და  მათზე  დამოკიდებულ  ქვეყნებს შორის. ყოველივე  ამასთან ერთად  კი  იზრდება  ჩინეთისა  და  ინდოეთის  მოთხოვნა  ენერგორესურსებზე, რაც  კიდევ  უფრო  ამძაფრებს  არსებულ  მდოგმარეობას. შედეგად  კი  საჭირო  ხდება  ახალი  ენერგოუსაფრთხოების  გზების  გამოძებნა.

დომინანტური  მიდგომა  აქცენტს  აკეთებს  მდიდარი  დასავლეთის  ქვეყნების  ინტერესებზე, რომლებიც  დამოკიდებულნი  არიან  ენერგოიმპორტზე. ისმის  მთავარი  კითხვა: შეუძლიათ  თუ  არა  ქვეყნებს  მოიპოვონ  უსაფრთხო  ენერგომომარაგება მისაღებ  ფასად.  სწორედ  ეს  საკითხი  განიხილება  ენერგოუსაფრთხოების  მთავარ  საკითხად, რომლის  არსიც  მდგომარეობს იმაში, რომ  დააკმაყოფილოს  საზოგადოების  სოციო–ეკონომიკური  მოთხოვნილებები მიზანშეწონილ  ფასად.

სწორედ, ენერგოუსაფრთხოება  წარმოადგენს  რუსეთთან  ურთიერთობის  მთავარ  პრობლემას  ევროკავშირისათვის, სადაც  რუსეთი  ყოველთვის  ეფექტურად  ახერხებს  ევროკავშირის  წევრებს  შორის  განხეთქილების  ჩამოგდებას და  თანამშრომლობისთვის  ხელის  შეშლას.

1990–იანი  წლებიდან, სსრკ–ს  დაშლის  შედეგად, გაჩნდა  იმედი  იმისა, რომ რუსეთი აირჩევდა  დემოკრატიზაციის  გზას  დასავლეთთან  ერთად, მაგრამ  სულ   მალე  მათ  მიერ არჩეული  ეს  სტრატეგია  მოძველდა  და  რუსეთმა  დაიწყო  მანიპულირება  გაზის, ნავთობისა  და  ენერგეტიკის  ფასებით.

დღეისათვის  რუსეთი  აქტიურად  ცდილობს  ჩამოაყალიბოს  ასიმეტრიული  ურთიერთდამოკიდებულება  ევროკავშრთან. იგი  ცდილობს  შექნას  ისეთი  გარემო, სადაც  ევროკავშირი  უფრო  მეტად  იქნება  დამოკიდებული  რუსეთზე, ვდირე  რუსეთი  ევროკავშირზე.

 ევროპული  ძალის  ფრაგმენტაცია

როგორც  უკვე  აღვნიშნე, ევროკავშირის  წევრთა  შორის  არსებობს  აზრთა  სხვადასხვაობა   რუსეთის  მიმართ  პოლიტიკის  შემუშავებისას. იმისათვის,რომ  ეფექტურად  მიმოვიხილოთ  რუსეთისა  და  ევროკავშირის  ურთიერთობები  აუცილებელია,  გამოვყოთ  5 განსხვავებული  პოლიტიკური მიდგომა  რუსეთთან  ურთიერთობისას:

• „ტროას  ცხენები“ (კვიპროსი  და  საბერძნეთი)– იცავენ  რუსეთის ინტერესებს ევროკავშირში  და  ხელს  უშლიან  საერთო  გადაწყვეტილების  მიღებას.

• „სტრატეგიული  პარტნიორები“ (საფრანგეთი,გერმანია, იტალია, ესპანეთი)– აქვთ  რუსეთთან  განსაკუთრებული  ურთიერთობები,ხშირად  პირად  მოგებას  საერთო  ინტერესებზე  მაღლა  აყენებენ

• „მეგობრული  პრაგმატისტები“ (ავსტრია,ბელგია, ბულგარეთი, ფინეთი და სხვ.)–  აქვთ  კარგი  დამოკიდებულება  რუსეთთან და საკუთარ  ბიზნეს  ინტერესებს  პოლიტიკურზე  მაღლა  აყენებენ.

• „ცივი  პრაგმატისტები“ (ჩეხეთი,დანია, ირლანდია,ლატვია და სხვ.)– ფოკუსირდებიან  ბიზნესზე,მაგრამ  ნაკლებად  ეშინიათ  რუსეთის.

• „ახალი  ცივიი  მებრძოლები“ (ლიტვა  და პოლონეთი) – გამოირჩევიან  მტრული  დამოკიდებულებით  რუსეთთან.

საზოგადოდ, კი აშკარაა  ის  ფაქტი, რომ  ევროკავშირი  გაერთიანებით  უფრო  მარტივად  შეძლებს  რუსეთის  მხრიდან  გამოწვეულ  პრობლემებთან  გამკლავებას. ლოგიკურია ისიც, რომ  მათ  შორის  ურთიერთობები  უნდა  იყოს  პირდაპირი  და  ორმხრივ  სარგებლიანი, მაგრამ  ეს  ასე  არ  არის  და  ბევრი  ევროპელი  აღიქვამს  საფრთხედ  დამოკიდებულებას  რუსულ  ენერგიაზე, განსაკუთრებით  გაზზე, რადგან  რუსეთი  იყენებს  ენერგიას  პოლიტიკურ  იარაღად და  არ  შეიძლება  მისი, როგორც  მომწოდებლის  ნდობა. გარდა  ამისა, რუსეთი  ეფექტურად  ატარებს  „დაყავი  და იბატონეს“  პოლიტიკას: რუსული  „გაზპრომი“  ერთიანდება  სხვადახვა ევროპულ  კომპანიებთან  ეკონომიკური  თუ  სხვა  ტიპის  პრივილეგიების  მიღების  სანაცვლოდ.

როგორია  ენერგიტიკის  როლი  ევროკავშირ–რუსეთის  ურთიერთობებში?  შეიძლება  ითქვას, რომ განმსაზღვრელია, რადგან  ენერგეტიკული  კავშირები  ქმნის  დანაყოფებს  და  შედეგად  რუსეთი  ახერხებს  ევროკავშირის პოლიტიკის  პარალიზებას, შესაბამისად  იგი  კვლავ  რჩება  დამოუკიდებელ  გლობალურ  მოთამაშედ. 

მისი  ენერგეტიკული  ინტერესი  უშუალოდ  ბიზნესთან  არის  დაკავშირებული. რუსეთი  ცდილობს  გაზარდოს  კაპიტალიზაცია  მეტწილად  სახელმწიფოს  საკუთრებაში  არსებული  გიგანტების, როგორიცაა გაზპრომი, როსნეფტი და ახლად  რეფორმირებული  ელექტროენერგეტიკული  კომპანია  UES–ში. არ უნდა  დაგვავიწყდეს  ისიც,რომ რაც  კარგია  გაზპრომისათვის,კარგია  რუსეთისათვის.  შესაბამისად, გაზპრომი  აქტიურად ცდილობს  ინფრასტრუქტურის  შეძენას  საზღვარგარეთ, როგორიცაა ტრანზიტული  მილსადენები , გაზის  გამანაწილებელი  ცენტრები  და  ქსელები  და ა.შ. კერძო  რუსული  კომპანია  „ლუკოილი“  კი  ყიდულობდა  გაწმენდ  ქარხნებსა  და  გაზის  სადგურებს  ევროპაში. ყოველივე  ეს  კი  კეთდებოდა  ევროპულ  ბაზარზე  მაქსიმალური  კონტროლის  მისაღწევად.

გარდა  ამისა, რუსეთთან დაკავშრებულ  პრობლემას  წარმოადგენს  ენერგეტიკული  ქარტია, რომლის  რატიფიცირებაზე  საბოლოო  შეთანხმება  კვლავ  ვერ  ხერხდება  რუსეთთან, რაც  მას  თავისუფალი მოთამაშის  სტატუსს  ანიჭებს. იგი კვლავ  ცდილობს  დაიცვას  საკუთარი  თავი,მოახდინოს  ენერგოსექტორის  მოდერნიზება  და  კვლავ  განაგრძოს  ევროპის  მიმართ  რევიზიონისტული  პოლიტიკა, შესაბამისად  ამ  გზით  ცდილობს  მართვის  სადავეების  შენარჩუნებას  და  მოპოვებული  პოზიციის  გამყარებას.

ამ  პოლიტიკის  შედეგია  ის  ფაქტი , რომ  აღმოსავლეთ  ევროპა  თითქმის  სრულადაა დამოკიდებული  რუსულ  რესურსებზე  და  ის  ქვეყნები, რომლებიც  რუსეთისადმი  კეთილგანწყობილნი  არიან   გარკვეული  ეკონომიკური  შეღავათებით  სარგებლობენ, მომგებიან  პოზიციაში  იმყოფებიან და სულაც  არ აპირებენ  აღნიშნული  პოზიციების  დათმობას  ევროკავშირის  ერთიანი  პოლიტიკის  შესამუშავებლად.

რუსეთთან  აღნიშნული  პრობლემების  გადასაჭრელად  2000წელს  დაიწყო  ევროკავშირ–რუსეთის  ენერგო–დიალოგი, რამაც  ეფექტური  შედეგი  ვერ  გამოიღო  და  პრობლემები  ისევ  პრობლემებად  დარჩა.

ყოველივე  ამის  საპასუხოდ  კი  ევროკავშირმა  შეიმუშავა  „განრიგი  2020“, რომლის  მიხედვითაც  იგეგემება  განახლებადი  ენერგის  გამოყენების  ზრდა  20%–ით, აგრეთვე  CO2–ის  გამოყენების  შემცირება  20%–ით. რაც , ლოგიკურია,  გულისხმობს  რუსეთზე  ენერგოდამოკიდებულების  შემცირებას  ენერგიის  გამოყენებაზე  შეზღუდვების  დაწესების  და განახლებადი  ენერგის  გამოყენების  ზრდის  გზით.

უნდა  აღინიშნოს  ისიც,  რომ ევროკავშირის  მხრიდან  ადგილი  ჰქონდა  ალტერნატიული  გზების  ძიებას, როგორიცაა  მაგალიად  „ნაბუკო“, „თეთრი ნაკადი“ და სხვ., მაგრამ  აღნიშნული  პროექტები  დიდი  რაოდენობით  თანხებთან  იყო  დაკავშირებული  და  ჯერჯერობით  ვერ  განხორციელდა.

ამრიგად, მე  მიმოვიხილე  მოკლედ  ევროკავშირსა  და  რუსეთს  შორის  არსებული  ურთიერთობები  ენერგოუსაფრთხოების  კუთხით, ჩამოვაყალიბე  ძირითადი  პრობლემები  და  აზრთა  დაპირისპირებები  აღნიშნულ    საკითხთან დაკავშირებით. ყოველივე  ზემოთქმულიდან  გამომდინარე  კი  აშკარაა ის  ფაქტი, რომ  ევროკავშირისათვის  მთავარ  ძალას  ერთიანობა  წარმოადგენს  და  თუ  ისინი  ვერ  მოახერხებენ  შიდა  არეულობებისა  და  აზრთა სხვადასხვაობების  აღმოფხვრას  რუსეთთან  არსებული  პრობლემების  გადაჭრა  ურთულეს  თავსატეხად  გადაიქცევა, ამისათვის  კი  საჭიროა   წევრებს შორის  ღრმა ინტეგრაცია  და  თანამშრომლობის  დონის  ამაღლება, რადგან  როდესაც  რუსეთს  ეხება  საქმე  აშკარა  ხდება  ევროკავშირის  არაერთიანი  და  მრავამხრივ  დაყოფილი  ხასიათი.

ლაურა გოტიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები